» » » ათეროსკლეროზის მკურნალობა გაცილებით სწრაფი და წარმატებული იქნება, თუ სისხლძარღვებს მარილებისგან გაწმენდთ ტუბეტური მეთოდით

ათეროსკლეროზის მკურნალობა გაცილებით სწრაფი და წარმატებული იქნება, თუ სისხლძარღვებს მარილებისგან გაწმენდთ ტუბეტური მეთოდით

ათეროსკლეროზი ვითარდება არტერიებში ავადმყოფური ცვლილებების შედეგად. მათ შიდა ამომფენ გარსში (ინტიმაში) ილექება ცხიმისმაგვარი ნივთიერება - ქოლესტერინი. შემდეგ ქოლესტერინის ნალექში ჩაიზრდება შემაერთქსოვილი, ზოგჯერ კი კალციუმის მარილებიც ლაგდება. ასეთი წამონაქმნი, ე.წ. ფოლაქი ანუ ათერომა, ავიწროებს არტერიის სანათურს და აბრკოლებს სისხლის მოძრაობას. შედეგად მცირდება სისხლის მიწოდება გარკვეული ორგანოსკენ, ქსოვილებისაკენ. მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს ამ ადგილას სისხლის შედედებული ნაწილაკის - თრომბის გაჩენა. სისხლის მიწოდების შემცირების და მით უფრო სრული შეწყვეტის შედეგად ვითარდება მძიმე ცვლილებები ორგანოს შესაბამის უბანში და შეიძლება მოხდეს მისი ქსოვილების დაღუპვა - ინფარქტი ან კიდურის კვდომა-განგრენა. ამიტომაც აუცილებელია მისი მკურნალობა დროულად დაიწყოთ:

  • 30 გრ კულმუხოს დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500 მლ არაყი. გააჩერეთ 14 დღის განმავლობაში გრილ, ბნელ ადგილას. მიიღეთ 1ს/კ 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსისთვის საჭიროა 1,5ლ ნაყენი.

  • 2 ს/კ წყლის იელის დაქუცმაცებულ ბალახს შეურიეთ 5 ს/კ მზესუმზირას ზეთი, გააჩერეთ 12 საათის განმავლობაში დახურულ ჭურჭელში ცხელ ქურაზე, დროდადრო მოურიეთ, შემდეგ გაწურეთ. გამოიყენეთ როგორც გარეგანი საშუალება შესაზელად ენდარტერიტის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის დროს.

  • კონტრასტული ფეხის აბაზანები - თავიდან ყოველდღე, გაუმჯობესების შემდეგ - დღეგამოშვებით. აავსეთ 2 ვედრო წყლით: ერთ ვედროში ცხელი წყალი ჩაასხით, ისეთი, რომ მოთმენა შეგეძლოთ, მეორეში - ძალიან ცივი წყალი. ერთი ფეხი ცხელ წყალში ჩაყავით, მეორე - ცივში 2-3 წუთით. შემდეგ შეცვალეთ ფეხები. ასე გაიმეორეთ 3-4-ჯერ საღამოს, დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.

  • მკურნალობა გაცილებით სწრაფი და წარმატებული იქნება, თუ სისხლძარღვებს მარილებისგან გაწმენდთ ტუბეტური მეთოდიკით. ბალახებს, რომლებიც ნაკრებში შედის, ორგანიზმიდან გამოჰყავს შლაკები, ტოქსინები, მარილები, ჭარბი ქოლესტერინი. ნამდვილი ტუბეტური გამწმენდი ნაკრები 30-ზე მეტ ბალახს შეიცავს, რომელთა უმრავლესობა ჩვენს ტერიტორიაზე არ იზრდება. მათი ნახვა მხოლოდ ტიბეტის მთებშია შესაძლებელი. ჩვენ გთავაზობთ ნაკრების შემოკლებულ ვერსიას, რომელიც, უნდა ითქვას, ორგანიზმზე მოქმედებით და გამწმენდი ეფექტით არაფრით ჩამოუვარდება ორიგინალს:
    კრაზანა - 100 გრ, გვირილა - 100 გრ, არყის ხის კვირტები - 100 გრ, ნეგო - 100 გრ, მარწყვის ფოთოლი - 100 გრ. 2 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში 12 საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 100 გრ 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

  • აიღეთ კვლიავის ნაყოფი - 2 ს/კ, გველის სუროს ბალახი - 30 გრ, ბარამბოს ფოთოლი - 40 გრ. 2 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში 12 საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ 2-ჯერ დღეში, ჭამამდე.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.