ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა რატომღაც მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით... პატარა თეთრი წერტილები კანზე შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს. სამწუხაროდ, სხვადასხვა აუცილებელი პროცედურების გარეშე მათი თავიდან მოშორება შეუძლებელია.
ეს ერთ-ერთი კოსმეტიკური პრობლემაა, რომლის გამკლავებაც მარტივადაა შესაძლებელი სახლის პირობებში! ნატურალური ინგრედიენტების კომბინაციით მიღებული შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.
როგორ მოვიშოროთ თეთრი წერტილები
1. გაყინული წყლით სახის დაბანა
ძალიან ცივი წყალი განაპირობებს კანის ფორების შევიწროებას და არაჩვეულებრივი საშუალებაა თეთრი წერტილებისა და კანის სხვა პრობლემების პროფილაქტიკისთვის.
2. ლიმონის წვენი და შაქარი
აურიეთ ერთმანეთში 2 სუფრის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ნახევარი ლიმონის წვენი. ეს სკრაბი მთლიანად გაგიწმენდთ კანს, მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და აუტანელ თეთრ წერტილებს.
3. ჩაის ხის ეთერზეთი
ცხელი წყლით სავსე ტაშტში ჩაამატეთ 10 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი. ჩაალბეთ ამასში პირსახოცი, გაწურეთ ის და მიიდეთ სახის კანის დაზიანებულ ნაწილზე რამდენიმე წუთით.
ამ პროცედურის შემდეგ დაიბანეთ სახე ცივი წყლით. ეს მეთოდი გაგიწმენდთ კანის ფორებს და გაგიუმჯობესებთ სისხლის ცირკულაციას.
4. ბროწეულის ფხვნილი
აიღეთ ბროწეულის ქერქი და გამოაშრეთ ის ღუმელში იქამდე, სანამ ყავისფერ ფერს არ შეიძენს. მოამზადეთ გამომშრალი ბროწეულისგან ფხვნილი (გამოიყენეთ ყავის საფქვავი). დაამზადეთ სახის ნიღაბი მიღებული ფხვნილისა და მცირე რაოდენობით ლიმონის წვენისგან. წაისვით ის კანის დაზიანებულ ნაწილზე და თეთრი წერტილების პრობლემას ხანმოკლე დროში დაივიწყებთ!
ეს ძალზედ მნიშვნელოვანია: მაქსიმალურად შეეცადეთ მოერიდოთ მზეზე ხანგრძლივი დროით ყოფნას.
ცნობისთვის, საკმაოდ დიდი ხანი ამ აუტანელი, გამაღიზიანებელი პრობლემისგან ვიტანჯებოდი, თუმცა ბროწეულის ფხვნილისგან მომზადებული ნიღბის დახმარებით ამ პრობლემის გადაჭრა მარტივად შევძელი!
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფრომაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება!