» » » ნაოჭები 50 წლამდე გაგიჩნდათ? ბაბუაწვერასგან დამზადებული ალთაის კრემი სახეს სუფთას და ახალგაზრდულს გახდის

ნაოჭები 50 წლამდე გაგიჩნდათ? ბაბუაწვერასგან დამზადებული ალთაის კრემი სახეს სუფთას და ახალგაზრდულს გახდის

დღეს კრემს მოვხარშავთ და არა ჩაის - მიპასუხა დედამ, როცა ბაბუაწვერას ყვავილები დავინახე, რომელსაც თაროზე ახმობდა. პასუხმა არ გამაკვირვა, რადგან დედამ ნატურალური კოსმეტიკის ფასი იცის და თავისი 65 წლის ასაკში დიდებულად გამოიყურება. 

სახის კრემი ნაოჭების საწინააღმდეგოდ


ბაბუაწვერა ძალიან სასარგებლო მცენარეა. ნატუროპათები გვირჩევენ გამომშრალი ფოთლების და ყვავილების გამოყენებას ნაყენის მოსამზადებლად, რომელიც დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, მეტაბოლიზმის სიჩქარეზე და წონის დაკარგავს ხელს უწყობს. გარდა ამისა, ბაბუაწვერას ჩაი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც როგორც ცნობილია ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. 

დღეს "რჩევების" რედაქცია გთავაზობთ ბაბუაწვერას სხვა თვალით შეხედოთ და სახლის პირობებში მოამზადოთ სახის კრემი ნაოჭების საწინააღმდეგოდ. სტატიის ბოლოს კი ნახეთ ცხიმის მწველი სასმელის რეცეპტი მცენარის ფესვებისგან ყავის გემოთი. 

ცხიმის მწვენი ჩაი ბაბუაწვერას ფესვებისგან

ბაბუაწვერას კრემი ყველა ტიპის კანს უხდება. ის ტენს არ კარგავს და ელასტიური, სუფთა და ნათელი ხდება მკვებავი და დამატენიანებელი ბაზის წყალობით. ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი ხდება და სახე თვალსა და ხელს შუა ახალგაზრდავდება!

გულწრფელად ვაღიარებ, ეს საუკეთესო სახის კრემი არის ნაოჭების საწინააღმდეგოდ, რომელიც ოდესმე გამომიყენებია. შედეგი შესამჩნევია უკვე რამდენიმე გამოყენების შემდეგ!

საუკეთესო ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი

მცენარის ბიოლოგიურ შემადგენლობაში არის აქტიური კომპონენტები, რომელთაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო და ვასკონსტრუქციული ეფექტი. სწორედ ამიტომ მშრალი კანისთვის, რომელიც აქერცვლისკენ არის მიდრეკილი ბაბუაწვერას კრემი აუცილებელია! კრემი გაღიზიანებას, პიგმენტურ ლაქებს მოგაშორებთ და კანის ზოგად მდგომარეობას გააუმჯობესებს. 

მომზადების წინ მცენარის ყვავილები შეაგროვეთ - გახსნილი ყვითელი ბუტონები. შემდეგ გაახმეთ ჰაერზე ან ღუმელში 40 გრადუსს ტემპერატურაზე. 

შეაგროვეთ და გაახმეთ მცენარის ყვავილები

ინგრედიენტები
  • 1 ჭიქა გამხმარი ბაბუაწვერას ყვავილი
  • 100 მ ქოქოსის ზეთი
  • 8 წვეთი ლავანდას ეთეროვანი ზეთი


ლავანდას ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პაჩულის ზეთი, რომელიც ზრდასრული კანისთვის საუკეთესო ენერგიას წარმოადგენს ან ლიმონის - C ვიტამინის წყარო, რომელიც კოლაგენის და ელასტინის სინთეზზე არის პასუხისმგებელი. 

ლავანდა

მომზადება
  1. მინის ჭურჭელში წყლის აბაზანაზე ქოქოსის ზეთი გაადნეთ. ამ მიზნით შეგიძლიათ ჩვეულებრივი გამჭირვალე ნახევარ ლიტრიანი ქილა გამოიყენოთ. წყლის აბაზანისთვის დიდი ქვაბი გამოიყენეთ, რომ ქილასა და ქვაბს შორის ადგილი მინიმუმ 3 სმ-ი მაინც იყოს. დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ. 
    გაადნეთ ქოქოსის ზეთი
  2. როცა ზეთი ბოლომდე გადნება, დაუმატეთ ბაბუაწვერას ყვავილები და საათის განმავლობაში გააცხელეთ. აუცილებლობის შემთხვევაში ქვაბში წყალი დაამატეთ, ოღონდ მხოლოდ ცხელი წყალი. 
  3. 1 საათის შემდეგ გაზი გამორთეთ და ნარევი თბილ წყალში 15 წუთით გააჩერეთ. 
  4. ყვითელი სუბსტანცია გადაწურეთ და ლავანდას ეთეროვანი ზეთი დაუმატეთ. 
  5. ბლენდერით ან ხელის მიქსერით ნარევი აურიეთ სანამ კრემისებრ მასას არ მიიღებთ.


მიღებული პროდუქტი მაცივარში მინის ჭურჭელში შეინახეთ. შენახვის ვადა მაქსიმუმ 2 თვე. გამოყენების წინ კრემის მოქმედება მაჯაზე სცადეთ, რომ დარწმუნდეთ ალერგიული რეაქციის არ ქონაზე. 

შეიმოწმეთ თავი ალერგიაზე

ბაბუაწვერაში აბსოლუტურად ყველაფერი სასარგებლოა! ტყუილად არ უწოდებს ხალხი მას კავკასიურ ჯენშენს. ფესვები შეიცავს ინულინს - ფრიქტოზას ბუნებრივ პოლისახარიდს. ინულინი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, აქვს ანტიტოქსიკური და აღმდგენი ეფექტი. ქალებისთვის, ვისაც გახდომა სურს, ბაბუაწვერას ფესვებისგან სასმელი უბრალოდ აღმოჩენა არის. 

ცხიმის მწველი სასმელი ბაბუაწვერას ფესვებისგან 


ყავიანი სასმელი რომ მოვამზადოთ, ბაბუაწვერას ფესვები უნდა შეაგროვოთ, კარგად გარეცხოთ გამდინარე წყალში, ორად გაყავით და ნაწილი ნახევრად მომზადებამდე 50 გრადუსის ღუმელში უნდა გამოაშროთ. შემდეგ მსუბუქად ტაფაზე შეწვით, მაგრამ არ დაწვათ!

სასმელი ბაბუაწვერას ფესვებით
 
დარჩენილი ფესვები დაფქვით. მოადუღეთ სასმელი ცხელ წყალში 4-5 წუთით და მიიღეთ ჭამამდე 20 წუთით ადრე, მაგრამ დღეში მაქსიმუმ 3-ჯერ. 

ბაბუაწვერას სასარგებლო თვისებები არა მხოლოდ კოსმეტოლოგებს გამოადგებათ, არამედ სახსრების და კუნთების ტკივილსაც მოგიხსნით. 

ბაბუაწვერა ასევე გამოიყენება სახსრების და კუნთის ტკივილისას

ბაბუაწვერა უკვე ყვავილობს! არ იზარმაცოთ ამ სამკურნალოდ მცენარის შეგროვება და მისი ფოთლების, ყვავილების და ფესვების გამოყენებით ნატურალურ სამკურნალო რეცეპტებს მოამზადებთ, რისთვისაც თქვენი ორგანიზმი მადლობას გეტყვით!

თქვენ იყენებთ ბაბუაწვერას სამკურნალო მიზნით? დაწერეთ კომენტარებში გამოცდილი რეცეპტი, ჩვენ მადლობელი ვიქნებით. 

გისურვებთ ყოველთვის ჯანმრთელი და მიმზიდველი ყოფილიყავით! და არ დაგავიწყდეთ, ბაბუაწვერას კრემის რეცეპტი მეგობრებს გაუზიარეთ!
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.