დღევანდელ სტატიაში "რჩევების" რედაქცია მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ მოცემული სააფთიაქო საშუალება კანის დეფექტების წინააღმდეგ საბრძოლველად. "ენტეროსგელი" მრავალ ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროცედურასა და პროდუქტს ჩაანაცვლებს!
პრეპარატი ღრმად აღწევს კანის ფორებში და ბოლომდე წმენდს მას, ახშობს ანთებას, ამცირებს შეშუპებას, ფორებიდან ამოაქვს ჭუჭყი, სიბინძურე და ის მავნე ნივთიერებები, რომლებიც კანის ნაადრევ დაბერებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.
"ენტეროსგელი" გამოდგება ცხიმიანი, კომბინირებული, ნორმალური ან ზედმეტად გამომშრალი ტიპის კანისთვის. გარდა მისგან საოცრად ეფექტური ნიღბების დამზადებისა, რეკომენდებულია მოცემული პრეპარატის შინაგანად მიღება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 2 ან 3 საათით ადრე. არ არის რეკომენდებული "ენტეროსგელის" შინაგანად მიღება ყოველდღიურად, რათა ადგილი არ ჰქონდეს ყაბზობის პროვოცირებას. კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ მისი შინაგანად მიღება სავსებით საკმარისი იქნება საოცარი შედეგების მისაღებად.
ამ პრეპარატის გამოყენება ძალზედ მარტივია. შეგიძლიათ ის პირდაპირ წაისვათ სახის კანზე ან გააერთიანოთ სხვადასხვა სასარგებლო კომპონენტებთან, რათა გადაჭრათ კანთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემები.
"ენტეროსგელის" გამოყენება:
- სუფთა სახით
ყველაზე მარტივი გზა მოცემული პრეპარატის გამოსაყენებლად, მისი პირდაპირ სახეზე სქელ ფენად წასმაა. თუ გელი ზედმეტად სქელი და ბლანტია, რეკომენდებულია მისი ოდნავ გათხელება გვირილის ნახარშით. "ენტეროსგელის" წასმიდან 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე წყლით და წაისვით მკვებავი კრემი. კანის დეფექტების აღმოსაფხვრელად, ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ. - თაფლითა და ლიმონით
თანაბარი რაოდენობით თაფლისა და "ენტეროსგელის" ნარევი, მასში ლიმონის მცირეოდენი წვენის ჩამატებით, ძალზედ ეფექტურია გამონაყარისა და სიწითლის მოსაშორებლად, კანის ტონის გასათანაბრებლად. მოცემული რეცეპტი გამოდგება კანის მკვდარი უჯრედების ასაქერცლად და კანის გასაახალგაზრდავებლადაც, თუმცა ასეთ შემთხვევაში, რეკომენდებულია ნარევში 1 კვერცხის გულის დამატება. სასურველი ეფექტის მისაღებად, პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეგამოშვებით 2 კვირის განმავლობაში. - ავოკადოსთან ერთად
ავოკადოსა და "ენტეროსგელისგან" დამზადებული ნარევი გამოდგება მშრალი ტიპის კანისთვის. ეგზოტიკური ნაყოფისა და მოცემული სააფთიაქო პრეპარატის კომბინაცია არაჩვეულებრივად გამოკვებავს კანს, დაატენიანებს მას და მოამარაგებს სასარგებლო ვიტამინებით. ნარევის დასამზადებლად, ორივე ინგრედიენტი უნდა შეურიოთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით (ავოკადოს რბილობისგან უნდა დაამზადოთ ფაფისებრი მასა ბლენდერის გამოყენებით). გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მისაღებად, სასურველია ნარევში მცირეოდენი სახამებლის ჩამატებაც. წაისვით ის სახის კანზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ. - ღრუბელა (ბადიაგა)
ბადიაგა საოცრად ეფექტურია სახის კანიდან ლაქების მოსაშორებლად, განსაკუთრებით აკნეს გადატანის შემდეგ. ნიღბის დასამზადებლად, ბადიაგას ფხვნილს უნდა დაასხათ იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენცია და დაამატოთ მასში იგივე რაოდენობით "ენტეროსგელი". მზა ნარევი წაისვით სახის კანზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. მოცემულმა ნიღაბმა შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება. ასეთ შემთხვევაში, თქვენ დაუყონებლივ უნდა ჩამოიბანოთ სახის კანის, წაისვათ დამატენიანებელი კრემი და სამომავლოდ თავი შეუკავოთ მისი გამოყენებისგან.
ამოარჩიეთ სასურველი ნიღაბი და შეუდექით "ენტეროსგელის" რეგულარულად გამოყენებას, რათა თავიდან აირიდოთ კანის ნაადრევი დაბერება. არ დაგავიწყდეთ მისი შინაგანად მიღებაც! ასე თქვენ არა უბრალოდ გაიუმჯობესებთ კანის მდგომარეობას, არამედ შეძლებთ ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდას.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს ინფორმაცია საკუთარ მეგობრებს. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში ისარგებლეთ კომენტარების ველით.