დღესდღეობით ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი იტანჯება ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემებისგან, რაც კომპიუტერის წინ დიდი ხნით ჯდომისგან და მუდმივად ტელეფონში ყურებისგანაა განპირობებული. როგორც კი უსიამოვნო შეგრძნებები შეგაწუხებთ, დაიწყეთ რეგულარულად უმარტივესი ვარჯიშების შესრულება და ხანმოკლე დროში პრობლემა წარსულში დარჩება.
ზურგისა და კისრის მასაჟი
ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოში თქვენ იხილავთ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ მოიშოროთ ზურგისა და კისრის ტკივილი ძალიან მარტივად სულ რაღაც 6 წუთში. ტენისის ბურთი და სწორი კედელი - ყველაფერი, რაც ტკივილისგან გათავისუფლებისთვის დაგჭირდებათ. გამოყავით ყოველდღიურად მხოლოდ 6 წუთი ამ ვარჯიშების შესასრულებლად და უმოკლეს ვადაში საოცარი ცვლილებები შესამჩნევი იქნება.
გახსოვდეთ, სასურველი შედეგის მისაღებად, აუცილებელია, რეგულარულად აკეთოთ ეს ვარჯიშები. დაჭიმულობისა და ტკივილის უსიამოვნო შეგრძნება რამდენიმე დღეში საერთოდ აღარ შეგაწუხებთ.