» » » მხოლოდ 1 ფოთოლს შეუძლია დაგეხმაროთ და მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ! პრაქტიკულად ყველგან იზრდება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, თუ როგორ გამოიყენოს

მხოლოდ 1 ფოთოლს შეუძლია დაგეხმაროთ და მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ! პრაქტიკულად ყველგან იზრდება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, თუ როგორ გამოიყენოს

ჩვენთან ბაბუაწვერას ყველაზე ხშირად სარეველა მცენარედ მიიჩნევენ. საუკეთესო შემთხვევაში მათგან ბავშვებს გვირგვინებს უკეთებენ ან სხვა გართობისთვის იყენებენ. შესაძლოა, გაოცებული დარჩეთ, მაგრამ ბევრ ქვეყანაში  ბაბუაწვერას ყვითელ ჟენშენს უწოდებენ, რადგან მასში არანაკლები სასარგებლო თვისებებია, ვიდრე ნამდვილ სიცოცხლის ფესვებს. ბაბუაწვერას მთელ პლანტაციებს აშენებენ, შემდეგ კი მას სხვადასხვა სამკურნალო და კოსმეტიკური მიზნით იყენებენ. 



სალათები, სასარგებლო ჯემები, სამკურნალო ღვინოები, კონსერვები - ეს სრული სია არ არის, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ უბრალო ბაბუაწვერისგან. "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, რით არის სასარგებლო მცენარე ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მისგან რა შეიძლება გავაკეთოთ. 

ბაბუაწვერას სარგებელი

  1. სახსრებს კურნავს და ჭრილობებს აშუშებს. 

  2. სასარგებლოა მოსანელებლად: მადა ნორმაში მოჰყავს, მეტაბოლიზმს აუმჯობესებს. 

  3. ბაბუაწვერა ნერვული სისტემისათვისაც სასარგებლოა, ის ატონიზირებს და ასტიმულირებს მას. თუ ენერგიის ნაკლებობა, ქრონიკული დაღლილობა, ნერვული დაძაბულობა გაქვთ - ბაბუაწვერა დაგეხმარებათ. 

  4. სხეულიდან შხამები და ტოქსინები გამოჰყავს, ასევე მედიკამენტების უაზრო გამოყენების შედეგებს აქრობს; 

  5. ბაბუაწვერას ნაღვლმდენი, ანტიჰელმინტური (ჭიების საწინააღმდეგო) და მსუბუქი საფაღარათო თვისებები გააჩნია. 

  6. ვიტამინებით და მინერალებით მდიდარია. სპილენძი, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, მანგანუმი, A, C ვიტამინი, ასევე B ჯგუფის ვიტამინები - ყველაფერი ეს აქ დიდი რაოდენობით გვხვდება. 

  7. ბაბუაწვერა კანის ზედაპირს ასწორებს და სახის ფერს აუმჯობესებს, ჭორფლს აქრობს. 


ყვავილების და ფოთლების შეგროვების საუკეთესო დროა - გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი. ფესვებს აგვისტოში, სექტემბერში ან ადრეულ გაზაფხულზე, ყველაზე ბოლოს აპრილი, მაისის დასაწყისში ამზადებენ. ეს დრო არ გამოგრჩეთ.



ბაბუაწვერას სამკურნალო თვისებები

  1. ანემიის მკურნალობა
    3 ს/კ ბაბუაწვერას ყვავილები და 3 ს/კ პულმონარიას ბალახები აურიეთ. 2 ს/კ ჭინჭარი და 1 ს/კ აბზინდა დაუმატეთ. ამ ყველაფერს 1 ლიტრა მდუღარე წყალი დაასხით. დღეში 6-ჯერ 50 მლ ნაყენი დალიეთ. 




  2. შეკრულობის და მუცლის შებერილობის დროს
    1 ჩ/კ ბაბუაწვერას ყვავილებს ერთი ჭიქა წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე 15 წუთით ადუღეთ. ნახევარი საათით დააყენეთ. დღეში 3-4-ჯერ, 1 სუფრის კოვზი დალიეთ. 




  3. ჰორმონალური დისბალანსის დროს
    3 ლიტრიანი ქილა ბაბუაწვერას ყვავილებით აავსეთ, დაუმატეთ 1 კგ შაქარი, აურიეთ. გააჩერეთ 3 კვირა, შემდეგ გადაწურეთ. 1-2 ს/კ მიღებული ელექსირი ჩაიში შაქრის ნაცვლად დაამატეთ.




  4. კანის დაავადებების დროს
    1 ს/კ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვებს მდუღარე წყალი დაასხით, დაბალ ცეცხლზე 15 წუთით აადუღეთ, გააცივეთ და გადაწურეთ. დალიეთ თბილი სახით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. 




  5. თმის ნიღაბი
    1 ს/კ ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ახალ ფოთლებს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით. ხსნარი თმის ძირებში შეიზილეთ და მთელ სიგრძეზე წაისვით. თავზე პირსახოცი დაიფარეთ და 30 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თავი დაიბანეთ. ასეთი ნიღაბი თმას კარგად აძლიერებს. 




  6. ბაბუაწვერას ჯემი
    ბაბუაწვერას 500 გაუშლელი ყვავილები შეაგროვეთ. კარგად გარეცხეთ და ერთი დღით ცივ წყალში ჩააალბეთ და დატოვეთ. უმჯობესია, თუ წყალს რამდენჯერმე გამოუცლით, ასე სიმწარე გამოუვა. მითითებული დროის გასვლის შემდეგ წყალი გადაასხით, დაუმატეთ 1 ლ ცივი წყალი და 10 წუთით ადუღეთ. ხსნარი გადაწურეთ, ყვავილები კარგად გაწურეთ. ნაყენს დაუმატეთ 1 კგ შაქარი, 2 ლიმონის წვენი. დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 1 საათით ადუღეთ. გააგრილეთ და ქილებში ჩაასხით. 
    მოქმედებს როგორც სიცხის დამწევი საშუალება. იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ნამცხვრებში ან ბლინებიში გამოიყენოთ. გემოთი თაფლს მოგაგონებთ. 




არც კი მჯერა, რომ ყოველდღე ამ სამკურნალო მცენარეს გვერდს ვუვლით. გისურვებთ ჯანმრთელობას და არ დაგავიწყდეთ, ბაბუაწვერას სასარგებლო თვისებების შესახებ სტატია თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.