მარწყვი ახდენს საერთო გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ორგანიზმზე. ცნობილი რუსი ფიტოთერაპევტი მ.ა ნოსალი წერს:
"სკლეროზის, სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტონიის), შეკრულობის, ნაწლავთა მოუწესრიგებლობისა და ფაღარათის დროს მარწყვი არის ძლიერ ეფექტური საშუალება.
ძველი, ხელმიშვებული ეგზემის ბევრი ფორმა (ეგზემა დაჩირქებით, ნაპრალებით, ფუფხით, არაიშვიათად მყრალსუნიანი წყლულებით), რომლებიც არ იკურნებიან სხვადასხვა ძვირადღირებული საშუალებით, წარმატებით იკურნება მარწყვის საშუალებებით.
პირად პრაქტიკაში, სხვებზე და საკუთარ თავზე დაკვირევებით, მივედი დასკვნამდე, რომ მარწყვი შეიძლება ჭამო, შეიძლება კი არა, საჭიროა და უნდა ჭამო ისე ძალიან ბევრი, რომ მესამე კვირას, იმდენად უნდა მოგბეზრდეს, რიმ უნდა აიძულო შენი თავი, რომ ძალით შეჭამო ის. მიეცით ის ბავშვებს, მიეცით ძალიან ბევრი. ნუ დაიშურებთ სახსრებს მარწყვის შესაძენად. არამედ ჩათვალეთ ეს აუცილებლად".
მარწყვი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გულის მუშაობას, სისხლძარღვებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას. მარწყვი სასარგებლოა კუჭის წყლულის, ქოლეცისტიტისა და ნაღვლის ბუშტში კენჭის არსებობისას, ნაწლავთა ინფექციების, თირკმლების დაავადებების, სისხლნაკლებობისა და ბაზედოვას დაავადებების დროს, რადგან მარწყვი სასიკეთოდ მოქმედებს იოდის ცვლაზე ფარისებულ ჯირკვალში. მარწყვს გააჩნია ანტიმიკრობული ზემოქმედება ინფექციის გამომწვევების მიმართ-პნევმოკოკების, სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკებისა და გრიპის ვირუსების მიმართ.
ქორფა მარწყვის წვენი შესანიშნავი საშუალებაა ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. სახეზე მარწყვის წვენი წაისვით და 15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.
სასარგებლოა მარწყვის ფოთლებიც. მასში C ვიტამინი უფრო მეტია, ვიდრე თავად ნაყოფში, ხოლო მინერალების მარაგი, რომელშიც შედის რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი, ფოთლების ნაყენს სამკურნალო თვისებას ანიჭებს. ის შესანიშნავი ზოგადგამაძლიერებელი საშუალებაა გაციების დროს და გამწმენდი - ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების შემთხვევაში. ფოთლების დაკრეფა უმჯობესია მცენარის ყვავილობის პერიოდში. ამ დროს ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებებს აგროვებს. ფოთლებს ბნელ ადგილას აშრობენ. მარწყვის ფოთლების ჩაი ცნობილია, როგორც სისხლის გამწმენდი, სისხლის წარმოქმნის ხელშემწყობი და ნერვების დამაწყნარებელი საშუალება. მას სამკურნალო ეფექტი აქვს ჰემოროის (ბუასილის ), ელენთისა და ღვიძლის, ქალური დაავადებების დროს.
ჩაის მომზადების წესი:
2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთლებს ერთი მეოთხედი ადურებული წყალი დაასხით, 15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გაწურეთ.
შენიშვნა: თუ ალერგიული ხართ, მარწყვთან ფრთხილად იყავით. შეიძლება ძლიერი ალერგენი აღმოჩნდეს. რისკის შესამცირებლად მარწყვს რძე, კეფინი ან ნაღები დააყოლეთ. რძის პროდუქტები ალერგენების მოქმედებას ანეიტრალებს.