» » » მნიშვნელოვანია დაიცვათ გარკვეული წესები! მოკლე ვადიანი შიმშილობით 3 თვეში გაახალგაზრდავდებით

მნიშვნელოვანია დაიცვათ გარკვეული წესები! მოკლე ვადიანი შიმშილობით 3 თვეში გაახალგაზრდავდებით

ითვლება, რომ საკვებზე მოკლევადიან აკრძალვას მრავალი დაავადების განკურნება, ორგანიზმის გაწმენდა და ბიოლოგიური ასაკის შემცირებაც კი შეუძლია. ასეა სინამდვილეში?



მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პრაქტიკა მრავალი წლის განმავლობაში არსებობს და ზოგიერთი ექიმი ერთდღიან შიმშილობას მხარს უჭერს, ასეთი შეზღუდვის სარგებელი და ზიანი ბუნდოვანია. რა იწვევს დაპირისპირებას?

ერთდღიანი შიმშილობა

ბევრი ჩვენგანისთვის შიმშილობა (თუნდაც ერთდღიანი) გმირობის ტოლფასია. თუმცა მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ევოლუციურად ჩვენ გარკვეული დროით შიმშილობა შეგვიძლია. ჩვენ შორეულ წინაპრებს ყოველდღე ბედი არ უღიმებდათ, ხოლო უახლოესი წინაპრები რეგულარულად მარხვას იცავდნენ. 



თანამედროვე ადამიანი ხშირად გადაძღომაზეა, მიირთმევს იმაზე მეტ საჭმელს, ვიდრე ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბევრი დიეტა არსებობს, რომლებიც მიმართულია ზედმეტი კილოგრამების მოშორებისკენ, თუმცა ენთუზიასტების მიხედვით ერთდღიან შიმშილობას შეუძლია ჯანმრთელობის გაძლიერება და ცხოვრების გახანგრძლივება. 



მედიცინის პროფესორი კოდა მიცუო, შიმშილობის სფეროში თავისი კვლევებით  ცნობილი, ამბობს: "თუ ყოველი კვირის ბოლოს იშიმშილებთ და შიმშილობიდან სწორად გამოხვალთ, მიიღებთ ეფექტს, როგორც ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად. ნახევარი წლის ან ერთი წლის შემდეგ თქვენ წარმოუდგენლად ჯანმრთელი გახდებით".



"შიმშილობა ჩემთვის საჭიროა ისე, როგორც თვალი, ის სულიერი სამყაროს ხედვას ხსნის" - ამტკიცებდა მაჰათმა განდი. იესო ქრისტე, მოსე, ილია წინასწარმეტყველი, მუჰამედი 40 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობდა ბუდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ შიმშილობის პრაქტიკებს აკეთებს იოგა. 

ერთდღიანი შიმშილობის პოტენციური უპირატესობა
  1. ორგანიზმის გაახალგაზრდავება

  2. ქოლესტერინის დონის შემცირება

  3. გულის ჯანმრთელობის გაძლიერება

  4. ჭარბი ცხიმის მოშორება

  5. მეტაბოლიზმის გაუმჯობესება

  6. ტოქსინების გამოდევნის გაძლიერება

  7. იმუნური სისტემის მუშაობის გაუმჯობესება



ერთდღიანი შიმშილობის წესები და შედეგები
ადამიანი საკვების დაფასებას იწყებს მაშინ, როცა გარკვეული დროით მასზე უარს ამბობს. ერთდღიანი შიმშილობის დროს საკვების შეფასება სერიოზულად იცვლება. 

ერთდღიანი შიმშილობის დროს დაპროგრამებული ჩვევებისგან განსხვავებით საკვების ჭეშმარიტი დანიშნულებას სწავლობთ. ყოველკვირა ასეთი "დიეტის" პრაქტიკით კუჭი მცირდება თავის ბუნებრივ ზომამდე და შემდგომი გადაძღომა რთულდება. 


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.