მოცემული პრობლემის პროვოცირება შესაძლებელია ხერხემალზე ზედმეტად დიდი დატვირთვით, წარსულში მიღებული ტრავმით, ასაკობრივი ცვლილებებით და ა.შ. ადამიანებმა, რომლებიც ოსტეოქონდროზისგან იტანჯებიან, კარგად იციან, თუ რამდენად რთულად ექვემდებარება ის მკურნალობას და რამდენად დიდ დისკომფორტს გვიქმნის.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ პირადად ვიტანჯებოდი ამ უსიამოვნო მოვლენისგან. ეფექტური სამკურნალო საშუალების ძიების პროცესში ხალხური მედიცინის ერთ მარტივ რეცეპტს წავაწყდი, რომლის დახმარებითაც პრობლემას გავუმკლავდი. ეს მარტივად მოსამზადებელი საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, სამუდამად დაგავიწყებთ ტკივილსა და დისკომფორტის შეგრძნებას.
ნატურალური საშუალება ოსტეოქონდროზის წინააღმდეგ
ინგრედიენტები:
- 10 ს.კ. მსხვილკრისტალებიანი ზღვის მარილი;
- 20 ს.კ. არარაფინირებული ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ მზესუმზირის ზეთით ჩანაცვლებაც).
მომზადება:
- მინის ქილაში მოათავსეთ 10 სუფრის კოვზი ზღვის მარილი, დაასხით მოცემული რაოდენობით ზეითუნის ზეთი და კარგად ურიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ქილას დააფარეთ თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილზე.
- მზა ნარევი დააყოვნეთ რამდენიმე დღის განმავლობაში, პატარა მოტივტივე ნაწილაკების წარმოქმნამდე და შემდეგ კარგად შეანჯღრიეთ. მარილისა და ზეითუნის ზეთის ნარევი გამოსაყენებლად მზად არის.
მიღებული ნარევით ყოველდღიურად დაიმუშავეთ ზურგის დაზიანებული, მტკივანი მონაკვეთები. პირველი პროცედურისას იკეთეთ 2-3 წუთიანი მასაჟი და ყოველდღიურად გაზარდეთ მასაჟის ხანგრძლივობა კიდევ 2 ან 3 წუთით. საერთო ჯამში პროცედურის ხანგრზლივობა ნელ-ნელა, პერიოდულად უნდა გაზარდოთ 20 წუთამდე. მასაჟის დამთავრების შემდეგ თბილ წყალში ჩალბობილი პირსახოცით ჩამოიშორეთ ნარევი.
ამ მარტივი ტექნიკის დახმარებით გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა ქსოვილებში, დაჩქარდება მათი აღდგენისა და რეგენერაციის პროცესი. დაახლოებით 10 პროცედურის შემდეგ საოცარი ცვლილებები თვალსაჩინო იქნება, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენ კვლავ დაუბრუნებით ნორმალურ ცხოვრებას.
არ დაგავიწყდეთ ამ უებარი საშუალების გაზიარება მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ჯანმრთელობას!