» » » მოცვი ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, ნაწლავთა ინფექციებისას, პოდაგრის, რევმატიზმის სამკურნალოდ

მოცვი ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, ნაწლავთა ინფექციებისას, პოდაგრის, რევმატიზმის სამკურნალოდ

მოცვის სამკურნალო თვისებებს მთრმთილავი ნივთიერებების შემცველობა განაპირობებს, საუცხოო გემოს კი - ვაშლის, ლიმონმჟავას, რძის, ქარვისა და სხვა ორგანული მჟავების შემცველობა. გარდა ამისა, მოცვი შეიცავს კაროტინს, შაქარს, ჯგუფის ვიტამინებს, გლიკოზიდებს, კუჭუკანა ჯირკვლის სეკრეციის ( გამომყოფი ფუნქციის ) მასტიმულირებელ და ბაქტერიოციდულ ნივთიერებებს, პექტინებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავების დაცლას მავნე, ლპობადი შიგთავსისგან. მოცვი განსაკუთრებით მდიდარია რკინის მარილებით, რომლებსაც ორგანიზმი უფრო უკეთ ითვისებს, ვიდრე აფთიაქში შეძენილ რკინის პრეპარატებს. რკინის შეთვისებას ხელს უწყობს C ვიტამინის ( ასკორბინის მჟავას) თანაარსებობა, ეს კომბინაცია კი მოცვში საუკეთესო თანაფარდობით ხილსა და კენკრას შორის პირველი ადგილი უკავია. მისი ფოთლები მდიდარია მთრმთილავი ნივთიერებებით, ფლავონოიდებით, ტრიტერპენული შენაერთებით (ოლეინის მჟავა და სხვა), C ვიტამინით (250მგ%-მდე), კაროტინით, ჰიდროქინონით და სხვა სასარგებლო ნაერთებით.

  • მოცვი ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, კერძოდ, დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს, ასევე ნაწლავთა ინფექციებისას, ჰეპატიტის, სისხლნაკლებობის, პოდაგრის, რევმატიზმის, კანისა და თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების დროს. მოცვის ნაყოფი აუმჯობესებს სიბნელეში მხედველობას, ის რეკომენდირებულია ადამიანებისათვის, რომელთა პროფესიაც კარ მხედველობას მოითხოვს.

  • მოცვი ამცირებს შაქრის კონცენტრაციას სისხლში, ამიტომ სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს. ფოთლების ნახარშს იყენებენ დიაბეტის საწყისი ფორმის სამკურნალოდ. უმჯობესია მისი ნარევის გამოყენება თუთიის ფოთლებთან ერთად. მოცვის ფოთლების ნახარში კარგი საშუალებაა სისხლის წნევის დასაწევად. ნედლი ნაყოფი გამოიყენება დიაბეტის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარისა და სხვა იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევითაა გამოწვეული.

  • მოცვის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1-2 ჩაის კოვზ ნაყოფს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 4-5 სთ, დალიეთ 1/4 ჭიქა 5-6-ჯერ დღეში. ნახარშის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ მანამდე, სანამ 1 ჭიქა არ დარჩება. გადაწურეთ და მიიღეთ თბილი 1/4 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.

  • დიაბეტის დროს ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთი. სვამენ ამ რაოდენობას ერთი დღის განმავლობაში თითო ჭიქას 3-ჯერ დღეში. დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება აგრეთვე ერთნაირი რაოდენობით აღებული მოცვის ფოთლებისა და ლობიოს პარკისგან (ხმელი პარკები) დამზადებული ნახარში. მოცვის ფიტონციდები დამღუპველად მოქმედებს დიზენტერიის ჩხირებზე, სტაფილოკოკზე, დიფტერიის გამოწვევებზე და მუცლის ტიფზე.

  • განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა მისი გამოყენება ბავშვებში, როგორც შესაკვრელი საშუალება. კუჭის აშლილობის დროს 2 ჩაის კოვზ ნაყოფს დაასხით 300 მლ ცივი წყალი, გააჩერეთ 8 საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში; ასევე რამდენიმე ცალ ნედლ მოცვს კარგად ღეჭავენ და გარკვეული დროის შემდეგ პატარა ინტერვალებით ყლაპავენ. კუჭის ტკივილის დროს მოცვის სპირტიანი ნაყენის 10 - 12 წვეთს ასხამენ შაქრის ნატეხს. სპირტიანი ნაყენის მოსამზადებლად 8 სუფრის კოვზი ნაყოფი მოათავსეთ შუშის ქილაში, დაასხით არაყი და რამდენიმე თვე გააჩერეთ. ქრონიკული რევმატიზმის დროს სვამენ ნახარშს. 40 გრ ნაყოფს ხარშავენ 200 მლ წყალში 20 წუთი, სვამენ 5-6 სუფრის კოვზს დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

  • მოცვის წვენი და მისი ნახარში გამოიყენება ასევე ყელში გამოსავლებად ანგინის, ღრძილების, პირის ღრუს ანთების, ხოლო მისი საფენები დამწვრობის, კანზე გამონაყარის დროს. მოცვს ახასიათებს ანტისეპტიკური თვისება და ამიტომ გამოიყენება სტომატიტების დროს.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.