» » » სუსტი ძვლები: როგორ ამოვიცნოთ და დავამარცხოთ ოსტეოპოროზი ადრეულ სტადიაზევე.

სუსტი ძვლები: როგორ ამოვიცნოთ და დავამარცხოთ ოსტეოპოროზი ადრეულ სტადიაზევე.

ოსტეოპოროზი - ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის პროგრესული შემცირება, რასაც ძვლების სიმტკიცის დაკარგვამდე მივყავართ. მოცემული დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ ქალბატონები იმყოფებიან, განსაკუთრებით კი მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ. ოსტეოპოროზის შედეგად, მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი მოტეხილობის მიღების რისკი ძალიან მაღალია.

სამწუხაროდ, ცხოვრების თანამედროვე სტილისა და არაჯანსაღი წესების შედეგად, მოცემული პრობლემისგან სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი იტანჯება. ხშირად ექიმები ოსტეოპოროზსს "ჩუმ მკვლელად" მოიხსენიებენ, რადგან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაავადება გამოკვეთილი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. როგორც წესი, პრობლემის არსებობის შესახებ პაციენტების უმრავლესობა მხოლოდ მოტეხილობის მიღების შემდეგ იგებს.



სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 50 წელს გადაცილებული ყოველი მესამე ქალბატონი და მეხუთე მამაკაცი ოსტეოპოროზისგან იტანჯება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შედგენილ სიაში, ოსტეოპოროზი იკავებს მეოთხე ადგილს არაინფექციურ დაავადებებს შორის, რომელიც შეიძლება იქცეს არა მხოლოდ დაინვალიდების, არამედ სიკვდილის გამომწვევ მიზეზადაც კი. სწორედ ამიტომ, მოცემულ პრობლემას სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ.



თუ ადრე ოსტეოპოროზი განუკურნებელ დაავადებათ ითვლებოდა, დღესდღეობით სავსებით შესაძლებელია მისი დამარცხება, თუმცა ამისათვის საკმაოდ დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭირო. როგორ ამოვიცნოთ ოსტეოპოროზი მოტეხილობის მიღებამდე? რა მოვიმოქმედოდ მისი პროფილაქტიკისთვის? ამ შეკითხვებზე პასუხს დღევანდელ სტატიაში მიიღებთ.

ოსტეოპოროზის ნიშნები

ძვლოვან ქსოვილებს სიმტკიცესა და სიმკვრივეს ანიჭებს ისეთი მინერალური ნივთიერებები, როგორიც კალციუმი და ფოსფორია. სწორედ მათ თანაფარდობაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად ძლიერი და მტკიცე ძვლები გვექნება. პირველი 25-30 წლის განმავლობაში ეს თანაფარდობა იზრდება, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა, ეტაპობრივად იწყებს შემცირებას.



აბსოლიტურად ყველა ადამიანში ეს პროცესი განსხვავებულად, ინდივიდუალურად მიმდინარეობს, რადგან ის პირდაპირაა დამოკიდებული გენეტიკაზე, ცხოვრების პირობებზე, კვებაზე, გადატანილ სხვადასხვა დაავადებებზე და ა.შ. მიუხედავად ამისა, არსებობს საერთო, მსუბუქად გამოხატული სიმპტომები, რომლებიც ოსტეოპოროზის დასაწყისზე მიგვითითებს. თქვენ უაცილებლად უნდა გამოიჩინოთ სათანადო ყურადღება და ქვემოთ წარმოდგენილი ნიშნებისა და სიგანლების შემთხვევაში გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

სიმპტომები, რომლებიც თავს იჩენს ოსტეოპოროზის დასაწყისისას:
  1. ქრონიკული დაღლილობა, რომელსაც ლოგიკური ახსნა არ მოეძებნება;

  2. რეგულარულად ტკივილის განცდა ხერხემლის წელის განყოფილებაში, მენჯებისა და ბარძაყების ტკივილი.

  3. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, შაქრიანი დიაბეტი, ხშირი ალერგია და სხვა დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევასთან;

  4. თმის ნაადრევად გაჭაღარავება;

  5. განსაკუთრებით ყურადსაღები და საგანგაშო სიგნალია, როდესაც პაციენტი სიმაღლეში 1-1,5 სანტიმეტრით პატარავდება;

  6. ქვედა კიდურების კრუნჩხვები ღამის საათებში;

  7. მტვრევადი ფრჩხილები;

  8. პაროდონტოზის განვითარება და ნადების ზრდა კბილის ემალზე.

როგორც წესი, ჩვენ არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას ზემოთ წარმოდგენილ ნიშნებს და ვფიქრობთ, რომ ისინი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გაცილებით უმნიშვნელო პრობლემით, მაგალითად ვიტამინების უკმარისობითაა განპირობებული. ოსტეოპოროზის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს მკვეთრად გამოხატული ისეთი უსიამოვნო სიმპტომები, როგორიც ძვლების ძლიერი ტკივილი და ხერხემალში დისკომფორტის განცდაა. ასეთ დროს პაციენტს უჭირს დამოუკიდებლად ადგომა და დაჯდომაც კი.



თუ ზემოთ წარმოდგენილი სიმპტომებიდან რამდენიმე მაინც აგეღნიშებათ, თქვენთვისვე უკეთესი იქნება, თუ დროულად გაივლით კონსულტაციას სპეციალისტთან და ჩაიტარებთ შესაბამის გამოკვლევებს.

ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა საწყის სტადიაზე

იმისათვის, რომ შევძლოთ სავალალო შედეგების თავიდან არიდება, აუცილებელია საკვებიდან საკმარისი რაოდენობით კალციუმის მიღება. ჩვეულებისამებრ, რძის ნაწარმიდან ჩვენ ვიღებთ 600-800 მგ კალციუმს დღეში, თუმცა ძვლების სრულფასოვნად აღსადგენად ყოველდღიურად მისაღები კალციუმის აუცილებელი რაოდენობაა 1000-1200 მგ. სწორედ ამიტომ, ექიმები რეკომენდაციას უწევენ კვების რაციონის გამდიდრებას კალციუმის დანამატებით.



გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ძალზედ მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით D ვიტამინის მიღებაც. სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანის კვების რაციონში საშუალოდ მხოლოდ 100 საერთაშორისო ერთეული ეს ვიტამინი შედის, ხოლო დღიური ნორმა დაახლოებით 600-1000 ერთეულია.

კალციუმისა და D ვიტამინის გარდა, ძალზედ მნიშვნელოვანი როლი ოსტეოპოროზის თავიდან არიდებაში ოპტიმალური რაოდენობით ცილების მიღებას ენიჭება. ყოველდღიურად მისაღები ცილის რაოდენობა ანგარიშდება ჩვენი სხეულის მასის მიხედვით - ყოველ 1 კილოგრამზე 1 გრამი ცილა.



რა თქმა უნდა, არსებობს არაერთი სამედიცინო პრეპარატი, რომელთა დახმარებით ძვლების გაძილერებაა შესაძლებელი. თუ თქვენ უპირატესობას მკურნალობის ბუნებრივ გზებს ანიჭებთ, თამამად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სააფთიაქო პრეპარატები ნატურალური პროდუქტებით, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება ოსტეოპოროზის წინააღმდეგ საბრძოლველად.

პროდუქტები, რომლებიც ძვლებს აჯანსაღებს:
  1. რძე და რძისგან დამზადებული პროდუქტები
    არაჟანი, კეფირი, მაწონი, ყველი (100 გრმამი ხმელი სახეობის ყველი შეიცავს დაახლოებით 1000 მგ კალციუმს) - ყველა ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა შედიოდეს თქვენს კვების რაციონში, რათა შეინარჩუნოთ ძვლების ჯანმრთელობა მრავალი წლით. თანამედროვე ბავშვებში, რომლებიც რძის შემცვლელებით იკვებებიან, ძვლების დაავადებების განვითარების რისკი ადრეულ ასაკში ძალიან მაღალია.



  2. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და ისპანახი
    ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ 100 გრამი ისპანახი შეიცავს 136 მგ კალციუმს, ეს მაჩვენებელი კი საგრძნობლად აღემატება რძეში მოცემული მინერალის შემცველობას. ორგანიზმის კალციუმითა და D ვიტამინით გასამდიდრებლად იკვებეთ დიდი რაოდენობით მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულით.



  3. სეზამის თესლი
    მოცემული პროდუქტი მდიდარია სასარგებლო საკვები ნივთიერებებით. ის შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით A, C და E ვიტამინებს, მაგნიუმს, თუთიას, ფოსფორს, რკინასა და კალციუმს. 100 გრამი სეზამის თესლი შეიცავს 783 მგ კალციუმს, რაც თითქმის უტოლდება ზრდასრული ადამიანისთვის ამ მინერალის დღიურ დოზას. ოსტეოპოროზის დროს ძალზედ სასარგებლოა კვების რაციონის გამდიდრება მოცემული პროდუქტით.



  4. სოიოს პროდუქტები
    სოიო მცენარეული ცილების საკმაოდ დიდი წყაროა. 100 გრამი ეს პროდუქტი შეიცავს პროტეინის დღიური ნორმის 70%-ს. გარდა ამისა, ის მდიდარია სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით: მაგნიუმი, კალიუმი, რკინამ, კალციუმი და ა.შ. მკვლევარების მტკიცებით, კვების რაციონი სოიოს ცილებისა და იზოფლავანების მაღალი შმცველობით, არაჩვეულებრივი გამოსავალია ოსტეოპოროზის თავიდან ასარიდებლად ქალბატონებში, რომლებიც მენოპაუზის პერიოდის წინაშე დგანან.



  5. ორაგული
    თევზის ეს სახეობა შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟვებს. გარდა ამისა, სულ რაღაც 80 გრამი ორაგული შეიცავს D ვიტამინის დღიურ ნორმას. ეს პროდუქტი საიმედოდ დაიცავს არა მხოლოდ თქვენს გულსა და ტვინს, არამედ ძვლებს ოსტეოპოროზისგან.



  6. ანანასი
    მანაგნუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ზრდისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის. ის თავიდან გვარიდებს ძვლების სიმკვირვის დაკარგვას და ძალზედ სასარგებლოა ოსტეოპოროზის დროს. 100 გრამი ანანასი შეიცავს მანგანუმის დღიური ნორმის 44%-ს.



  7. თხილეული
    აბსოლიტურად ყველა სახეობის თხილეული შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, თუმცა მათ შორის რეკორდსმენი სწორედ ნუშია. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ყველა ეს პროდუქტი მაღალი კალორიულობით გამოირჩევა და აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ ზომიერება მათი მიღებისას.



  8. შავი ქლიავის ჩირი
    გამომშრალი ქლიავი ეფექტურად გვიცავს ძვლების დასუსტებისგან. ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ყოველდღიურად 10 ცალი შავი ქლიავის ჩირის მიღებით, შესაძლებელია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მოტეხილობების მიღების თავიდან არიდება.



  9. ციტრუსები
    რეგულარულად ფორთოხლისა და გრეიფრუტის წვენის მიღებით თქვენ შეძლებთ ოსტეოპოროზის განვითარების თავიდან არიდებას. ეს მოსაზრება ეკუთვნით ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებსა და მკვლევარებს. 2 თვიანი კვლევის დროს, რომელიც პროფესორ ფარზად დეიჰიმის მეთაურობით მიმდინარეობდა, გაირკვა, რომ ფორთოხლისა და გრეიფრუტის წვენი არა უბრალოდ აფერხებს ძვლების სიმკვრივის შემცირებას, არამედ სტიმულირებს მათი სრულფასოვნად აღდგენის პროცესს.

რომელი პროდუქტები უნდა გამოვრიცხოთ ოსტეოპოროზის დროს?
  1. დიდი რაოდენობით ყავა, ძლიერი ჩაი და მარილი განაპირობებს შარდთან ერთად ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნას.

  2. ალკოჰოლური სასმელები აფერხებს მსხვილი ნაწლავის მიერ კალციუმის შეწოვის პროცესს.

  3. გაზირებული უალკოჰოლო სასმელები არღვევს მჟავა-ტუტოვან ბალანსს, რის შედეგადაც ორგანიზმიდან გამოირეცხება დიდი რაოდენობით კალციუმი.

  4. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, თუმცა არც დიდი რაოდენობით ვიტამინების მიღებაა სასარგებლო ოსტეოპოროზის დროს, განსაკუთრებული ყურადღება კი სწორედ A ვიტამინზე უნდა გაამახვილოთ, რომლის მაღალი კონცენტრაციაც განაპირობებს ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნას.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. აუცილებლად გაითვალისწინეთ სტატიაში წარმოდგენილი რჩევები, რათა შეძლოთ ძვლებისთვის ჯანმრთელობისა და სიმტკიცის შენარჩუნება. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა ისინიც ფლობდნენ ამ სასარგებლო ცოდნას. გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.