» » ერნსტ მორო - ექიმი, რომელმაც ათასობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა ერთი ჩვეულებრივი სტაფილოს წვნიანით 

ერნსტ მორო - ექიმი, რომელმაც ათასობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა ერთი ჩვეულებრივი სტაფილოს წვნიანით 

ახლა ბავშვის კუჭთან დაკავშირებული პრობლემები მშობლებს შოკში არ აგდებს, რადგან მის სამკურნალოდ ათასობით მეთოდი არსებობს. ადრე კი ნებისმიერი დარღვევა შეიძლება ფატალურად დამთავრებულიყო. ასე იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ერთ პედიატრს თავში ერთდროულად მარტივი და გენიალური იდეა არ მოუვიდა...



"რჩევების" რედაქციას სურს გაგიზიაროთ ექიმის შთამბეჭდავი ისტორია, რომელმაც მედიცინაში აღმოჩენა გააკეთა და ათასობით პატარას სიცოცხლე გადაარჩინა. 

სტაფილოს წვნიანი

ამაზე ფიქრიც კი საშინელია, მაგრამ სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ახლანდელზე ორჯერ ნაკლები იყო. ეს იმას ნიშნავს, ჩვენი წინაპრები მხოლოდ 35-40 წლამდე ცხოვრობდნენ. ამ მაჩვენებელზე ყველაზე მეტად ბავშვების სიკვდილიანობა მოქმედებდა. ბავშვისთვის პრობლემა იყო არა მხოლოდ ამქვეყნად დაბადება, არამედ სრულწლოვანობამდე მიღწევა. მაგრამ მალე გამოჩნდა ის,ვინც ყველაფრის შეცვლა მოახერხა. 



ეს ჭეშმარიტად დიდებული ადამიანი 100 წლის წინ დაიბადა თანამედროვე სლოვენიის დედაქალაქში, მაშინ ის ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ერთი პატარა ქალაქი იყო. ერნსტ მორო ავსტრია, გრაციში სწავლობდა, სადაც ექიმის ხარისხიც მიიღო. 1906 წელს მან მიუნჰენში პედიატრის სპეციალობა მიიღო, უკვე ორი წლის შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში პროფესორი გახდა.



მორომ თავისი პრაქტიკის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. მისი წყალობით ბავშვის ცერებლარული დამბლის დიაგნოსტიკა შესაძლებელი გახდა. მოროს მეთოდი იმაში მდგომარეობს რომ თუ ბავშვის თავთან მაღალ ხმას გამოვცემთ, ბავშვმა ჯერ ხელი უნდა გაშალოს და შემდეგ მომუჭოს. მსგავსი რეფლექსის არ არსებობა - ნერვული სისტემის დაზიანების ან შევიწროების ნიშანია. 



სწორედ მონომ აღმოაჩინა ლაქტობაქტერია და ადამიანისთვის მისი სასარგებლო თვისება. მან პირველმა გამოიგონა საბავშვო ბოთლის სტერილიზაცია და მოიფიქრა ხელოვნური კვების ფორმულა. უბრალოდ დაფიქრდით, ახლა ეს ყველასთვის ცნობილია და ყველა იყენებს, ის კი პედიატრიაში პიონერი იყო.

 

1908 წელს მორომ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა, რომლის ახსნაც მხოლოდ მთელი ასეული წლის შემდეგ შეძლეს. მაშინ ბავშვის სიკვდილიანობა 25-30%-ს შეადგენდა. ანუ 100 ბავშვიდან დაახლოებით 25 ერთ წელსაც ვერ აღწევდა. მთავარი მიზეზი - ბანალური დიარეა. მორომ მარტივი რეცეპტი მოიფიქრა, რომლის წყალობითაც ეს მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა - ჩვეულებრივი სტაფილოს წვენი. 



რეცეპტი ძალიან მარტივია: უნდა აიღოთ ნახევარი კილო სტაფილო და მისგან პიურე უნდა მოამზადოთ, შემდეგ დაასხათ 1 ლ წყალი, მარილი მოაყაროთ, შემდეგ საერთო მოცულობის გასაზრდელად კიდევ 1 ლ წყალი უნდა დაასხათ. ესეც მთელი რეცეპტი, რომელიც ბავშვის დიარეას კურნავს.

ამ სასწაულებრივი წვნიანის მოქმედების ძალა მხოლოდ 2002 წელს შეძლეს. მაშინ გასაგები გახდა, რომ მჟავე ოლიგოსაქარიდი, რომელიც წვნიანში შედის, ბაქტერიებს ლორწოვან გარსზე მიკვრის შესაძლებლობას არ აძლევს. კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი წვნიანი კურნავს დიარეას, რომელიც ანტიბიოტიკების მიმართა მდგრადია. 



სტაფილო სასარგებლო ნივთიერების ნამდვილი საწყობია. ის მდიდარია A,C,E,D ვიტამინებით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორით და კაროტინით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სტაფილოს რეგულარული გამოყენება ონკოლოგიური დაავადების პრევენციას უწყობს ხელს. ასევე შეიცავს ბევრ უჯრედისს, რომელთა წყალობითაც ნაწლავებიდან ტოქსინები და შლაკები გამოდის. ასე რომ ეს წვნიანი თავის აქტუალობას ახლაც არ კარგავს. 

ყველაზე მეტად აღფრთოვანებაში მოვყავარ იმ ფაქტს, რომ მისი აღმოჩენების მიუხედავად მორომ მოკრძალებულად იცხოვრა და ერთი პრემიაც არ აუღია. ის მუშაობდა და დაკავებული იყო საყვარელი საქმიანობით 74 წლამდე და ალბათ კიდევ მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.  ყველაფერი ეს სავსებით საკმარისია, რომ ის გვახსოვდეს და ამ შესანიშნავი ადამიანის მადლიერი ვიყოთ. 

თუ ეს შთამაგონებელი ისტორია მოგეწონათ - მეგობრებს გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.