მაგალითისთვის, დაახლოებით პლანეტის მოსახლეობის 20% - მუდმივად ოქროსფერი სტაფილოკოკის მატარებელია. ეს ბაქტერია ადამიანის ორგანიზმში რიგ დაავადებებს იწვევს - ბანალური აკნედან სასიკვდილო პნევმონიას და მენინგიტს.
აქედან გამომდინარე, თუ თქვენს სამსახურში 5 ადამიანზე მეტი მუშაობს, ერთ მათგანს თეორიულად თქვენი დავირუსება მარტივი ხელის ჩამორთმევით შეუძლია. აი ავიღოთ ძვირადღირებული ნივთები: კვლევებმა აჩვენა, რომ სმარტფონის ეკრანი 18-ჯერ უფრო დავირუსებულია პათოგენებით, ვიდრე უნიტაზის თავი.
ცხადია, რომ ხელის დაბანა ჰიგიენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. აი წყალი და საპონი კი ყველგან ხელმისაწვდომი არაა. რა გავაკეთოთ, თუ ყავის რიგში დგახართ ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბოძზე ხელი გიკიდიათ, ხოლო სუპერმარკეტში ღებულობთ კალათას, რომლის ხელსაც ათასობით ადამიანის ხელი შეეხო?
ანტიბაქტერიული გელი
ვისაც არ აქვს დრო ან შესაძლებლობა დაიბანოს ხელი, მწარმოებლებმა ანტიბაქტერიული გელი მოიფიქრეს ან როგორც მას კიდევ უწოდებენ, სანიტაიზაერი. მისი მთავარი შემადგენელი კომპონენტი ყველაზე ხშირად არის სპირტი. კანზე მისი უარყოფითი ეფექტის შესამცირებლად უმატებენ ნატურალ ზეთს, ალოეს წვენს, ვიტამინ E-ს.
ბოლო გამოკითხვის მონაცემებით, ხელის გამწმენდი საშუალებებით ქალების 73% იყენებს. მიზეზი მარტივია: გელის ბოთლი მცირე ჩანთაშიც კი იპოვის ადგილს და პირადი ჰიგიენის დაცვაში გვეხმარება ისე, რომ ადგომა არ გვიწევს კაფეში მაგიდიდან, ავტომობილიდან ხელების, თვითმფრინავის სავარძლიდან.
რაც ყველაზე მთავარია, მათი მწარმოებლები ირწმუნებიან რომ საშუალება ყველა ცნობილ მიკრობს აქრობს და კანს არბილებს. თუმცა ყველაფერი ასე სასიხარულოდ არაა. ბევრი ნივთიერება, რომლებიც მიკრობებისგან გვიცავენ, თავად ზიანის მომნიჭებელია.
მაგ., ფენოქსიეთანოლს შეუძლია ბავშვებში ღებინება და დიარეა გამოიწვიოს. ნატრიუმის ბენზოატი და სხვა მსგავსი ნივთიერება ორგანიზმში გროვდება და შეიძლება ძლიერი ალერგია და შაქრის დიაბეტი გამოიწვიოს.
ყოველდღიურმა გამოყენებამ საშუალების ქლორექსიდინით, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ანტისეპტიკი, შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, კანის გაუფერულება, დერმატიტი, ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი მგრძნობელობის გაზრდა. არატოქსიკური ეთილის სპირტიც კი კანს აშრობს და აღიზიანებს.
სწორედ ამიტომ ყოველი ანტისეპტიკისთვის შექმნეს კონცენტრაციის ნორმა, რომელიც ეფექტურად ებრძვის მიკრობებს და ადამიანს ზიანს არ აყენებს. მაგ., სპირტი ხელის გელში 68%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ნატრიუმის ბენზოატის მაქსიმალურად დაშვებული რაოდენობაა - 700-150 მგ/ლ, პარაბენი ხსნარის მოცულობის 0,4%.
სპირტი და ანტისეპტიკი ამის საფუძველზე უფრო კარგ შედეგს იძლევა, თუ ხელზე სიბინძურე არ არის. მაგ., თუ ხელი დაიბანეთ და შემდეგ ანტისეპტიკური საშუალება გამოიყენეთ. თუ კანზე მტვერი, მიწა ან რაღაც ცხიმიანი რჩება, საშუალება ბევრად უარესად მუშაობს.
თუ ხელს საპნით დაიბანთ, ხელის ანტისეპტიკური საშუალება აღარ გჭირდებათ. დაბანის შემდეგ ანტისეპტიკური საშუალებებს მხოლოდ პროფესიონალები, ექიმები და ვინც პროდუქტებთან მუშაობს, იყენებენ.
იმ შემთხვევაში თუ ხელის დაბანას ვერ ახერხებთ, აუცილებლად სწრაფად უნდა გაიწმინდოთ, გამოიყენეთ ანტიბაქტერიული გელი სველ სალფეთქთან ერთად. ჯერ მტვერი მოიშორეთ, შემდეგ კი კანი დაიმუშავეთ.
სანიტაიზერი თქვენი ხელით
ხელის მზა ანტიბაქტერიულ გელს, რომელიც მაღაზიაში იყიდება, ყოველთვის კარგი სუნი არ აქვს და შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ასეთი საშუალება შეგიძლიათ თავად დაამზადოთ, აირჩიეთ საჭირო ინგრედიენტები რომ სითხეს სასიამოვნო სუნი მიანიჭოთ.
თქვენ დაგჭირდებათ
- 160 მლ სამედიცინო სპირტი
- 80 გრ ალოე ვერას გელი
- ჭურჭელი ინგრედიენტების შესარევად
- ნებისმიერი ეთეროვანი ზეთი
- კოვზი მოსარევად
- ბოთლი მზა პროდუქტისთვის