სახლში დამზადებული ნიღბები დაგეხმარებათ რომ თმას სიძლიერე და ბრწყინვალება დაუბრუნოთ. სახლის ნიღბები საუკეთესო და ეფექტურ ალტერნატივას წარმოადგენს! ისინი არა მხოლოდ ეფექტურია, არამედ მარტივი მოსამზადებლად და უფრო იაფიც დაგიჯდებათ. დღეს "რჩევების" რედაქცია ვიტამინების ბომბის კონცენტრაციას გიზიარებთ! ეს უნივერსალური ნიღაბი ნებისმიერი თმის ტიპის კანს წადგება. ნიღაბი თმას აძლიერებს, აჯანსაღებს და მიძინებულ თმის ბოლქვებს აღვიძებს. თუ თქვენმა თმამ ბრწყინვალება დაკარგა, მსხვრევადი გახდა და ცუდად იზრდება - აუცილებლად ეს რეცეპტი გამოიყენეთ.
ნიღაბი დაზიანებული თმისთვის
ვიტამინების ნიღაბს მე რეგულარულად ვიყენებ, კურსს კვირაში 2-ჯერ ვიტარებ 1-2 თვის განმავლობაში (დამოკიდებულია თმის დაზიანებაზე). ინგრედიენტების შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ. კურსის განმეორება 3 თვის შემდეგ შეგიძლიათ.
ინგრედიენტები
- 1 ამპულა ვიტამინი В6
- 1 ამპულა ვიტამინი В12
- 1 ამპულა ვიტამინი В1
- 5 მლ ალოეს წვენი
- 1 სკ თმის ბალზამი
მომზადება
- ყველა ინგრედიენტი ბალზამს აურიეთ.
- მცირე ნაწილი მაჯაზე წაისვით, რომ ალერგიული რეაქციის არსებობა თავიდან ავიცილოთ.
- თუ 10 წუთის შემდეგ წასმულ ადგილას არ იგრძნობთ ქავილს და არ გაწითლდება, შეგიძლიათ თმაზე ნიღაბი წაისვათ. თუ თმა გრძელია, ბალზამის რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ.
გამოყენება
- წასმამდე თმა სქელი სავარცხლით 5 წუთის განმავლობაში კარგად დაივარცხნეთ. ასეთი მასაჟი თავის კანზე სისხლის მიმოქცევას გააძლიერებს.
- თავი ჩვეული შამპუნით დაიბანეთ და პირსახოცით შეიმშრალეთ. ნიღბის წასმის დროს თმა ძალიან სველი არ უნდა იყოს.
- წაისვით ნიღაბი და დაიხურეთ სპეციალური ქუდი ან თუ არ გაქვთ, თავზე საკვები ცელოფანი შემოიხვიეთ.
- შემდეგ პირსახოცით შეფუთეთ და გაიჩერეთ 20-30 წუთი, რის შემდეგაც თმა თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- თმა ეგრევე არ დაივარცხნოთ, ბუნებრივად გაშრობის საშუალება მიეცით.
ნიღაბი მასში შემავალი ბალზამის წყალობით ადვილად ჩამოიბანება. ბუნებრივი ზეთების გამოყენებით სხვა ალტერნატიული პროცედურები გამოიყენეთ და თმები შესანიშნავი სილამაზით მადლობას გადაგიხდის!
ვიტამინების ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ
თუ სავარცხელზე თმა ხშირად რჩება, დროა დაფიქრდეთ თუ თმა როგორ გააძლიეროთ. ნიკოტინის მჟავის საშუალების გამოყენება თმის ზრდას კარგ სტიმულს აძლევს. არაა აუცილებელი აფთიაქში შეიძინოთ, ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ რეცეპტს თმის ზრდისთვის. ნიღაბი ყოველ მეორე დღეს უნდა გამოიყენოთ 2 კვირის განმავლობაში. კურსი შეგიძლიათ 3 თვის შემდეგ გაიმეოროთ.
ინგრედიენტები
- 2 ამპულა ნიკოტინის მჟავა
- 5 მლ ალოეს წვენი
- 5 წვეთი პროპოლისის ნაყენი
მომზადება
- ინგრედიენტები პროპოლისის ხსნარის ბოთლში აურიეთ.
- ნიღაბი მაჯაზე დატესტეთ, რომ დარწმუნდეთ ალერგია არ გაქვთ.
გამოყენება
- წასმამდე თმა სქელი სავარცხლით 5 წუთის განმავლობაში კარგად დაივარცხნეთ.
- თმა ჩვეული შამპუნით დაიბანეთ და ნახევრად გაიშრეთ, თმა ოდნავ სველი უნდა იყოს.
- ნიღაბი თავის კანზე წრიული მასაჟური მოძრაობით წაისვით. კარგად შეიზილეთ თავის კანში.
- თმაზე მშრალი პირსახოცი 1 საათით შემოიხვიეთ. არ ინერვიულოთ, თუ მცირე ქავილს იგრძნობთ, ეს ნორმალურია.
- ნიღბის შემდეგ თმა სქელი სავარცხლით 10 წუთის განმავლობაში დაივარცხნეთ, ასე ინგრედიენტებს მთელ სიგრძეზე გაანაწილეთ.
- ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ჯანსაღი თმა ბალანსირებულ კვებასა და ჰიგიენურ ჩვევაზე დამოკიდებული ვერ იქნება. ორგანიზმში ვიტამინების და მიკროელემენტების ნაკლებობის გამო თმა მსხვრევადი, მშრალი ხდება და შეიძლება ჩამოგცვივდეთ. თმა რომ აღადგინოთ ჩვეულ კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად ვიტამინებით გაჯერებულ კომპლექსი გამოიყენეთ და თქვენი რაციონი გადაახალისეთ.
თუ თქვენ სტატია მოგეწონათ, გაუზიარეთ მეგობრებს, ეს მარტივი და ეფექტური მეთოდი მათთვის სასარგებლო იქნება.