ჯანჯაფილის, ლიმონისა და ნივრის ნარევი
ამ რეცეპტის სამშობლო - გერმანიაა. ელექსირი, რომლის დამზადებასაც ახლა გასწავლით, შედგება ძლიერი ნატურალური ინგრედიენტისგან: ჯანჯაფილი, ლიმონი და ნიორი. თითოელი პროდუქტი საოცრად სასარგებლოა, ხოლო მათი კომბინირების შედეგად ჩვენ ვიღებთ სასწაულმოქმედ საშუალებას, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება.
ნიორი კარგად არის ცნობილი საკუთარი ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით. მის შემადგენლობაში შედის ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი შემდეგი მინერალები: ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, თუთია, ფოსფორი და სპილენძი. გარდა ამისა, ნიორი მდიდარია C და B6 ვიტამინებით, მანგანუმითა და უჯრედისით.
ჯანჯაფილის ფესვი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. განსაკუთრებით სასარგებლო მოცემული პროდუქტი სწორედ იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან იტანჯებიან. აქტიური ნივთიერება ჯინჯეროლი, რომელსაც ჯანჯაფილი შეიცავს, არაჩვეულებრივია მსხვილი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ და მისი პროფილაქტიკისთვის.
და ბოლოს, ლიმონი - C ვიტამინის უდიდესი ბუნებრივი წყარო. ეს ციტრუსი არეგულირებს pH ბალანსს ორგანიზმში, აძლიერებს იმუნიტეტს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ათხევადებს სისხლს, აუმჯობესებს მის მიმოქცევას და ა.შ.
ნივრის, ლიმონისა და ჯანჯაფილის ნარევი საოცრად ეფექტური საშუალებაა დაბინძურებული სისხლძარღვების გასაწმენდად და წნევის დასარეგულირებლად.
ინგრედიენტები:
- 4 ლიმონი კანთან ერთად;
- 4 თავი ნიორი;
- 2 ს.კ. გახეხილი ჯანჯაფილი;
- 2 ჭიქა (400 მლ) წყალი.
მომზადება:
- კარგად გარეცხეთ ლიმონი და ჯანჯაფილი;
- დაჭერით ლიმონი თავის კანთან ერთად პატარა ზომის ნაჭრებად;
- გაასუფთავეთ ჯანაჯფილი და ნიორი კანისგან;
- თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის წარმოქმნამდე.
- მიღებული ნარევი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 2 ჭიქა წყალი და მუდმივი მორევის პირობებში მიიყვანეთ დუღილამდე.
- გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან, მიეცით დრო გასაგრილებლად და გადაწურეთ.
- მზა სითხე გაანაწილეთ მინის ქილებში, რომელთაც კარგად ეფარება თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
მიირთვით ეს საშუალება 1 ჭიქის ოდენობით საუზმობამდე 2 საათით ადრე. კურსის ხანგრძლივობა - 3 კვირა. 3 კვირის შემდეგ აუცილებელია 1 კვირიანი შესვენების გაკეთება და შემდეგ მისი გამეორება.
ამ საშუალების დახმარებით თქვენ ეფექტურად გაიწმენდთ არტერიებს უმოკლეს ვადაში, დაირეგულირებთ და დაისტაბილურებთ სისხლის წნევას, გაიძლიერებთ იმუნიტეტს და გაიუმჯობესებთ ზოგად ჯანმრთელობას.
არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩევიან. გისურვებთ ჯანმრთელობას!