» » » გაბერილი მუცლის გამო შარვალსაც კი რთულად იკრავთ? ასე ცხიმოვანი ფენებისგან სწრაფად გათავისუფლებდით

გაბერილი მუცლის გამო შარვალსაც კი რთულად იკრავთ? ასე ცხიმოვანი ფენებისგან სწრაფად გათავისუფლებდით

ზღვისა და პლაჟის სეზონი ახლოვდება, თუმცა ზამთარში მომატებული კილოგრამების, მუცელზე, წელზე და გვერდებზე დაგროვებული ცხიმოვანი ფენების გამო საცურაო კოსტიუმში იმდენად მიმზიდველად და ლამაზად ვეღარ გამოიყურებით, როგორც ადრე? არ ინერვიულოთ, რადგან არსებობს პრობლემის გადაჭრის საოცრად მარტივი გზა. საკვების სწორად შერჩევა, ცომეულზე და შემწვარ კერძებზე უარის თქმა, დღის განმავლობაში მინიმუმ 1,5 ლიტრი წყლის მიღება - ყველაფერი, რაც ლამაზი ფიგურის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.



ცხიმების წვისა და წონის დაკლების პროცესი გაცილებით მარტივი იქნება, თუ კვების რაციონს ქვემოთ წარმოდგენილი ძალიან სასარგებლო და ამავდროულად გემრიელი პროდუქტებით გაამდიდრებთ.

ბრტყელი და ლამაზი მუცელი 1 კვირაში
  1. ავოკადო - სასარგებლო საკვები ნივთიერებებით ყველაზე მდიდარი ხილი. გასაოცარია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ავოკადო ხილს მიეკუთვნება, მისი ქიმიური სტრუქტურა ბოსტნეულის სტრუქტურის ანალოგიურია. მოცემული პროდუქტი იმდენად ნოყიერია, რომ მას შეუძლია თამამად ჩაანაცლვოს ნებისმიერი საკვები.

    მიირთვით დიდი რაოდენობით ავოკადო, რათა მოიშოროთ ცხიმები არა მხოლოდ მუცლიდან, არამედ ბარძაყებიდან და გვერდებიდან. გარდა ცხიმის წვისა და წონის კლების პროცესის დაჩქარებისა, ავოკადო მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს მისი გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით.



  2. კენკრა - ვიტამინების, უჯრედისისა და ანტიოქსიდანტების საუკეთესო ბუნებრივი წყარო. თუ ყოველდღიურად 1 ჭიქა ნებისმიერ კენკრას მიირთმევთ, შეძლებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებას და მთელი ორგანიზმის გაახალგაზრდავებას. გაამდიდრეთ კვების რაციონი კენკრისგან დამზადებული კოქტეილებით, ჩაამატეთ ის ფაფებში, კეფირში ან ნატურალურ იოგურტში და ხანმოკლე დროში გათავისუფლდებით პრობლემურ ზონებში დაგროვებული ცხიმოვანი ფენებისგან.



  3. ბროწეული - შეიცავს დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, განსაკუთრებით კი რკინას, რომლებიც აუცილებელია ჩვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. ბროწეულში სასარგებლოა როგორც მისი მარცვლები და წვენი, ასევე წიპწებიც კი. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ დაბლენდერებულ ბროწეულს ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღებთ, რადგან ასე საგრძნობლად დაიქვეითებთ მადას, დააჩქარებთ მეტაბოლიზმს და ხანმოკლე დროში შეძლებთ ცხიმოვანი ფენებისგან გათავისუფლებას.



  4. ვაშლი და მსხალი - უჯრედისითა და პექტინით მდიდარი ეს ორი პროდუქტი ეფექტურად ახშობს შიმშილის შეგრძნებას და წმენდს მსხვილ ნაწლავს. მიირთვით ყოველდღიურად ვაშლი და მსხალი, რათა შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე მრავალი წლით, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ორივე პროდუქტი, განსაკუთრებით კი მსხალი, საკმაოდ დიდი რაოდენობით ბუნებრივ შაქარს შეიცავს, რის გამოც მისი მიღებისას ზომიერება უნდა გამოვიჩინოთ.



  5. ფორთოხალი და გრეიფრუტი - ყველასათვის კარგად არის ცნობილი ფაქტი, რომ ციტრუსები - საუკეთესო პროდუქტებია წონის დასაკლებად და ცხიმოვანი ფენების მოსაშორებლად. ეს წვნიანი ნაყოფები გვიუმჯობესებს განწყობას, ამარაგებს ჩვენს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, აჩქარებს წონის კლებისა და ცხიმის წვის პროცესს, აძლიერებს იმუნიტეტს, ამაღლებს ორგანიზმის საერთო ენერგიას და ა.შ.



გემრიელი და სასარგებლო - ყველაფერი, რაც სხეულის ლამაზი ფორმების მოსაპოვებლად გჭირდებათ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ამ 5 პროდუქტით და ხანმოკლე დროში მიღებული შედეგით აცუილებლად კმაყოფილი იქნებით.

არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, რათა ისინიც ფლობდნენ ამ ინფორმაციას. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.