» » » თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, შიმშილი გამოსავალი არაა. ზედმეტი კილოგრამება გაქრება და ჯანმრთელობა გაუმჯობესდება

თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, შიმშილი გამოსავალი არაა. ზედმეტი კილოგრამება გაქრება და ჯანმრთელობა გაუმჯობესდება

თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიცდიათ წონის დაკლება, კარგად გეცოდინებათ, თუ რამდენად რთული და მტანჯველი პროცედურაა ეს. როგორც წესი, ადამიანების უმრავლესობა სასურველი ფიგურის მოსაპოვებლად სხვადასხვა მკაცრ დიეტებს მიმართავს, რის შედეგადაც მათი ჯანმრთელობა საგრძნობლად ზიანდება, ხოლო მკაცრი შეზღუდვების შედეგად დაკლებული კილოგრამები - უკან ბუმერანგის პრინციპით ბრუნდება. საბედნიეროდ, არსებობს ერთი მარტივი გზა მინიმალური შეზღუდვებით ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად, რომლის შესახებაც დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ.

სელის თესლი - ჩვენი ორგანიზმისთვის საოცრად სასარგებლო ნატურალური პროდუქტი, რომელიც გვიწყობს ხელს ორგანიზმის გაწმენდაში და ზედმეტი კილოგრამებიწს მოშორებაში. რა თქმა უნდა, უამრავ ადამიანს არაერთხელ სმენია მოცემული პროდუქტის სასარგებლო თვისებების შესახებ, თუმცა ძალიან ცოტა მათგანს გამოუცდია მისი ეფექტი საკუთარ თავზე.

თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, შიმშილი გამოსავალი არაა. ზედმეტი კილოგრამება გაქრება და ჯანმრთელობა გაუმჯობესდება

სელის თესლი მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად და წონის დასაკლებად
  • ამ პროდუქტში შემავალი სასარგებლო კომპონენტები ეფექტურად წმენდს ორგანიზმს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ანელებს ორგანიზმში მიმდინარე დაჟანგვით პროცესებს.

  • მას იღებენ როგორც მთლიანი თესლების, ასევე ფხვნილის სახითაც. დილით, უზმოზე სელის ფხვნილის მიღება ყავასთან ან კეფირთან ერთად არაჩვეულებრივი გზაა ორგანიზმის ენერგიით მოსამარაგებლად და მის გასაჯანსაღებლად. ცნობისთვის, სელის თესლის ფქვილისგან ამზადებენ პურსაც.



  • სელის თესლი არა მხოლოდ მრავალი დაავადების მკურნალი ნატურალური პროდუქტია, არამედ გვიწყობს ხელს ოპტიმალური წონის მოპოვებაში.

  • ეს პროდუქტი წარმოადგენს სასარგებლო მიკრო და მაკროელემენტების ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ წყაროს. სელის თესლი მდიდარია პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებით, რომელთა წყალობით ორგანიზმი საათივით გამართულად მუშაობს. გარდა ამისა, სწორედ გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენს ლამაზი, ჯანსაღი კანისა და თმის საწინდარს.



  • ძალზედ სასარგებლოა სელის თესლის რეგულარულად მიღება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მსხვილ ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. კუჭში მოხვედრისას თესლების გარსი იწყებს დაბერვას და წარმოიქმნება ლორწოვანი სახის სტრუქტურა, რომელიც აუმჯობესებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, წმენდს მას ტოქსინებისგან და წიდებისგან.

  • გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, სელის თესლი სწრაფად გვანიჭებს სინაყრის შეგრძნებას და ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს მას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მარტივად შეძლებთ მადის გაკონტროლებას და ასე თავიდან აირიდებთ ზედმეტი კალორიების მიღებას, რაც ლამაზი ფიგურისა და ოპტიმალური წონის საწინდარია.



  • თუ თქვენ სელის თესლს სწორად მიიღებთ, ყოველგვარი შეზღუდვებისა და მკაცრი დიეტების დაცვის გარეშე შეძლებთ ერთ თვეში დაახლოებით 3 კილოგრამის დაკლებას. ამ შედეგის მისაღებად რეკომენდებულია ყოველ დილას კეფირში ან ნატურალურ იოგურტში 1 სუფრის კოვზი დაფქული სელის თესლის ჩამატება და მისი მირთმევა.

  • ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი წონის დასაკლებად სელის თესლით 10 დღიანი კურსის ჩატარება, ხოლო შემდეგ - 10 დღიანი შესვენების გაკეთებაა. ყოველივე ამის პარალელურად აუცილებელია ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება, რათა თავიდან ავირიდოთ ყაბზობა.



დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ საუკეთესო გზას სელის თესლის მისაღებად, რათა მოახერხოთ ჯანმრთელობის გაუმჯობესება და წონის დაკლება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.



ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა (200 მლ) უცხიმო კეფირი;
  • დაფქული სელის თესლი.

მიღების წესი:

1-ლი კვირა

ყოველ დილას მიიღეთ 1 ჭიქა კეფირში გახსნილი 1 ჩაის კოვზი დაფქული სელის თესლი.

მე-2 კვირა

1 ჭიქა კეფირში ჩაამატეთ 2 ჩაის კოვზი სელის თესლის ფქვილი.

მე-3 კვირა

1 ჭიქა კეფირში ჩაამატეთ 3 ჩაის კოვზი სელის თესლის ფქვილი.

მიიღეთ ეს ნარევი საუზმის ნაცვლად და უკვე 3 კვირაში საოცარ ცვლილებებს შენიშნავთ. 3 კვირიანი კურსის შემდეგ რეკომენდებულია მინიმუმ 10 დღიანი შესვენების გაკეთება და სურვილისამებრ, კურსი გამეორება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ კომენტარების ველით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.