"რჩევების" რედაქცია გიამბობთ, როგორ გაზარდოთ მარცვლეული სახლის პირობებში ისე, რომ მისი პოტენციალი შეინარჩუნოთ.
მარცვლეულის გაღვივება
თესლები საუკეთესო პროდუქტია, რომელიც ფანჯრის თაროზე შეიძლება გავზარდოთ. ეს სრულიად არაა რთული და საკმაოდ ხელმისაწვდომია, რადგან გასაღვივებლად უმეტესად საჭმელი თესლი გამოდგება. ასე, რომ პროცესზე გადავიდეთ.
თქვენ დაგჭირდებათ
- ქიმიკატებისგან დაუმუშავებელი თესლი
- ქილა
- მარლა
- რეზინა
- წყალი
სამუშაო პროცესი
1. რამდენიმე სიტყვა თესლზე. აირჩიეთ თქვენი გემოვნებით, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის, სოიო, წიწიბურა, ქერი, ჭვავი, ხორბალი, ოსპი. შეგიძლიათ კაკალიც გაზარდოთ, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. თუ თესლი ამოირჩიეთ, შეგიძლიათ პროცესი დაიწყო. პირველ რიგში, კარგად გადაარჩიეთ თესლი: მოაშორეთ სიბინძურე, ქვები, დაზიანებული და გატეხილი მარცვლები.
2. ნაკლებად მნიშვნელოვანი არაა ჭურჭლის მომზადება. თესლის ქილის საკმარისია 1 ლიტრიანი ქილა, რომელსაც სასურველია თუ სტერილიზაციას გაუკეთებთ. გირჩევთ ერთ ქილაში მხოლოდ ერთი სახეობის თესლი გააღვივოთ.
3. მომზადებული თესლი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ. თესლი ჭურჭელში მოათავსეთ და წყალი დაასხით (სასურველია თუ გაფილტრულ ან ადუღებულ წყალს) გამოიყენებთ, დატოვეთ ღამით. ამ დროის განმავლობაში თესლი გაიღვიძებს.
4. 6-12 საათის შემდეგ წყალი გადაასხით, ფრთხილად გარეცხეთ და ქილაში მოათავსეთ. ქილას მარლა დაახურეთ, ჩამოაცვით რეზინა და დახრილად დატოვეთ რომ ზედმეტი წყალი გამოვიდეს. შემდეგ ქილა ბნელ ადგილას დადგით, რომელიც მზის პირდაპირი სხივებისგან დაცული იქნება. თესლს წყალ დღეში ორჯერ დაასხით და შემდეგ ზედმეტი წყალი გადმოღვარეთ.
5. ყველა თესლს, მარცვლეულს და ლობიოს ჯიშს ზრდის სხვადასხვა სიჩქარე აქვს. თქვენ თავად ნახავთ, როცა წამონაზარდები გაჩნდება. ისინი კარგად დახურულ კონტეინერში მაცივარში უნდა შეინახოთ. თესლი შეგიძლიათ მოაშოროთ, მაგრამ უმჯობესია თუ მასთან ერთად გამოიყენებთ.
ეს ერთ-ერთი მეთოდია თესლის და მწვანილის გაზრდის, მაგრამ შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ. შეგიძლიათ გაზარდოთ თეფე. ამისთვის უბრალოდ მარლა ან სხვა ქსოვილი დააფინეთ, რომელიც წყალს კარგად შთანთქავს. დაყარეთ ზემოდან ერთი სახეობის თესლი და ადუღებული თბილი წყალი დაასხით. გახსოვდეთ, რომ მარლა ყოველთვის სველი უნდა იყოს. ასეთი მეთოდი სელის და მდოგვის თესლის გასაზრდელად კარგია.
კიდევ ერთი მეთოდი - საცერზე გაზრდა. უბრალოდ დაყარეთ თესლი, ქვემოთ ჭურჭელი დაუდგით, სადაც წყალი გამოვა. არ დაგავიწყდეთ თესლის დატენიანება.
ჩვენ ნიგოზის გაზრდის შესახებ მოყოლას დაგპირდით. ასე რომ, ეს ძალიან მარტივია. აიღეთ 1 კგ გაუწმენდავი კაკალი, მოათავსეთ ქილაში და ცივი წყალი დაასხით. ჭურჭელი ფანჯრის თაროზე მოათავსეთ, არ დაგავიწყდეთ ყოველ მეორე დღის წყლის შეცვლა. აურიეთ კაკალი დღეში ორჯერ. ორი კვირის შემდეგ ისინი მზად იქნებიან. 2-3 სუფთა კაკალი დღეში - ძლიერი ჯანმრთელობის გარანტიაა.
თუ თესლი არ იზრდება ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესში პრობლემა იყო დაშვებული. შესაძლოა, თესლი არასწორად იყო შენახული. თუ თესლმა ლპობა დაიწყო, მათ ბევრ წყალს აწოდებდით. ეს დელიკატური პროცესია, ამიტომ საჭიროა მორწყათ და გააშროთ თესლი. ტენიანობის დონის მონიტორინგი სწორად უნდა გაკეთდეს. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ სასარგებლო და სამკურნალო ცოცხალი ფერმენტები გექნებათ, რომელსაც ვიტამინების და მიკროელემენტების კუთხით თანაბარი შანსი არ აქვს.
აი თქვენ სასარგებლო კვება ყოველ დღე! ახლა, როცა თქვენ გაქვთ მწვანილი, დაუმატეთ ყველა კერძს. თუ დღეში 100 გრამს მიირთმევთ, შეგიძლიათ ორგანიზმის მაგნიუმის და ვიტამინების ჯგუფებისადმი მოთხოვნა დააკმაყოფილოთ.
არ დაგავიწყდეთ, გაუზიარეთ მეგობრებს.