ბულგარეთში, იუგოსლავიაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, დღესაც დიდი პოპულარულობით სარგებლობს თიხით მკურნალობა, თავის დაბანა, თიხის ვანები. გერმანიას თვითონ არ აქვს თიხა და სხვა ქვეყნებიდან შეაქვს.
საქართველოში კი ღვთის წყალობით უსასყიდლოდ გვაქვს სამკურნალო თიხა და არ ვიყენებთ.
ბულგარელი მკურნალი ივან იოტოვი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს თიხით მკურნალობაში, ბევრ საინტერესო რჩევას იძლევა, რომელსაც აქ გთავაზობთ.
თიხის ხმარების წესი ჭრილობებისათვის და მუწუკებისათვის.
- საჭირო რაოდენობის გუნდას გავხსნით წყალში ისე, რომ მივიღოთ თხელი, ცომისმაგვარი კონსისტენციის თიხა, შემდეგ სითხეს გადავწურავთ, ავიღებთ მომზადებულ თიხის 1,5-2 სმ სისქის ცომს და დავიდებთ დაავადებულ ადგილზე და შევიხვევთ. ორ კვირაში ჭრილობას არჩენს ისე, რომ ნაწიბურებსაც არ ტოვებს.
აბაზანის მიღების წესი თიხით. - წყალი, რომელსაც გამოიყენებთ აბაზანისათვის 37-38 გრადუსი უნდა იყოს, გახსენით შიგ თიხის ბურთულები იმ რაოდენობით, რომ წყალი ცოტა შეიმღვრეს. შიგ დაჰყავით 25-30 წუთი. თუ თქვენ ასეთ აბაზანას მიიღებთ კვირაში ორჯერ, იგრძნობთ სხეულში სიმსუბუქეს და სასიამოვნო შეგრძნებას.
რომ დარწმუნდებით თიხიანი აბაზანის სარგებლობაში, აბაზანაში ჩასვლამდე წყალი შეამოწმეთ ლაკმუსით და ფერი დაიმახსოვრეთ, 30 წუთის შემდეგ აბაზანიდან რომ ამოხვალთ, წყალი ისევ შეამოწმეთ, თქვენ ნახავთ ლაკმუსის ფერის სხვაობას, რაც მის შედეგებზე მიგანიშნებთ.