» » » აღმოაჩინეს გრეიფრუტის კურკების ანტიბიოტიკური ზემოქმედება რვაასამდე ბაქტერიაზე

აღმოაჩინეს გრეიფრუტის კურკების ანტიბიოტიკური ზემოქმედება რვაასამდე ბაქტერიაზე

ქართულ ციტრუსებში გრეიფრუტს მოკრძალებული ადგილი უკავია ფორთოხლის, მანდარინის და ლიმნის შემდეგ, მაგრამ თავისი სასარგებლო თვისებებით მას ღირსეული მეტოქეობა შეუძლია გაუწიოს ბევრ ხილს. მისი ნაკლები პოპულარულობა განპირობებულია მომჟავო - მომწარო გემოს გამო. გრეიფრუტის ნაყოფი შეიცავს შაქარს, ორანულ მჟავებს, ვიტამინებს C, P, B ჯგუფისას, კალიუმს და მაგნიუმს.

დეკემბრის თვეში დამწიფებული გრეიფრუტი ივლისის თვემდე ინარჩუნებს მთელ თავის ფასეულობას.
  • გრეიფრუტი აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას, აუმჯობესებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობას, აღაგზნებს მადას, ახდენს საჭმლის მონელების სტიმულირებას. სანამ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას დიეტით შევეცდებით, მოსინჯეთ გრეიფრუტი. მის კანქვეშ და ნაყოფის თხელი აპკი შეიცავს ნივთიერებათა ნარინგინს, რომელიც მეცნიერთა აზრით აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას, შედეგად ცხიმის წვას, რის გამოც გრეიფრუტის რეგულარული მიღებისას ბუნებრივად ქრება ზედმეტი კილოგრამები. ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეიმს გერდის გამოკვლევით, გრეიფრუტის პექტინი ისევე მოქმედებს, როგორც ქოლესტერინის შესამცირებელი ცნობილი პრეპარატები. ამ ხილის გლიკოზიდები და ვიტამინები ახდენს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას და ამცირებს არტერიულ წნევას. გრეიფრუტის ერთი ნაყოფი ადამიანის C ვიტამინზე დღიურ მოთხოვნილებას ფარავს. მასში შემავალი ბიოფლავონოიდები ელასტიურს ხდის სისხლძარღვებს, თავიდან გვაცილებს სისხლჩაქცევებს.

  • როგორც სხვა ყვითელ-ნარინჯისფერი ნაყოფები, გრეიფრუტიც აუმჯობესებს განწყობას, ამხნევებს; ორგანიზმზე ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, ძალას მატებს ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას, აუმჯობესებს მეხსიერებას.
    გრეიფრუტი ლიმონის დამსახურებული მეტოქეა. მაგრამ, ამასთანავე, წინ უსწრებს მას და აქვს სასიამოვნო არომატიც; ერთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ: გრეიფრუტის სიმწარე გამოწვეულია ლებნებს შორის არსებული ტიხრებით, რაც აუცილებლად უნდა ამოვაცალოთ.

  • ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადებების დროს, გადაღლილობისას უნდა მიიღოთ 0,25 ჭიქა ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ხოლო უძილობისას 0,5 ჭიქა ძილის წინ.
    გრეიფრუტის წვენს იღებენ ასევე რბილობთან ერთად უმადობისას და საჭმლის მონელების პროცესების დარღვევისას.

  • სულ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს გრეფრუტის კურკების ანტიბიოტიკური ზემოქმედება რვაასამდე ბაქტერიაზე. სალათებზე გრეიფრუტის წვენის მოსხმით თქვენ ორმაგ ეფექტს მიიღებთ. თაფლში მოზელილი გრეიფრუტის ნაყოფი 1:1 შეფარდებით, შესანიშნავი ბიოლოგიურად აქტიური დანამტია.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.