დღესდღეობით ქრისტო მერმერსკი აშშ-ში ცხოვრობს. საკუთარ შვილთან ერთად მუშაობის დროს, რომელიც არანაკლებ ცნობილი მეცნიერია, მან შეიმუშავა ფორმულა, რომელიც მრავალ სერიოზულ დაავადებას, მათ შორის კიბოსაც კი კურნავს. ამ საშუალების შესახებ ოდნავ მოგვიანებით, სტატიის ბოლოსკენ გიამბობთ.
სიბერე
პროფესორ ქრისტო მერმერკის თქმით, დაბერება არა უნდა აღვიქვათ ბუნებრივ მოვლენად, არამედ ვუწოდოთ მას დაავადება, რომლის წინააღმდეგაც მუდამ უნდა ვიბრძოლოთ. მისივე სიტყვებით, ერთადერთი და უმთავრესი ფაქტორი, რომელიც მოცემულ დაავადებას პროვოცირებს და ამ პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს - კვებაა. თანამედროვე მსოფლიოს მოსახლების 70% საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, თუ რას მიირთმევს. მათ მთავარი მიზანი და ინტერესი საკვებიდან მხოლოდ სიამოვნების მიღებაა და საერთოდ ივიწყებენ მისი მავნებლობისა თუ სასარგებლო თვისებების შესახებ.
ბულგარელმა მეცნიერმა და გენეტიკოსმა შეადგინა იმ პროდუქტების სია, რომელიც დაბერების პროცესს საგრძნობლად ანელებს და ასაკის მატების პარელურად ცხოვრების ხარისხს სულ უფრო და უფრო გვიუმჯობესებს. ქრისტო მერმერსკსი მტკიცებით, სწორედ ასეთი პროდუქტებია: ახალი ხილი და ბოსტნეული, იოგურტი, რძე და ღვინო. იოგურტი აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
პროფესორის თქმით, ღვინო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც აფერხებს მთელი ორგანიზმის, მათ შორის კანის დაბერების პროცესს. ყოველდღიურად 50 მლ მშრალი წითელი ღვინის მირთმევა არაჩვეულებრივი გზაა ახალგაზრდობისა და სილამაზის მრავალი წლით შესანარჩუნებლად.
გარდა ყოველივე ზემოთ თქმულია, ძალზედ მნიშვნელოვანი როლი ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ორგანიზმის რეგულარულ წმენდას მიუძღვის. სწორედ ამიტომ, ქრისტო მერმერსკი გვთავაზობს მისივე მეთოდს, თუ როგორ გავიწმინდოთ მსხვილი ნაწლავი და მთელი ორგანიზმი დაგროვებული ტოქსინებისგან და წიდებისგან უმოკლეს ვადაში.
ორგანიზმის გაწმენდა
ეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია, რომელიც არა უბრალოდ გვიწყობს ხელს სხეულის გაწმენდაში, არამედ წონის დაკლებაშიც კი. 500 გრამ ნატურალურ იოგურტში უნდა ჩაამატოთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, ამავე რაოდენობით თაფლი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი და 40 წვეთი პროპოლისის ნაყენი. თუ ამ ნარევით რეგულარულად ისაუზმებთ, ძალიან მალე ორგანიზმი მადლობას გადაგიხდით.
პროფესორი ამ სასმელს დესერტად მოიხსენიებს, რომელშიც ერთი მუჭა პატარა კუბიკებად დაჭრილი მარწყვის, მოცვის, ბანანის ან ნიგვზის ჩამატებაც შეგვიძლია.
მავნე პროდუქტები
ყოველთვის, როდესაც საყიდელი პროდუქტების სიას ჩამოწერთ, რამდენჯერმე გადაავლეთ თვალი მას. სანამ მაღაზიის თაროზე ნანახ პროდუქტს საყიდლების კალათში მოათავსებდეთ, დააკვირდით სპეციალურ აღმნიშვნელ სიმბოლოებს, რომლებიც პროდუქტის მავნებლობაზე ან სარგებლობაზე მიგვითითებს.
ფასტ-ფუდი, ძეხვეული, ნახევრადფაბრიკატები, ჩიფსები, ტკბილი სასმელები, ორცხობილები, ფუნთუშები - ჩამოთვლილი მავნე პროდუქტების დიდი ნაწილი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა: ნატრიუმის ნიტრიტი, ნატრიუმის ნიტრატი, ბუტილირებული ჰიდროქსიტოლოული, ბუტილჰიდროქსიანოზოლი და ა.შ. ეს ნივთიერებები პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენს ჯანმრთელობას, ახალგაზრდობასა და სილამაზეს იპარავს.
გარდა სპეციალური სიმბოლოებისა, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც აუცილებლად უნდა გაამახვილოთ ყურადღება, პროდუქტისთვის დამახასიათებელი მკვეთრი სუნია. არსებობს დაახლოებით 200-ზე მეტი ქიმიური ნივთიერება, რომელთა დახმარებით კომპანიები საკუთარი ფინანსების დაზოგვასა და პროდუქციისთვის სასიამოვნო სუნისა და არომატის მინიჭებას ცდილობენ. სტიმულატორების მაღალი კონცენტრაცია, რომელთაც ხშირად ვაწყდებით მაღაზიების თაროებზე განლაგებულ ლამაზად შეფუთულ პროდუქტებში, სიკვდილს იწვევს.
საკვების სწორად შერჩევა - დაავადებების მინუს 66%
პროფესორი არაერთ კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ სწორი კვების შედეგად მსოფლიოში არსებული დაავადებების დაახლოებით 66%-ის მკურნალობაა შესაძლებელი. ქრისტო მერმერსკი საკუთარ პაციენტებს ყოველთვის ურჩევს, რომ მოამზადონ კერძები ნაკლები მარილის, შაქრისა და ცხიმის გამოყენებით. პროფესორი ამბობს იმასაც, რომ საუკეთესო პროდუქტი, რომლითაც კვების რაციონის გამდიდრება ღირს - ლობიოს მარცვლებია. ეს პროდუქტი შეიცავს მინიმალური რაოდენობით ცხიმსა და მაქსიმალური რაოდენობით ცილას, რის გამოც ხორცის არაჩვეულებრივი ალტერნატივა, შემცვლელია.
გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ცნობილი გენეტიკოსი მოგვიწოდებს, დავწვეთ დასაძინებლად შედარებით ცივ ოთახში, რეგულარულად მივიღოთ კონტრასტული აბაზანები, მივირთვათ ყოველდღიურად 1 ვაშლი მაინც, ვისეირნოთ მაქსიმალურად ბევრი და არასდროს დავივიწყოთ მეგობრებთან ერთად გართობის შესახებ, რადგან ბევრი სიცილი და კარგი განწყობა ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის საწინდარია.
ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ დაპირებული ფორმულა, რომლის ავტორიც გახლავთ ქრისტო მერმერსკი. ცნობილი პროფესორი საკუთარ პაციენტებს კიბოს სამკურნალოდ, მისი პროფილაქტიკისთვის და მთელი ორგანიზმის გასაჯანსაღებლად მარტივ რეცეპტს ურჩევს.
ინგრედიენტები:
- 15 ლიმონი;
- 12 კბილი ნიორი;
- 1 კგ. ნატურალური თაფლი;
- 400 აღმოცენებული ხორბალი;
- 400 გ. ნიგოზი.
მომზადებისა და მიღების წესი:
- დააქუცმაცეთ აღმოცენებული ხორბალი, ნიგოზი, ნიორი და 5 ლიმონი (კანიანად).
- ყველაფერი ერთად ჯამში აურიეთ.
- დარჩენილი 10 ლიმონიდან წვენი გამოწურეთ და დაამატეთ სხვა ინგრედიენტებს.
- კარგად აურიეთ.
- დაამატეთ თაფლი.
- ისევ კარგად აურიეთ და გადაიტანეთ ქილებში.
- მიღებული მასა შედეთ მაცივარში 3 დღით.
კიბოსა და სხვა დაავადებების პროფილაქტიკისათვის აღნიშნული ნაზავის რეგულარულად მიღებაა საჭირო - დღეში 3-ჯერ 2 სუფრის კოვზი, სასურველია ჭამამდე 30 წუთით ადრე.