ჩემ ოჯახსაც ძალიან უყვარს ეს კაშკაშა ყვავილები: ყოველ გაზაფხულს ერთად ვაგროვებთ სამკურნალო საშუალების და გემრიელი კერძების მოსამზადებლად. ბაბუაწვერა შეგიძლიათ მიირთვათ სალათებში, დაუმატოთ წვნიანებს, შეწვათ ბლინის შიგთავსისთვის, გამოაცხოთ ნამცხვარი, გააკეთოთ სიროფი და მცენარეული ჩაი.
სამკურნალო ბაბუაწვერა
ამ მოკრძალებულ მცენარეს უმრავლესობა სარეველად მიიჩნევს. თუმცა ყვითელ ბაბუაწვერას დიდი ხანია მისი სამკურნალო თვისებების გამო აფასებენ. მას იყენებენ ფიტოთერაპიაში ინფექციების, ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის დაავადების დროს, ასევე როგორც შარდმდენ საშუალებას.
იცით თუ არა რომ, ეს მცენარე სახსრების და კუნთების ტკივილის შემცირებაზე ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა? დამტკიცებულია, რომ ბაბუაწვერას ანთების საწინააღმდეგო თვისება გვეხმარება ართრიტის, პოდაგრას მკურნალობის დროს, აქრობს სპაზმებს და თავის ტკივილს. ამისთვის ყვავილებისგან ზეთს ამზადებენ, რომელსაც მტკივნეულ ადგილას იზელენ.
დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სამკურნალო ზეთი ბაბუაწვერასგან. ისინი ორგანიზმზე მოქმედ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება.
ბაბუაწვერას ზეთი
მცენარე მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში მოკრიფეთ, რომელიც ავტომაგისტრალიდან და დიდი ქალაქებიდან შორს არის.
ინგრედიენტები
- 500 გრ ბაბუაწვერას ყვავილი
- 1 ლ ხარისხიანი მცენარეული ზეთი ცივი დაწურვის
მომზადება:
- მშრალ მზიან ამინდში ბაბუაწვერას ყვავილები შეკრიბეთ და ნახევარ ლიტრიან ქილაში მოათავსეთ. ყვავილებს გარეცხვა არ უნდა.
- ყვავილებს ზემოდან მცენარეული ზეთი დაასხით, ქილას ზემოდან მარლა შემოახვიეთ.
- ქილა თბილ მზიან ადგილას 3 კვირა დადგით.
- როგორც კი ყვავილები ყავისფერი გახდება, გაწურეთ ზეთი მარლიდან მუქი ფერის სტერილურ ქილაში.
- შეინახეთ ბნელ ცივ ადგილას.
თუ რამდენიმე კვირა ლოდინი არ გსურთ, შეგიძლიათ ზეთი სხვანაირად მოამზადოთ.
მომზადება:
- ქვაბში მცენარეული ზეთი ჩაასხით და დაუმატეთ ბაბუაწვერას ყვავილები.
- გააცხელეთ წყლის ორთქლზე 30-60 წუთით ნელ ცეცხლზე.
- ნარევი ქილაში გადაიტანეთ და ერთი დღით მზეზე დატოვეთ.
- გაწურეთ მარლაში და გაუმჭირვალე ქილაში გადაასხით.
-
შეინახეთ ბნელ ცივ ადგილას.
ზეთი ძალიან ცხელი არ უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში ადუღება არ დაუშვათ. რაც უფრო დიდხანს მოახერხებ მის ხარშვას ადუღების გარეშე, მით უფრო მეტი სასარგებლო თვისება გამოვა ყვავილიდან ზეთში.
პროდუქტის დაზიანება თავიდან რომ ავიცილოთ, დარწმუნდით, რომ შესანახი ქილა ბოლომდე მშრალია. ხშირ შემთხვევაში სწორი შენახვის პირობებში ზეთის ექსტრაქტი მთელი წელი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
თქვენ შეგიძლიათ ყვავილები გაყინოთ და გამოიყენოთ ზამთარში შესანიშნავი ზეთის მოსამზადებლად.
ასეთი ექსტრაქტი დაგეხმარებათ თირკმლის დაავადების და ნაღვლის ბუშტში კენჭების, ხშირი ყაბზობის, როგორც ქოლეტიტის, ასევე ნებისმიერი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების (გასტრიტი, კოლიტი) დროს. უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ 1 ს/კ ჭამის დროს.
სახსრების ტკივილის დროს ზეთი მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ დღეში 2-3-ჯერ - ეს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს მოგცემთ. მორთეთ ასეთი ზეთით სალათა, და კერძს მდიდარი სასარგებლო ნივთიერებებით გაამდიდრებთ და განსაკუთრებულ გემოს მიანიჭებთ.
თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ მეგობრებს და დაწერეთ კომენტარებში, თქვენ როგორ იყენებთ ბაბუაწვერას ყვავილებს.