ნატურალური და სასარგებლო - სწორედ ეს თვისებები ახასიათებს მწვანე ჩაის, რომელიც ჩვენში ბრძენი და იდუმალი აღმოსავლეთიდან მოვიდა და დღითი დღე იხვეჭს პოპულარულობას დასავლურ სამყაროში.
- მწვანე ჩაის ანტიოქსიდანტური ძალა 2,5-ჯერ აღემატება შავი ჩაისას. 3-4 ჭიქა მაგარი მწვანე ჩაი ორგანიზმს კალციუმის სადღეღამისო მოთხოვნილების 16%-ით, ფოლიუმის მჟავასა და თუთიის 10%-ით და P ვიტამინის 100%-ით უზრუნველყოფს. მწვანე ჩაი შეიძლება დავლიოთ დღის ნებსმიერ დროს. იგი არაჩვეულებრივად ეხამება ყოველგვარ კერძს.
- მწვანე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აძლირებს იმუნური სისტემის ფუნქციას, ხელს უშლის დაბერების პროცესს, ორგანიზმიდან გამოდევნის ქოლესტერინის პროცესს, ორგანიზმიდან გამოდევნის ქოლესტერინს, ტოქსინებს, არეგულურებს საჭმლის მონელებას, არტერიულ წნევას.
- დიეტა მწვანე ჩაით გახდომისა და ორგანიზმის გაწმენდის მსუბუქი მეთოდია. ამ მკაცრი განაწესი არ არის საჭირო, მთავარია, რაციონიდან ამოიღოთ ცომეული და ცხიმიანი პროდუქტები და დღეში ორ ლიტრამდე მწვანე ჩაი სვათ. ამ დროს უნდა მიირთვათ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, მოხარშული ხორცი, კვერცხი და რძე, ერიდეთ მარილს, ტკბილეულიდან მიიღეთ მხოლოდ ჩირი ან თაფლი. დღეში ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ წიწიბურას, ბრინჯის ან ოსპის გარნირი, მაგრამ ნუ მიირთმევთ მას სხვა ცილოვან საკვებთან ერთად.
- ურიგო არ იქნება, თუ მწვანე ჩაის დიეტის გარეშეც ყოველდღე დალევთ. რაც უფრო მეტხანს განაგრძობთ მის სმას, მით უფრო მეტ წონას დაიკლებთ, საბოლოოდ კი თქვენი ორგანიზმი მუშაობის ახალ რეჟიმზე გადაეწყობა, მოაცილებს უსარგებლო ნივთიერებებს და მიღწეულ წონას იოლად შეინარჩუნებს.
ჩაის რაციონი კბილებსაც რგებს, ოღონდ მხოლოდ მწვანე ჩაი უნდა მიირთვათ. მას არ აქვს ისეთი მღებავი ეფექტი, როგორიც შავ ჩაის და საკმაოდ დიდი ოდენობით შეიცავს ფტორს. - კუჭ-ნაწლავის ისეტი დაავადებები, როგორებიცაა გასტრიტი, გასტროდუოდენიტი, კოლიტი, წყლული, ჩაის დიეტის უკუჩვენებაა. თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ ჯანმრთელობაში, ჩაის დიეტის დაწყებამდე, გირჩევთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ.
- კიდევ ერთი: დიდი ოდენობის სითხის ყოველდღიურმა მიღებამ შესაძლოა გაჭიმოს კუჭი და გააძლიეროს მადა,რაც იმას გამოიწვევს, რომ დიეტის შემდეგ თქვენი წონა საწყის მაჩვენებელს დაუბრუნდება.