» » » ამ საშუალებას ვაცხელებ, სახეზე ვისვამ და თხელ ქსოვილს ვიფარებ. 20 წუთი და ახალგაზრდა გოგოსავით ვარ.

ამ საშუალებას ვაცხელებ, სახეზე ვისვამ და თხელ ქსოვილს ვიფარებ. 20 წუთი და ახალგაზრდა გოგოსავით ვარ.

პარაფინოთერაპიის პოპულარობა - ეს არა მხოლოდ მოდის ხარკია, არამედ მას გასული საუკუნის დასაწყისიდან იყენებენ. ამ პროცედურას ხელების ზრუნვისთვის ფართოდ გამოიყენებენ, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანია მას სახის მოვლისთვისაც იყენებენ. შედეგად კანი გაჯერებული, დაჭიმული, ელასტიური და დარბილებული ხდება. მაგრამ პარაფინის ნიღაბი სახის კანის ზედაპირზე ახდენს გავლენას, არამედ სახის კუნთებიც ტონუსში მოჰყავს. 



კოსმეტიკური პარაფინის ნიღაბი ხელს უწყობს ახალგაზრდა კანის პრობლემების გადაჭრას,ა ასევე ეხმარება მოწიფულ კანს. აუცილებელია არაა მისი სალონში გაკეთება. პროცედურა შეგიძლიათ სახლის პირობებში ჩაიტაროთ. "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, ეს როგორ გააკეთოთ, რომ ლამაზი კანი მიიღოთ. 

პარაფინის ნიღაბი
აფთიაქებსა და კოსმეტიკურ მაღაზიებში თეთრი და ყვითელი პარაფინი იყიდება. პირველ ვარიანტს მიანიჭეთ უპირატესობა, რადგან ის უფრო გასუფთავებულია. ზოგიერთი მწარმოებელი კოსმეტიკურ პარაფინს უშვებს, რომელიც დამატებით კომპონენტებს შეიცავს: მცენარეებს, შოკოლადს და თაფლს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ბევრი დანამატია, ალერგიის მით უფრო მაღალი რისკი არსებობს. 



სახეზე დადებით პარაფინი ქმნის ფენას, რომელიც ჰაერს არ ატარებს. ასეთი მეთოდის წყალობი, ყველა სასარგებლო კომპონენტი სწორედ მასკის ქვეშ ინახება. კანი თბილ და ტენიან გარემოში რჩება. ეს უზრუნველყოფს ფორების გახსნას და აუმჯობესებს ვიტამინების და მინერალების შეწოვას. სწორედ ამიტომ დამატებითი ეფექტის მისაღწევად კანის ქვეშ შეგიძლიათ თქვენი კანის ტიპის მიხედვით შრატი გაიკეთოთ.



მსგავსი პროცედურა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ავიწროებს ფორებს, ადუნებს კუნთოვან ქსოვილებს და ამავდროულად მათ ტონუსს ამაღლებს. თუ ცხიმიანი კანისთვის პარაფინი ეფექტურ გაწმენდას და აკნეს მოშორებას უზრუნველყოფს,მშრალი კანისთვის ის ტენის წყარო ხდება. ნიღაბი კანს საჭირო ჰიდრო ბალანსს ანიჭებს. 

ნიღბის გამოყენებამდე თვალები და მის ირგვლივ კანი დაიცავით. გამოიყენეთ ტანსაცმელი, რომელიც არ გენანებათ, რადგან მისი მოშორება საკმაოდ რთულია. ასევე თმები შეიკარით. 

პარაფინოთერაპია სახლის პირობებში

  1. ერთი პროცედურისთვის 50 გრ პარაფინი დაგჭირდებათ. ნედლი მასალა ემალის ქვაბში ჩადეთ და წყლის აბაზანაში თხევად კონსისტენციამდე მიიყვანეთ, დრო და დრო მოურიეთ. გამაახალგაზრდავებელი ეფექტის გასაძლიერებლად პარაფინს ვიტამინი A და E ამპულა დაუმატეთ. აკნეს მკურნალობისთვის კი 25 გრ თუთიის მალამო და 3-5 წვეთი ჩაის ხის ზეთი. 



  2. გაისუფთავეთ სახის კანი. შეგიძლიათ მსუბუქი სკრაბი ან ღრუბელი გამოიყენოთ. 

  3. გაზქურიდან პარაფინის გადმოდგმის შემდეგ ცოტათი გააგრილეთ (ის უნდა იყოს თბილი, მაგრამ არა ცხელი) აიღეთ ფუნჯი და წაისვით პარაფინი 5 ფენად. ზემოდან საკვები ცელოფანი დაიფარეთ(ეს აუცილებელი არაა).
    ასევე შეგიძლიათ პირველი ფენის შემდეგ მარლა დაიფნოთ და დანარჩენი 4 ფენა შემდეგ წაისვათ. ასე ნიღბის მოშორება გაგიადვილდებათ.



  4. გაცივების შემდეგ პარაფინი კანის გამკვრივებას დაიწყებს, ამიტომ რეკომენდებულია არ ისაუბროთ და არ იცინოთ სეანსის დროს. უმჯობესია დაწვეთ და დაისვენოთ. ერთი პროცედურის ხანგრძლივობაა 20 წუთი. 



  5. დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი მოიშორეთ, დაიწყეთ ნიკაპიდან. დაიბანეთ მცენარეული ან სუფთა წყლით და დამატენიანებელი კრემი წაისვით. 




უკუჩვენება

  1. პროცედურაზე უარი უნდა თქვათ, თუ კანზე გაქვთ ჭრილობები, ბზარები და კანი გაღიზიანებულია

  2. დიაბეტის დროს

  3. მაღალი წნევა

  4. კანზე ბევრი ხალის არსებობის შემთხვევაში

  5. ჰიპერტრიოზი

  6. ონკოლოგია




შეგიძლიათ პარაფინს ციტრუსის ეთეროვანი ზეთი, კაკაოს ან ზეითუნის ზეთი, ასევე ფუტკრის ცვილი დაუმატოთ. ასეთი პროცედურა შეგიძლიათ კვირაში 2-ჯერ ჩაიტაროთ. ჩვეულებრივ, ერთი კურსი 10-15 ნიღაბს მოიცავს. შემდეგ 1-2 თვე შესვენება უნდა გააკეთოთ. 

სცადეთ პარაფინის ნიღბის გაკეთება და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში. ასევე ამ ჯადოსნური პროცედურის შესახებ თქვენს მეგობრებს უამბეთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.