მცენარეს ბევრი დასახელება აქვს: შავი სეზამი, სეიდანი, შავი ალუბლის სათესი, ბოტანიკურ კლასიფიკაციაში მას უწოდებენ კალინჯი ან ნიგელა (ლათ. Nigella sativa).
შავი კვლიავი ხშირად კუმინში(ლათ. Cuminum cyminum) და ჩვეულებრივ კვლიავში (ლათ. Carum carvi) ერევათ, მიუხედავად იმისა, რომ სრულად განსხვავებული მცენარეები არის, რომლებიც სხვადასხვა ოჯახებს მიეკუთვნებიან.
შავი კვლიავის თესლი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც სხეულში არ წარმოიქმნება, მაგრამ უჯრედის მემბრანის სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მათი ფუნქციების სრულფასოვნად შესრულებისთვის აუცილებელია. ეს მჟავები ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უშლის, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და მის დალექვას სისხლძარღვების კედლებზე.
კვლევებმა აჩვენა, რომ შავი კვლიავი დადებითად მოქმედებს თიმუსის ჯირკვლის ფუნქციონირებაზე და აძლიერებს იმუნურ სისტემას, რითაც "ყველა დაავადების სამკურნალო საშუალებას" წარმოადგენს. ყველაზე ეფექტურია მისი გამოყენება შემდეგი პირობების და დაავადებების დროს.
მკურნალობა შავი კვლიავით
1. კიბო
შავი კვლიავის კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება მის ანტიოქსიდანტურ, დეტოქსიკაციურ, იმუნომოდულაციის თვისებებზე არის დაფუძნებული. დამტკიცებულია, რომ თესლის რეგულარული მიღება ღვიძლის, კუჭის, მსხვილი ნაწლავის და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას ანელებს.
ნივთიერება თიმოჰინონს, რომელსაც მცენარიდან ღებულობენ, შეუძლია არა მხოლოდ კიბოს უჯრედების განვითარების შემცირება, არამედ პროცესის გადახედვაც. კვლევები პანკრეასის კიბოთი დაავადებულ პაციენტებზე ტარდებოდა და ეს ყველაზე რთულად განკურნებადი დაავადებაა.
2. უშვილობა
ნიგელის შემადგენლობაში არის ჰორმონი, რომელიც ზრდის პოტენციას და უშვილობის განკურნება შეუძლია.ის არეგულირებს ტესტოსტერონის წარმოებას და სპერმთოგენეზის პროცესზე დადებითად მოქმედებს. ზეთის რეგულარული მიღება ქალის და მამაკაცის უნაყოფობას კურნავს.