ბროწეულის ქერქი
ბროწეულის ქერქი - ნებისმიერი დიასახლისის საოჯახო აფთიაქში უნდა ინახებოდეს რადგან მასში შემავალი ნივთიერებები ეფექტურად ებრძვის ტკივილის მომტან ბაქტერიებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და გამანადგურებლად მოქმედებს პარაზიტებზე.
ბროწეულის გამხმარი ქერქის ნაყენი 2-3 საათში მოგაშორებთ ტკივილის შეგრძნებას დიარეის დროს და გააძლიერებს ნაწლავებს, ვინაიდან შეიცავს ტანინებს და პოლიფენოლებს მაღალი კონცენტრაციით. მას ასევე ახასიათებს ჭიების გამოდევნის ეფექტი და ნაბახუსევის სინდრომსაც კი ამსუბუქებს.
ბროწეულის ქერქის ნაყენი
ინგრედიენტები 1 პორციისთვის:
- 10-12 გრამი ბროწეულის გამხმარი ქერქი
- 20 მლ.ლ. წყალი
მომზადების და გამოყენების წესი:
- აადუღეთ წყალი. ქერქი ჩაყარეთ წინასწარ შემთბარ ჭიქაში.
- დაასხით ქერქს ადუღებული წყალი და დააყენეთ 25-30 წუთის განმავლობაში. სითხეს გაფილტვრა არ არის რეკომენდირებული.
- პირველი მიღებისას უნდა დალიოთ მომზადებული ნაყენის ნახევარი, ტკივილის სემსუბუქებას 10 წუთის შემდეგ იგრძობთ. თუ არ გიშველათ, ნახევარი პროციის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ დალიეთ დარჩენილი ნაწყენის ნახევარი ხოლო კიდე 30 წუთის შემდეგ ბოლო დოზაც დალიეთ.
ქერქის ალერგიულობის მაღალი რისკის გამო, ბავშვებს ეს საშუალება დიდი სიფრთხილით და დაბალი კონცენტრაციით უნდა მივაღებინოთ, რათქმუნდა მიზანშეწონილია ექიმთან წინასწარი კონსულტაცია.