ასკარიდა მრგვალი ჭიაა, რომელიც გარეგნულად ჭიაყელას წააგავს. მდედრი 25-40 სმ სიგრძისაა , მამრი კი უფრო პატარაა - 15-20 სმ სიგრძის. პარაზიტი ადამიანის წვრილი ნაწლავის სანათურში ცხოვრობს და დღეში 250 000-მდე კვერცხს დებს, განავალს გამოჰყვება და გარემოში კვერცხი მწიფდება. თუ ადამიანმა ასეთი მომწიფებული კვერცხი ჩაყლაპა, მის ნაწლავებში მიკროსკოპიული ზომის მატლი გამოიჩეკება, გახვრეტს ლორწოვან გარსს და სისხლძარღვების გზით იწყებს მიგრაციას: გაივლის ღვიძლს, გულს, ფილტვებს, შემდეგ ბრონქების და სასულე მილის საშუალებით ამოდის ხახაში, საიდანაც ჩაიყლაპება და წვრილ ნაწლავებს აღწებს. 40-70 დღეში იგი ზრდასრულ პარაზიტად გადაიქცევა.
მკურნალობა:
- მსხლის თესლები ორგანიზმიდან ჭიების გამოდევნის კარგი საშუალებაა, აგრეთვე კარგია, როგორც კუჭის შემკვრელი.
- ბრტყელი და გრძელი ჭიების არსებობისას დიდი რაოდენობით წვრილად დაჭრილი - თაფლიანი ნიგოზი უნდა მივიღოთ.
- 30 გრ მჟავე ბროწეულის ძირების ქერქის ფხვნილს დავაყოლოთ ცხელი წყალი. კარგი საშუალებაა ჭიების საწინააღმეგოდ.
- ბეწვთავა ჭიების (ენტერობიუსი) წინააღმდეგ ეფექტურია ნივრის ნაყენის ოყნა, ან ნივრის კბილის გაკეთება სწორ ნაწლავში, მთელი ღამით.
- მრგვალი და ლენტისებური ჭიების განდევნის მიზნით უზმოზე მივიღოთ ნიგოზი; სოლიტერის წინააღმდეგ - 30-60 გრ ნიგვზის ზეთი მშრალ ღვინოსთან ერთად.
- ასკარიდოზის დროს უნიშნავენ ქლიავის თესლს, 5-10 გრ ერთჯერადად.