- ჩაშავებული ქუთუთოები.
ქუთუთოების სიშავის ძირითად ფაქტორს უძილობა წარმოადგენს. ექიმები ამბობენ, რომ ადამიანმა დღეში 7 საათი მაინც უნდა იძინოს. უძილობის გარდა, სიშავეს ანემიაც იწვევს, რადგან ამ დროს ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის ერითროციტები აღარ გამომუშავდება. - თითების შეფერილობის ცვლილება.
თუკი შეამჩნიეთ, რომ თითების ფერი ხშირად გეცვლებათ, თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემის წინაშე დგახართ. ეს სიმპტომი რეინოდის სინდრომისთვისაა დამახასიათებელი. ამ დაავადების დროს დაბალი ტემპერატურა სისხლძარღვების სპაზმებს განაპირობებს. - ბუნდოვანი მზერა.
თვალები მალე გეღლებათ და მხედველობა ხშირად გებინდებათ? ვეღარ არჩევთ ქუჩებში ადამიანთა სახეებსა და სხვადასხვა სიმბოლოებს? გირჩევთ ოპტიკოსს მიაკითხოთ, რადგან თქვენ ეს სიმპტომები ახლომხედველობაზე და ასტიგმაციაზე მიგვანიშნებს. - თვალებში უფორმო ფიგურები.
ასეთ ფიგურად შეიძლება უბრალო ხაზი ან წერტილი ჩაითვალოს. ისინი კაშკაშა თეთრ სინათლეზე უეცრად ჩნდებიან. თუკი მათ 1 კვირაზე მეტხანს ხედავთ, ოპტიკოსს მიაკითხეთ. მსგავსი პრობლემები შეიძლება კატარაქტის ან მხედველობის სხვა სერიოზული დაავადებების საწინდარი გახლდეთ. - "მუსიკა" მუცელში.
მუცლიდან გამომავალ ხმაურს ნაწლავები განაპირობებს. მუცლის რეგულარული ხმაური, რომელსაც ტკივილი ერთვის, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სიმპტომის არსებობის შემთხვევაში დროულად მიაკითხეთ ექიმს. - კანის აქერცვლა.
კანის აქერცვლა ძირითადად ვიტამინების ნაკლებობითაა განპირობებული. ბალანსირებული დიეტა ამ პრობლემას სწრაფად და მარტივად მოგიგვარებთ. თუკი აქერცვლას თან ქავილიც ახლავს, სასწრაფოდ დერმატოლოგს მიაკითხეთ, რადგან დიდი შანსია სოკოვანი ინფექცია აღმოგაჩნდეთ. - სუნის შეგრძნების ნაწილობრივი დაკარგვა.
ასაკის მატებასთან ერთად ნერვული სისტემაც ბერდება. ამ დროს ყნოსვის დაქვეითება ჩვეული მოვლენა გახლავთ. ახალგაზრდა ორგანიზმის შემთხვევაში მსგავსი პრობლემა შეიძლება გაციების ან ვირუსული ინფექციის ნიშანი იყოს, ამიტომ ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ. - ქუთუთოების თამაში.
ქუთუთოების თამაშსს ძირითადად თვალის გადაღლილობისას აქვს ადგილი. ასეთ დროს თვალები ცივ წყალში დასველებული ბამბით გაიწმინდეთ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკ მოცემული მეთოდი არ გიშველით, აუცილებლად მიაკითხეთ ნევროპათოლოგს. არ არის გამორიცხული ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გქონდეთ. - ყურებში რეკვის ხმა.
ყურებში ხმაური ბევრ ადამიანს ჩვეულებრვი მოვლენა ჰგონია და ხშირ შემთხვევაში მას ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევთ. სინამდვილეში, ის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებრივი ხმაურითაა გამოწვეული. - მხრის სახსრის გადაადგილება.
ადამიანის არც თუ ისე მცირე ნაწილის მხრის სახსარი ხშირად გადაადგილდება და მიმართულებას იცვლის. მას მერყევ სახსარს უწოდებენ. არიან ინდივიდები, რომლებიც მოქნილობით გამოირჩევიან და მერყევი სახსარიც ბუნებრივად აქვთ, თუმცა ზოგი მას სპორტულ ტრავმას უნდა უმადლოვდეს. ორივე შემთხვევაში ასეთი რამ ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, რადგან დიდი შანსია მან ადამიანს სხვადასხვა პრობლემები შეუქმნას.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!