» » ძლიერი ლოცვა–ამულეტი, რომელიც თქვენ და თქვენს ოჯახს უბედურებისგან დაიცავს

ძლიერი ლოცვა–ამულეტი, რომელიც თქვენ და თქვენს ოჯახს უბედურებისგან დაიცავს

ხშირად ადამიანები კითხულობენ: რატომ ვლოცულობთ და ვითხოვოთ რამეს, თუ ღმერთი ისედაც ხედავს, რა გვჭირდება? პასუხი მარტივია: რაღაცის სათხოვნელად არ უნდა ილოცოთ. დიახ, ზოგჯერ კონკრეტული დახმარება შეგიძლიათ ითხოვოთ, თუმცა ლოცვის საფუძველი ეს არ უნდა იყოს. უფალი ამა თუ იმ მიწიერ საქმეში დამხმარე საშუალება არასდროს ყოფილა. ნებისმიერი ლოცვის მთავარი აზრია ღვთის გვერდით იყოთ, მას პირისპირ შეხვდეთ. გულწრფელად და რეგულარულად უნდა ილოცოთ, რომ ჭეშმარიტად ღვთაებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ: შფოთვის, ტკივილის, ფარისევლობის, ამქვეყნიური საზრუნავის და სიძულვილის გარეშე. რჩევების რედაქცია გიამბობთ, რომელი ლოცვა უნდა წაიკითხოთ, რომ ნათელი მომავლის რწმენაში გაძლიერდეთ და საკუთარ თავს და ახლობლებს ძალა შემატოთ.

ლოცვა–ამულეტი რთულ დროში – როცა თავს ცუდად გრძნობთ, ქვემოთ მოცემული ლოცვა გულწრფელად წარმოთქვით. ეს სიტყვები მდგომარეობს გაუმჯობესებამდე ხშირად იმეორეთ. ასე სიხარულით და ბედნიერებით აივსებით. სხვადასხვა უსიამოვნების და გაჭირვებისგან უხილავ „ფარს“ შექმნით. უფალს მიმართეთ შემდეგი ლოცვით:

მეუფეო ქრისტე ღმერთო, რომელმან ვნებათა შენთა მიერ ვნებანი ჩემნი განჰკურნენ და წყლულებათა შენთა მიერ წყლულებათა ჩემთა უწამლენ, მომანიჭე მე, მრავალმცოდველსა მონასა შენსა, ცრემლნი შეწყალებისანი; განაზავე ხორცნი ჩემნი კეთილსურნელებისაგან ცხოველსმყოფელისა ხორცისა შენისა, და დაატკბე სული ჩემი პატიოსნითა სისხლითა შენითა ნაღველთაგან, რომელი მასვა მე წინააღმდგომმან; აღამაღლე გონებაჲ ჩემი შენდამი, მიწად მიქცეული და აღმომიყვანე დამღუპველისა უფსკრულისაგან, რამეთუ არა მაქუს სინანული, არა მაქუს შეწყალება, არა მაქუს ცრემლნი ნუგეშინისცემისანი, აღმყუანებელნი შვილთა თავიანთ სამკვიდრებელში. გონებით დაბნელებულსა სოფლისა ამის ვნებათაგან, არ ძალმიძს აღხილვად შენდა სნეულს, არ ძალმიძს გავთბე სიყუარულის ცრემლებით. არამედ, მეუფეო უფალო იესუ ქრისტე, საუნჯეო კეთილთაო, მომანიჭე მე სინანული სრული და გული შრომისმოყუარე და გამომეძიებელი, მომანიჭე მე მადლი შენი და განაახლე ჩემს შორის აჩრდილი ხატისა შენისა. გტოვებ რა შენ, ნუ დამტოვებ მე; გამოვედ მოძიებად ჩემდა, აღმიყვანე საძოვარსა შენსა და მიმათვალე მე ცხოვართა თანა რჩეულისა შენისა სამწყსოისა, აღმზარდე მე მათ თანა კეთილთაგან საღმრთოთა შენთა საიდუმლოთა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

გისურვებთ, რომ ეს ლოცვა ამულეტი დაგეხმაროთ თქვენ და ყველას, ვისაც ჯანმრთელობა, მშვიდობა და სიყვარული სჭირდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი ლოცვა – ზოგჯერ ლოცვისას უფალთან შეხვედრა არ ხდება. არ იდარდოთ და არ შეგეშინდეთ. ჩვენ ხომ ახალი ადამიანის გაცნობისას მისი გონების სიღრმეს ბოლომდე ვერ ვწვდებით, ბარიერებს ვერ ვლახავთ. სწორედ ამიტომ, ურთიერთობა ზედაპირულ დონეზე იზღუდება. ასეა ლოცვის შემთხვევაში. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს, რომ მასსა და უფალს შორის ყრუ კედელია, რომ აქ არ უსმენენ. უნდა გახსოვდეთ ერთი რამ: ბარიერი არა უფალმა, არამედ თქვენ აღმართეთ, კერძოდ, წარსულში თქვენი ცოდვილი ფიქრებით და ქცევებით. მნიშვნელოვანია მზის ამოსვლისას და ჩასვლისას პატიება ითხოვოთ, აღსარება ჩააბაროთ და ეზიაროთ, ბიბლიურ სტრიქონებს სერიოზულად ჩაუღრმავდეთ. დროთა განმავლობაში იგრძნობთ, როგორ გამარტივდება ცხოვრება, ფიქრი, საუბარი და ზოგადად სუნთქვა.

ამის შესახებ ყოველთვის გახსოვდეთ, როცა ლოცვისთვის ემზადებით და ღმერთთან მიახლოებას აუცილებლად შეძლებთ. დაე, თქვენი ყოველი სიტყვა გულსა და სულში აისახოს. ასე ცხოვრება 100%–ით უკეთესობისკენ შეიცვლება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.