გაცნობიდან ორი თვის შემდეგ, მან დავითს აი, რა უთხრა:
- მშობლებთან ერთად ცხოვრება მომბეზრდა! მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო! გადავწყვიტე, რომ გათხოვება მჭირდება. იქნებ, შენ მოგინდეს ჩემზე დაქორწინება?
ასეთი გულწრფელობისა და პირდაპირობის გამო დავითი ცოტა დაიბნა. შემდეგ კი გაიფიქრა: იქნებ ღირდა ნინის წინადადებაზე სერიოზულად დაფიქრება?შემდეგ კი ნინიმ უთხრა, თუ რა პირობებით იქნებოდა თანახმა, რომ მისი ცოლი გამხდარიყო.
- პირობა პირველი: ნინის არ ექნებოდა პრეტენზია ქმრის ქონებაზე. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ის საქორწინო კონტრაქტზეც კი თანახმაა.
- პირობა მეორე: ნინი არ აპირებდა შვილების გაჩენას. მას უბრალოდ ისინი არ სჭირდებოდა. მაგრამ თუ ბავშვი დაიბადება, ის დავითმა და მისმა მშობლებმა უნდა გაზარდონ.
- პირობა მესამე: ის მზად იყო საჭმელი მოემზადებინა, გაერეცხა და დაელაგებინა. გარდა ამისა, ის პირობას დებდა, რომ თავს მოუვლიდა, რათა ლამაზი ყოფილიყო.ეს პირობები დავითს მოეწონა, მაგრამ დანარჩენი პირობები - არც ისე. რა უთხრა მას ნინიმ? აი რა!
- პირობა მეოთხე: ნინის დავითი არ უყვარს და არც არასოდეს შეიყვარებს.
- პირობა მეხუთე: ნინი არ მუშაობს და არც აპირებს ამის გაკეთებას. არასოდეს!
- პირობა მეექვსე: თუ დავითი უმუშევარი გახდება ან ავად გახდება, ის მას მაშინვე დაშორდება, რადგან მას სხვისი პრობლემები არ სჭირდება.
ახლა დავითმა არ იცის, როგორ მოიქცეს. მან თავის მეგობრებს სთხოვა რჩევა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მეგობრების აზრი ორად გაიყო.
ზოგი მათგანი თვლის, რომ დავითს გაუმართლა და ის აუცილებლად უნდა დაქორწინდეს ნინიზე. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ რადგან ნინის დავითი არ უყვარს, მაშინ ის კარგი ცოლი ვერ გახდება. ხოლო, იმ ქალთან დაკავშირება, რომელსაც მხოლოდ საფულედ სჭირდები, საერთოდ არ ღირს. არასოდეს.