რუსულ ვოისში კონკურსანტის სტატუსით წარდგა ჟიურის ერთ-ერთი წევრის, გრიგორი ლეპსის ქალიშვილი, ინგა ლეპსვერიძე (ლეპსი). მას არცერთი ჟიური არ შემოუტრიალდა, მაგრამ მის მიმართ საქები სიტყვები ჟიურიმ არ დაიშურა. რაც შეეხება მის მამას, გრიგორი ლეპსმა ქალიშვილს პირდაპირ უთხრა, რომ საშინელი გამოსვლა იყო.