» » როგორ დავუბრუნოთ პირვანდელი სიქათქათე თეთრ ნივთებს იოლი ინსტრუქციით

როგორ დავუბრუნოთ პირვანდელი სიქათქათე თეთრ ნივთებს იოლი ინსტრუქციით

სტატიაში შემოგთავაზებთ მრავალჯერ გამოცდილი და ეფექტური საშუალებების რეცეპტებს, რომელთა წყალობით თქვენს თეთრ პირცახოცებსა და სამზარეულოს ტილოებს დაუბრუნებთ სიქათქათესა და პირვანდელ იერს.

საშუალება №1

აიღეთ თასი, ჩაასხით ძალიან ცხელი ან ადუღებული წყალი და დაამატეთ შემდეგი იგრედიენტები:
  • სარეცხის ფხვნილი 3 ს. კ.
  • მათეთრებელი 3 ს. კ.
  • სოდა 3 ს. კ.
  • ზეთი 3 ს. კ.


ინსტრუქცია:
  1. აურიეთ და მთელი ღამით ჩაალბეთ პირსახოცები, დილით კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
  2. ცადეთ და არ ინანებთ, ძნელადმოსაშორებელი ლაქები უკვალოდ გაქრება.


საშუალება №2

ადუღებულ წყალს დაამატეთ:
  • მზესუმზირის ზეთი 2 ს. კ.
  • ნებისმიერი მათეთრებელი 2 ს. კ.
  • სარეცხის ფხვნილი 1 ჩ. ჭ. (ცოტა ნაკლები)


მომზადებულ ცხელ ნარევში ჩაალბეთ მშრალი პირსახოცები, სამზარეულოს ტილოები და გააჩერეთ სანამ ნარევი არ გაცივდება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ყავის, ჩაისა და ცხიმის ლაქები უკვალოდ გაქრება.

საშუალება №3
  • კალცინირებული სოდა (კაუსტიკური)
  • სარეცხი საპონი


ინსტრუქცია:

სამზარეულოს ტილოები გამოხარშეთ მოცემული იგრედიენტებით გაჯერებულ წყალში და შედეგი გაგაოცებთ.

საშუალება №4
თეთრი ნივთების მათეთრებელი საშუალება:
  • სარეცხი საპნის მეოთხედი ნაწილი
  • კალიუმის პერმანგანანტი (მარგანცოვკა)
  • წყალი 10 ლ


ინსტრუქცია:

აადუღეთ წყალი და გაანაწილეთ ორ თასში. პირველ თასს დაამატეთ გახეხილი სარეცხი საპონი და აურიეთ, ხოლო მეორეს-მცირე რაოდენობით მარგანცოვკა ისე, რომ წყალი ოდნად გაწითლდეს. კალიუმის პერმანგანანტი შეგიძლიათ წყალთან განზავებული გქონდეთ მინის ქილაში. თასები ერთმანეთსი გადაურიეთ და საოცარი ლაქების ამომყვანი საშუალებაც მზად არის. ჩაალბეთ დაზიანებული ნივთები 6-8 საათი, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

საშუალება №5
დაუბრუნებს ნივთებს პირვანდელ სითეთრეს:

  • 1 კგ თეთრი ნივთების გასარეცხად დაგჭირდებათ
  • 1 სათლი ცხელი წყალი
  • წყალბადის ზეჟანგი 3%-იანი 2 ს. კ.
  • სააფთიაქო ნიშადურის სპირტი 2 ს. კ.


ინსტრუქცია:

გარეცხილი თეთრი ნივთები 30 წუთით ჩაალბეთ მომზადებულ საშუალებაში და შემდეგ საფუძვლიანად გაავლეთ.

საშუალება №5
  1. სამზარეულოს ტილოები შეგიძლიათ გაათეთროთ მდოგვის ფხვნილით.
  2. მდოგვის ფხვნილი გახსენით ცხელ წყალში, აურიეთ, ცოტა ხნით დაყოვნეთ და შემდეგ გადაწურეთ.
  3. მომზადებულ ნარევში რამდენიმე საათით ჩაალბეთ სამზარეულოს ტილოები და შემდეგ ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.


შემოგთავაზებთ მათეთრებელი საშუალებების რეცეპტებს:
  1. 5 ს. კ. მარილისა და 5 ლ წყლის ნარევში ჩაალბეთ სამზარეულოს ტილოები და მოაშორეთ ლაქები.
  2. პირსახოცი კარგად გასაპნეთ სარეცხი საპნით, გააჩერეთ 30 წუთი და შემდეგ ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
  3. გარეცხილ პირსახოცზე ლაქა შეამჩნიეთ? 30 წუთით ჩაალბეთ ძმრისა და წყლის ნარევში და შემდეგ გაავლეთ.
  4. აიღეთ თასი, ჩაყარეთ მათეთრებელი, დაასხით ადუღებული წყალი და ჩაალბეთ სამზარეულოს ტილოები, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
  5. გსურთ მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ? უნივერსალური ,,დომესტოსისა“ და ადუღებული წყლის ნარევში 1 საათით ჩაალბეთ სამზარეულოს ტილოები და შემდეგ ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
  6. დაამატეთ თბილ წყალს წყალბადის ზეჟანგი (2 ს. კ. 1 ლ წყალზე). ხსნარში 5-8 საათით ჩაალბეთ პირსახოცები, შეგიძლიათ მთელი ღამითაც დააყოვნოთ, მაგრამ დილით აუცილებლად გარეცხეთ, რადგან დიდ ხნით ხსნარში დატოვებული ქსოვილი შეიძლება დაზიანდეს.
  7. აიღეთ დიდი ემალის ქვაბი, ჩააყარეთ მუჭა კალცინირებული სოდა, ჩაახეხეთ ან ჩააჭერით სარეცხი საპონი და ნახევრამდე ჩაასხით წყალი, შემდეგ კარგად მოურიეთ, სანამ სოდა და საპონი არ გაიხსნება. ჩაყარეთ დალაქავებული თეთრი ნივთები და გამოხარშეთ, ადუღებიდან კიდევ 15 წუთი დააყოვნეთ ცეცხლზე. ამის შემდეგ სარეცხ მანქანაში გარეცხეთ და თქვენი თეთრი ნივთები სიქათქათით თვალს მოგჭრით. ამ მეთოდით ეფექტურად მოაშორებთ ყავის, ხილის, ჩაისა და  ბოსტნეულის წვენის ლაქებს.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და დაუბრუნეთ თქვენს საყვარელ ნივთებს სიქათქათე.
წყაროuniqque.ge
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.