გამხმარი მიხაკი
ყველამ ვიცით, რომ მიხაკი განუმეორებელ გემოს აძლევს ნებისმიერ კერძს. მაგრამ მისი სარგებლობის შესახებ ბევრმა არ იცის. არადა მიხაკი უნიკალურ სანელებელია.
მიკროელემენტების და ვიტამინების შემადგენლობით ის კონკურენციას უწევს ნებისმიერ კომპლექსს ვიტამინების. მიხაკის გამხმარი კვირტები მდიდარია კერატინით და В ჯგუფის ვიტამინებით, აგრეთვე ასკორბინის მჟავით, მაგნიუმით, რკინით, კალიუმით, ფოსფორით, სელენით და ცინკით. ასევე შეიცავს მთრმილავ ნივთიერებებს, რომელსაც მატონიზირებელი ეფექტი აქვს და ამაგრებს იმუნიტეტს.
არ არის გასაკვირი, რომ ამდენი სასარგებლო ნივთიერების ფონზე, მიხაკი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა. ის ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინასა და ფარმაკოლოგიაში. ბევრ ბაქტერიას ეშინია მიხაკის, რაც მას კარგა საპროფილაქტიკო საშუალებად ხდის.
მიხაკის გამაყუჩებელი თვისება ცნობილია უძველესი დროიდან. მაგალითად, სტომატოლოგიის განვითარების დასაწყისში მკურნალები იყენებდნენ გამაყუჩებელ პრეპარატს სწორედ მიხაკის ბაზაზე იყო დამზადებული. ამ მცენარეს შეუძლია მომენტალურად მოხსნას სპაზმები, განსაკუთრებით მუცლის კუნთების და კუჭის. ეთერზეთები, რომელსაც მიხაკი შეიცავს, დადებითად მოქმედებს ჭრილობების შეხორცების პროცესზე და უჯრედების აღდგენაზე.
შეიძლება თუ არა გვავნოს მიხაკმა
ეხლა კი განვიხილოთ მისი უარყოფითი თვისებები. რა თქმა უნდა, მიხაკის გამოყენების დროს უნდა დაიცვათ ზომიერება. ეს ეხება სხვა სანელებლებსაც. გახსოვდეთ, რომ მიხაკის ხშირი და უზომო მოხმარებით ორგანიზმს შეიძლება ავნოთ. შედეგად მიიღოთ ტკივილი, გაზები და გაღიზიანება მუცლის არეში. ამას გარდა, შეიძლება აიწიოს არტერიულმა წნევამ და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებმა იჩინოს თავი.
თუ გაწუხებთ კუჭის მაღალი მჟავიანობა ან წყლული, ჯობია, საერთოდ უარი თქვათ მასზე, რადგან მიხაკი ააქტიურებს კუჭის წვენის გამოყოფას.
ასევე აქვს კოფეინის მსგავსი მოქმედება. უკუნაჩვენებია ჰიპერტონული დაავადების დროს, ხოლო მათთვის, ვისაც დაბალი წნევა აწუხებს, პირიქით, მოუხდება - საკმარისია ერთი ნამცეცი მიხაკის ჩაღეჭვა. ძალიან უხდება ის ჩაის.
მიხაკის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს. ის ასტიმულირებს კუნთოვან ქსოვილებს, რაც ნაყოფისთვის არ არის სასურველი. თუ თქვენ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნებით, თამამად შეგიძლიათ დაამატოთ ეს უნიკალური მცენარე რაციონში. გაგვიზიარეთ კომენტარებში, რაში იყენებთ თქვენ მიხაკს.
გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს!