» » » გამხმარი მიხაკის სარგებელი - რატომ უნდა დავღეჭოთ გამხმარი მიხაკი

გამხმარი მიხაკის სარგებელი - რატომ უნდა დავღეჭოთ გამხმარი მიხაკი

ალბათ, სამზარეულოში ბოთლში გამხმარ მიხაკს ყველა ვინახავთ. ყველაზე ხშირად მას ზამთარში იყენებენ, როცა ცივი სეზონი იწყება და ერთი ჭიქა ცხელი გლინტვეინით გათბობა გსურთ. როგორც აღმოჩნდა, მიხაკი არა მხოლოდ კულინარიული მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მას მედიცინაშიც წარმატებულად იყენებენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და პრევენციის მიზნით. 



მიხაკი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო თვისებებს, მოდით გადავხედოთ:
  • В (В1, В2, В3, В4, В6 и В9 ჯგუფის ვიტამინი, C ვიტამინი, E ვიტამინი, K ვიტამინი.

  • მინერალები: კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, მარგანეცი, სპილენძი, სელენი, თუთია. 

  • ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები

  • ეთეროვანი ზეთი, რომელიც შეიცავს ევგენოლს, კარიოფილენს და ილანეგნს.



გამხმარი მიხაკის სასარგებლო თვისებები

  1. ებრძვის დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს

    მას ფართოდ იყენებენ მედიცინაში ოქროსფერი და თეთრი სტაფილოკოკის, დიფტერიული ჩხირების, ციმბირული წყლულის და ტუბერკულოზის ჩხირების დროსაც. მიხაკი რეკომენდებულია გრიპის პრევენციისთვის.


  2. ანტიჰელმინთური საშუალება

    კვლევებმა, რომლებიც სახლის ცხოველებზე ჩატარდა, აჩვენა, რომ მიხაკი ეფექტური საშუალებაა ასკარიდოზის წინააღმდეგ. ჩინურ მედიცინაში მიხაკი უკვე დიდი ხანია მიღებულია პარაზიტებთან ბრძოლისთვის. 


  3. საკვების მომნელებელი წვენის წარმოებას ხელს უწყობს

    ეს თვისება ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს გასტრიტი დაბალი მჟავიანობით. მიხაკი მადის მომატებას უწყობს ხელს. მაგრამ ის კატეგორიულად აკრძალულია მათთვის, ვისაც მაღალი მჟავიანობა და კუჭის წყლული აწუხებს.


  4. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აღადგენს
    მიხაკს სწორი ნაწლავის, ღვიძლის, მეტეორიზმის და მსხვილი ნაწლავის ანთების სამკურნალოდ უნიშნავენ. 


  5. პირის ღრუს ჯანმრთელობას ხელს უწყობს

    მიხაკი თავისი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით არის ცნობილი. მას კბილის ტკივილის მოხსნა შეუძლია. ასევე პირის ღრუს ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას ხელს უწყობს: უმკლავდება ღრძილების და სტომატიტის ანთებას. ასევე შესანიშნავი ალტერნატივაა საღეჭი რეზინის, ამასთან სუნთქვას სასიამოვნოდ აახლებს. 


  6. ნერვული სისტემა ტონუსში მოჰყავს

    მიხაკს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ტყუილად არ აკეთებენ მიხაკიდან დამამშვიდებელ მედიკამენტს. 


  7. კიბოს განვითარების საშუალებას არ მისცემს
    მიხაკი კიბოს უჯრედების განვითარების პროცესს აფერხებს, ეს მასში შემავალი ევგენოლის წყალობით ხდება. 


  8. ატონიზირებს და სპაზმას ხსნის
    საინტერესოა, რომ ნაყენის დოზირებაზე არის დამოკიდებული მისი ორგანიზმზე გავლენა. ერთი მხრივ, ის ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმებს, მეორე მხრივ - საშვილოსნოს კუნთები ტონუსში მოჰყავს. ასევე ზრდის წნევას. 


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.