» » » ტიპიური მოხუცი ქალის მაკიაჟი: ანადგურებს ნებისმიერ მინიშნებას, რომ ხართ ახალგაზრდა

ტიპიური მოხუცი ქალის მაკიაჟი: ანადგურებს ნებისმიერ მინიშნებას, რომ ხართ ახალგაზრდა

2018 წელს, დავწერე სტატია მსგავსი დასათაურებით, მაგრამ იქ გამოვიყენე მხოლოდ ილუსტრაციები. ახლა დამებადა ძალიან საინტერესო აზრი, გამოვიყენო ეს მაკიაჟი საკუთარ თავზე. გამოვიყენო მაკიჟის ის დეტალები, რომლებიც მე ერთმნიშვნელოვნად მივაკუთვნე მოხუცების მაკიჟს. და ამ სტატიაშიც გავიმეორებ გაფრთხილებას:

თუ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე არის თქვენს მაკიაჟში და თქვენ არ გსურთ ამის შეცვლა, თხოვნაა, ნუ გეწყინებათ! მაკიაჟში არ არსებობს მკაცრი წესები და ყოველთვის არის მილიონი გამონაკლისი, შესაძლოა თქვენ გამონაკლისი ხართ და ქვემოთ აღწერილი თქვენ არ გეხებათ.

და აი მე , ფილტერების, მაკიაჟის, ფოტოს დამუშავების და პოზირების გარეშე, ვბარდები თქვენს კრიტიკას:



პირველ ეტაპზე დავიტან ტონალურ კრემს, მოყვითალო ქვეტონით. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს კანს არ აქვს ყვითელი ქვეტონი. ქვეტონთან თამაშები არასოდეს არ სრულდება კარგად.

რატომ არის ეს ცუდი? მე მაქვს ვარდისფერი არამარტო კანი, არამედ ყურები, თვალის გარშემო კანი, კისერი… ყვითელ ქვეტონთან ერთად, ისინი გამოიყურება ისე, თითქოს ანთებითია და ავადმყოფური.



შემდეგ ვიხატავ წვრილ, ნახევარწრის ფორმის წარბებს. რაც უფრო გრძელი იყო წარბი, მით უფრო მოდური იყო 2000-ში… მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს მოდიდან გადავიდა და გრძელი წარბები კი, ობიექტურად გვიმატებს ასაკს. მე ვეცდები გამოვსახო ისინი ,,მძიმე”-ს ფორმით… სასაცილოა? სინამდვილეში კი, ადრე მე თვითონ ვიკეთებდი ამ ფორმის წარბებს.



ფანქარი ერთ ხაზად, დატუშვის გარეშე. მე ვარ 30+ და ჩემს კანს არ ყოფნის ელასტიურობა, რომ წავისვა ფანქარი ისე, რომ არ მივიღო ,,გოფრე”. რაც უფრო ასაკიანი ხარ, მით უფრო ძნელია ამის გაკეთება. კანი ედება ფანქრის წვეტს და გამოდის პუნქტირი, სწორი ხაზის ნაცვლად.

და რომ უფრო გაგამხიარულოთ, ვაიგნორებ წამწამებს შორის ხაზს. ასე ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მსოფლიოში ყველაზე მეჩხერი წამწამები მაქვს, ან საერთოდ არ მაქვს ისინი.



რაც შეიძლება ბევრი ტუში და პომადა პერლამუტრით. ისე რომ ტუჩის შუა ნაწილი ცისფრად ელვარებდეს.



ვიმატებ რაც შეიძლება ბევრ რუჯის ფერ პუდრს. რუმიანას ვიმატებ ბზინვარების მქონეს, რომელიც ხაზს უსვამს კანის რელიეფს და ბრონზერს ლოყის ქვედა ნაწილში.

შედეგად, თვალები ძალიან მალე დამეღალა და გამიწითლდა ბევრი ტუშისგან. სახე კი ,,მხიარულად დანაოჭდა” ბევრი პუდრის გამო.



მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერები ,,ცოცხალ’’ ფერებად ითვლება, ახალგაზრდობასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. და რაც მთავარია, მე ობიექტურად არ ვცდილობდი მაკიაჟის დაცინვას. მე უბრალოდ შევაგროვე ყველა დეტალი, რაც რეალურად მხვდება ქუჩაში.
ავტორიხათუნა ყაზაროვი
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.