» » » ჭარბი ცხიმი მუცელსა და ბარძაყებზე, მიზეზი ეს 7 პროდუქტია.

ჭარბი ცხიმი მუცელსა და ბარძაყებზე, მიზეზი ეს 7 პროდუქტია.

ჭარბი ცხიმი ორგანიზმში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის განვითარების რისკს ზრდის. ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებებია დიაბეტი, გულის დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა და ინსულტი, ასევე ზოგიერთი სახის სიმსივნე.მოხდენილი სხეულის ფორმების და ბრტყელი მუცლის საიდუმლო ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობის კომბინაციაა.დღეს რჩევების რედაქცია გაგაცნობთ 7 პროდუქტს, რომლებიც მუცლის ღრუში ცხიმის დაგროვებას იწვევენ.

  1. მარცვლოვანი - მარცვლოვანი კულტურები შესანიშნავი კვების პროდუქტებია. ნამდვილად, კვების პირამიდა ირწმუნება, რომ მარცვლეული ჩვენი რაციონის დიდ ნაწილს უნდა შეადგენდეს. ისინი გულის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებენ, ჯანსაღ საჭმლის მონელებას და გახდომას ხელს უწყობენ.თუმცა რაფინირებული პროდუქტები, როგორიცაა თეთრი პური, თეთრი ბრინჯი და სხვა, ნახშირწყლებით სავსეა. ისინი წმენდის პროცესს გადიან, რომლის დროსაც კვებითი ღირებულებების დიდ ნაწილს კარგავენ.მთელი მარცვლეულის პროდუქტები უფრო ხანგრძლივად დანაყრებას უზრუნველყოფს. შედეგად, მუცლის ცხიმი მცირდება.

  2. ტკბილი სასმელები - ადამიანები არ ელიან, რომ თხევადი კალორიები ცხიმებად გარდაიქმნება. არადა ევროპასა და აშშ–ში ჭარბი წონის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა.1 ბოთლი ლიმონათი 200–ზე მეტ კალორიას შეიცავს, რაც 1 ჩიზბურგერის ტოლია.ტკბილი სასმელები დიაბეტის და გულის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. სწორედ ამიტომ, ნატურალური ინგრედიენტებით შინაურული სასმელები მოამზადეთ და შაქრით არ დაატკბოთ.

  3. ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი - ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი ან მარგარინი ტრანსცხიმებს შეიცავს – ეს ერთადერთი ცხიმია, რომელსაც ჩვენი ორგანიზმისთვის არანაირი კვებითი ღირებულება არ აქვს.ის მდიდარია კალორიებით, რომლებსაც კუჭი ვერ წვავს. გარდა ამისა, ქოლესტერინის დონეს ზრდის. თუ გახდომის პროცესს და მუცლის ცხიმის მოშორებას სერიოზულად ეკიდებით, რაციონიდან ტრანსცხიმები ამოიღეთ.

  4. ცხოველური წარმოშობის ცხიმიანი პროდუქტები - სასარგებლო ცხიმები, რომლებსაც სასარგებლო ზეთებიდან, კაკლიდან და თევზიდან ვიღებთ, ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.ასევე არსებობს სხვა ტიპის ცხიმები, რომელთაც თავი უნდა აარიდოთ. ხორცსა და რძის პროდუქტებში შემავალი ნაჯერ ცხიმებს უფრო მაღალი კვებითი ღირებულება აქვთ, ვიდრე ტრანსცხიმებს, მაგრამ ჭარბი ცხიმის დაგროვებაშიც დიდი წვლილი შეაქვს.ამ ცხიმების ყველაზე გავრცელებული წყაროა ცხიმიანი ხორცი და გადამუშავებული ხორცის პროდუქტები. მათზე სრულად უარი არ თქვათ, უბრალოდ მოხმარება შეამცირეთ.

  5. შემწვარი კერძები - შემწვარი კერძები სწრაფი კვების ქსელების მთავარი ნაწილია. ალბათ, უკვე იცით, რომ შემწვარი კერძები, თუნდაც გემრიელი, ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.სანამ თქვენი გემოს რეცეპტორები ტკბება, სხეულის დანარჩენი ნაწილი ცხიმიანდება, რაც სიმსუქნის, ინსულტის, ასევე სიმსივნის რისკს ზრდის.შემწვარი საკვების მიმართ ლტოლვის შემცირება და რაიმე ჯანსაღი ალტერნატივით ჩანაცვლება ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ბრტყელი მუცლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

  6. ალკოჰოლი - ჩვენს სიაში მისი მოხვედრა ნაკლებად მოსალოდნელი იყო. თუმცა ჭარბი ალკოჰოლის მიღება ღვიძლს დატვირთულ რეჟიმში მუშაობას აიძულებს. მუდმივად მავნე ნივთიერებების მოშორების მცდელობისას შეიძლება ორგანოს ცხიმის გადამუშავება დაავიწყდეს. შედეგად, ცხიმი ორგანიზმში გროვდება.განსაკუთრებით საზიანოა ალკოჰოლური კოქტეილები. 1 სასმელი ბევრ კალორიას და შაქარს შეიცავს, რომლებიც ცხიმად სწრაფად გარდაიქმნება.გარდა ამისა, ალკოჰოლური სასმელებს თან არაჯანსაღი პროდუქტების მიღება ახლავს. შუაღამით 10 სახეობის ლუდი პიცასთან და მარილიან კაკალთან ერთად ბრტყელი მუცლის მიღებას ხელს ნამდვილად არ უწყობს.

  7. მარილიანი პროდუქტები - მარილიანი პროდუქტები ერთ–ერთი ყველაზე ცუდი ფაქტორია, რომელიც ჭარბი ცხიმის დაგროვებას ხელს უწყობს, რადგან მისი კალორიებში გაზომვა შეუძლებელია.ნატრიუმი ბევრ პოპულარულ ნახევარფაბრიკატში დომინირებს, რადგან გემოს აუმჯობესებს და შენახვის ვადას ახანგრძლივებს.მარილი სითხის შეკავებას იწვევს, ამიტომ ჭარბი რაოდენობით მიღებისას შეიძლება არტერიული წნევის სახიფათო რყევები გამოიწვიოს


მუცლის ცხიმთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი ამ პროდუქტების თავიდან აცილებაა. ფიზიკური აქტივობაც არ უნდა დაგავიწყდეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.