თავად ვენტილატორი ადამიანისთვის სახიფათო არაა, თუმცა ღამით ჩართული მოწყობილობის დატოვებამ შეიძლება რამდენიმე უსიამოვნო სიტუაცია გამოიწვიოს. „რჩევები“ გიამბობთ, რატომ სჯობს ღამით ვენტილატორის გამორთვა და რა ალტერნატივები არსებობს.
რატომ სჯობს ვენტილატორის გამორთვა
- რიგი კვლევები ადასტურებს, რომ ჩართული ვენტილატორი შეიძლება ალერგიის მქონე ხალხისთვის სახიფათო იყოს. ჰაერის ნაკადი ალერგენის ნაწილაკების გავრცელებას ხელს უწყობს, რამაც შეიძლება უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს.
- მთელი ღამე ჩართული ვენტილატორი სხეულიდან ტენს აორთქლებს, ასევე პირის და ცხვირის ღრუს აშრობს. ზოგადად, ტენის დაკარგვა უმნიშვნელო გამოდის და ჭიქა წყლით ადვილად ივსება. თუმცა ცხელ კლიმატში მცხოვრებისთვის ამან შეიძლება რიგი დამატებითი პრობლემები გამოიწვიოს.
- ღამით სხეულის ტემპერატურა მცირდება, ხოლო ვენტილატორი ოთახს კიდევ უფრო აგრილებს. დაბალ ტემპერატურაზე კრუნჩხვები ხშირია. ძალიან ცხელ ღამეში ვენტილატორი უფრო მეტ ზიანს მოგაყენებთ, ვიდრე დაგეხმარებათ. ცხელი ჰაერის ნაკადის თქვენკენ მიმართვა მხოლოდ გულისრევას და თავის ტკივილს გამოიწვევს.
ალტერნატივები
- ყველაზე აშკარა ვარიანტი – ვენტილატორი მეორე მხარეს მიაბრუნეთ. თუმცა ეს ძალიან ეფექტური გამოსავალი არაა. შეგიძლიათ პირდაპირ ღია ფანჯარასთან დადოთ, რომ ოთახი სუფთა ჰაერით გაავსოს.
- უმეტეს შემთხვევაში ღამით ღიად დატოვებულ ფანჯარას ვენტილატორის ჩანაცვლება შეუძლია. განსაკუთრებით დილისკენ, როცა ჰაერის ტემპერატურა დღიურ მინიმუმს აღწევს.
- შეგიძლიათ ოთახში დატოვოთ სველი პირსახოცი ან წყლით სავსე ვედრო. ასე ტენიანობას გაზრდით და ძილი უფრო კომფორტული გახდება.
თუ ვენტილატრის ხმაურის გარეშე დაძინება არ შეგიძლიათ, ალბათ, აქ სხვა არაფერი გიშველით.