» » » როგორ გავზარდოთ დაფნა ფანჯრის რაფაზე

როგორ გავზარდოთ დაფნა ფანჯრის რაფაზე

ჩვენ, ყველა წარმატებასა და დიდებაზე ვოცნებობთ, მაგრამ ცოტა თუ ხვდება, რომ მისი გაზრდა პირდაპირი გაგებით ფანჯრის რაფაზე შეიძლება. საკმარისია, დაფნის ხე დარგოთ, საჭირო ფენშუის კუთხეში დადოთ და თქვენ გამარჯვებული ხართ!



თუ მისტიკური სწავლებიდან სასწაულს არ ელოდებით, ამ მწვანე ხის პრაქტიკულ მხარეს დააფასებს: ხელის გაწვდენაზე ახალი არომატული ბალახი მოწყვიტეთ და პირდაპირ ბულიონით სავსე ქვაბს ან ყალმუხურ ჩაის დაუმატეთ.



დაფნის ხე

მარადმწვანე დაფნის ხე ან კეთილშობილური დაფნა (Laurus nobilis) ხმელთაშუა ზღვისპირეთის მთელ სანაპიროზე იზრდება. უძველესი დროიდან დაფნა სინათლის და ხელოვნების მფარველის ღმერთის, აპოლონის წმინდა ხედ ითვლებოდა. ამბობდნენ, რომ მცენარე მხატვრებს და პოეტებს შთაგონებას ანიჭებდა.



ბერძნები ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულებს დაფნის გვირგვინით აჯილდოებდნენ. რომის იმპერიაში მსგავსი დიდება სარდლებს და იმპერატორებს ენიჭებოდათ. ფენშუის მხრივ, დაფნა ამტანობის, სიცოცხლის ძალის, საკუთარ სიმართლეში თავდაჯერებულობის და შთაგონების წყაროა.



როგორც ოთახის მცენარე დაფნა ნებისმიერ შენობაში გამოგადგებათ. ბზინვარე, უხეში, დამახასიათებელი სუნის მქონე ფოთლები არა მხოლოდ სახლს გააფორმებენ, არამედ ფიტონციდებს გამოყოფენ და ბაქტერიებს და ვირუსებს კლავენ. დაფნის ფოთლების ნახარში საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და მადას ზრდის.

კეთილშობილური დაფნა ფანჯრის რაფაზე



1. თესლის მომზადება

აღმონაცენების ამოსვლა თბილ და გრძელ დღეებს დაემთხვას, თესლი გვიან შემოდგომას ან ადრეულ ზამთარში დარგეთ. დარგვის წინ აუცილებელია სკარიფიკაცია (მყარი წყალგაუმტარი გარსის მთლიანობის დარღვევა). ამისთვის „ბარდები“ ზუმფარის ქაღალდით გახეხეთ ან დანით დასერეთ.



ამის შემდეგ თესლები რამდენიმე დღით თბილ წყალში ჩაალბეთ. როცა თესლი გასივდება, სველი ქვიშით სავსე ჭიქაში 1სმ სიღრმეზე ჩარგეთ.



ფირი გადააფარეთ და თბილ და ნათელ ოთახში გასაღვივებლად გააჩერეთ, დრო და დრო ქვიშა მორწყეთ. პირველი აღმონაცენების გამოჩენისთანავე ფირი მოაშორეთ. როცა მცენარეზე 3-4 ფოთოლი გამოჩნდება, შეგიძლიათ ქოთანში გადარგოთ.

2. კალმით გამრავლება

დაფნის კალმიდან გაზრდა სირთულეს არ წარმოადგენს. მწვანე ბუჩქს 20-25 სმ სიგრძის ტოტი მოაჭერით.



2-3 ფოთლიან კალმებად დაყავით, ქვედა ფოთლები მოაშორეთ. კალმის ბოლო ირიბად გადაჭერით და „კორნევინით“ (ფესვების ზრდის მასტიმულირებელი) დაამუშავეთ.



კალმები სველი ქვიშით სავსე ჭიქაში ან ლიმონათის გადაჭრილ ბოთლში ჩარგეთ და ქილა დაახურეთ, რომ ჰაერის მაღალი ტენიანობა შექმნათ.



სასურველია, კვირაში 2-3-ჯერ კალმები წყლით დანამოთ. გაფესვიანება 3-4 თვეში მოხდება. ამის შემდეგ მცენარე შეგიძლიათ ქოთანში გადარგოთ.

3. ნერგის გადარგვა

ქოთანი გაავსეთ სადრენაჟო ფენით, ხავსით, პერლიტით და 2 ნაწილი კომპოტით გაავსეთ. მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ მზა სუბსტრატი, რომელიც სუკულენტებისთვის არის განკუთვნილი. ქოთანი რაც უფრო დიდი იქნება, ბუჩქი მით უფრო მაღალი გაიზრდება.



ახალგაზრდა ყლორტების ფესვების სისტემა ნიადაგში ფრთხილად ჩარგეთ და მიწა მოაყარეთ. გადარგვის შემდეგ დაფნის ქოთანი ისეთ ადგილას დადეთ, სადაც გაფანტული სინათლე ან ნახევრად სიბნელე იქნება. პირდაპირი მზის სინათლის ქვეშ არ დადოთ.

4. მოვლა და მოსავლის აღება

ოპტიმალური ტემპერატურა – 15-20 გრადუსი ზაფხულში და 10-12 გრადუსი ზამთარში. დაფნას ნოტიო ჰაერი უყვარს. სწორედ ამიტომ, წყლით დანამეთ, თვეში ერთხელ შხაპი გაუკეთეთ ან ქოთნის ახლოს წყლით სავსე ჭურჭელი დადეთ.



დარგვიდან 2 წლის შემდეგ სხვა ქოთანში გადაიტანეთ, ასე მისი ფესვები ვიწროდ არ იქნება. სწორი მოვლის პირობებში დაფნის ხე შეიძლება სიმაღლეში 2 მეტრზე მაღალი გაიზარდოს.



ფოთლები ნოემბერ–დეკემბერში მოკრიფეთ. ამ პერიოდში მასში მაქსიმალური რაოდენობის ეთერზეთები შედის. ასეთი სანელებელი შეგიძლიათ მთელი წელი შეინახოთ. შემდეგ მას სიმწარე უჩნდება.

საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროთ. მაშინაც კი გამოცდილი ფლორისტი არ ხართ, მოთმინება მოიკრიფეთ და არომატული ხე სანელებელს მოგცემთ, შთაგონებას მოგანიჭებთ, თქვენს სახლს დაამშვენებს და ავი თვალისგან დაგიცავთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.