» » » ჭიებს მჟავე გარემო არ უყვართ

ჭიებს მჟავე გარემო არ უყვართ

„გთხოვთ, მირჩიეთ ეფექტური მეთოდი, თუ როგორ მოვიშორო ჭიები. წინასწარ მადლობა. პატივისცემით, ოლღა“.


წერლს პასუხობს ელენა სვიტკო, ექიმი ნატუროპათი და სახალხო მკურნალი.

პარაზიტების წინააღმდეგ ხალხური მეთოდის გამოყენებას გირჩევთ. მაგალითად, კუპრის დახმარებით. მთვარის კლების პერიოდში, დილით 1 წვეთი კუპრი დალიეთ. 9 დღის განმავლობაში ორგანიზმი ჭიებისგან გაიწმინდება. ამავე მეთოდით ოპისტორქოზსაც მკურნალობენ.

ჰელმინთების მოშორებაში ბერგამოტის ეთერზეთის მოხმარება დაგეხმარებათ. 5 წვეთი ბერგამოტის ზეთი 1 ს/კ წითელ ღვინოსთან ერთად ძილის წინ დალიეთ. მკურნალობის კურსი - 1 თვე.

აიღეთ თითო სუფრის კოვზი მუხის ქერქი, ხეჭრელის ქერქი, აბზინდას ბალახი, ასისთავა და ასფურცელა.  1 ს/კ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე 30 წუთით გააჩერეთ. გადაწურეთ და თითო ყლუპობით დღის განმავლობაში დალიეთ.

ჭიებს სიმჟავე არ უყვართ, ამიტომ კომბოსტოს მწნილი, პომიდვრის წვენი ნიორთან ერთად, ფორთოხლის წვენი 1 ჩ/კ მიხაკის ზეთთან ერთად - ჭიების საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებებია.

ჭიების მოსაშორებელი ბანანი-კოჭის კოქტეილი. 1 ბანანი, 1 ჩ/კ დაქუცმაცებული კოჭა და 2 ს/კ თაფლი დააბლენდერეთ და დილით, უზმოზე დალიეთ.

ანტიპარაზიტული თერაპია მჟავე წყლით ოყნის გაკეთებასაც მოიცავს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.