მათი რომანების მთავარი თემა ეთიკური და მორალური პრობლემები იყო, რომლის წინაშეც ხალხი მომავალში დადგებიან. „სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლები მომავლის უვარგისი წინასწარმეტყველები არიან“ – მორცხვად ამბობდა ბორის სტრუგაცკი.
თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ადგილი დაემკვიდრებინათ გენიოსებს შორის, რომლებმაც ეპოქალური აღმოჩენები და 21-ე საუკუნის მიღწევები წარმოუდგენელი სიზუსტით იწინასწარმეტყველეს. აი, ისინი – საბჭოთა ფანტასტიკის ჟანრის მწერლის ახდენილი პროგნოზები.
ძმები სტრუგაცკების შემოქმედება
მომავლის წინასწარმეტყველება
„თუ სხვებზე უფრო შორს ვხედავდი, მხოლოდ იმიტომ, რომ გიგანტების მხრებზე ვიდექი“ – სამართლიანად აღნიშნა ერთ–ერთ წერილში ისააკ ნიუტონმა. სწორედ ამიტომ, სანამ სტრუგაცკების ვარაუდებზე ვისაუბრებთ, სხვა ცნობილ პროგნოზებს პატივი მივაგოთ.
ეს ჩამონათვალი ნამდვილად შეიძლება უსასრულო იყოს, მაგრამ სტატიის ფორმატი მხოლოდ რამდენიმეს ჩამოთვლის საშუალებას გვაძლევს. დავიწყოთ, სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ–ერთი ფუძემდებლით – ჟიულ ვერნი. სახიფათო თავგდასავლები, ფანტასტიკური თხრობა და რეალური სამეცნიერო ფაქტები გამომგონებლების და მეცნიერების არა ერთ თაობას შთაგონებას აძლევდა.
ჟიულ ვერნმა დროს გაუსწრო და კოსმოსის შესწავლაზე პირველი ალაპარაკდა. მის ნაწარმოებებში შეგიძლიათ იპოვოთ ასწლეულების შემდეგ შექმნილ კომპიუტერებს, აკვალანგების, ვერტმფრენების, თვითმფრინავების და სწრაფმავალი წყალქვეშა ნავების შესახებ აღწერილობას.
ასი წლის შემდეგ დაბადებული სტანისლავ ლემი (წიგნის „სოლარისი“ ავტორი) სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის პირველი მწერალი გახდა, რომელმაც ქაღალდის წიგნების ეპოქის დასრულება იწინასწარმეტყველა. ახლა მისი სიტყვების წაკითხვა შესაძლებელია Kindle-ს ეკრანზე. რთულია მწერლის წინასწარმეტყველურმა საჩუქარმა აღფრთოვანება არ გამოიწვიოს.
და კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ წინასწარმეტყველების ნიჭს მომავლის მატერიალიზება შეუძლია. ფოტო–კადრი 1967 წლის ფილმიდან „ანდრომედას ნისლეული“. გასაოცარია, რომ ამ დროს სტივ ჯობსი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, ხოლო ყველასთვის ხელმისაწვდომი პირველი ნოუთბუქი „Osborne 1” აშშ–ში მხოლოდ 14 წლის შემდეგ გამოჩნდა.
სტრუგაცკების ახდენილი პროგნოზები
დიდი პლანეტარული ინფორმაცია
რომანი „ხოჭო ჭიანჭველების ბუდეში“ 1979 წელს დაიწერა. მასში დიდ პლანეტარულ ინფორმატორებს ვხვდებით – სხვადასხვა ინფორმაციის გლობალურ მცველებს, სადაც შეიძლება მისამართების, ტელეფონის ნომრების, სამეცნიერო სტატიების პოვნა.
რით არ არის ვიკიპედიის ანალოგი? მართალია, თანამედროვე ინტერნეტის ეფექტურობა სტრუგაცკებმა ზუსტად ვერ შეაფასეს. მაგალითად, მაქსიმ კამედერი ერთ–ერთ მის მოთხოვნაზე პასუხს არც მეტი, არც ნაკლები 2 საათი ელოდება.
უპილოტო ავტომობილები
ბოლო სიახლის ფონზე, როცა Tesla–მ მძინარე მძღოლით პოლიციისგან დამალვა სცადა, საინტერესოდ გამოიყურება უპილოტო ავტომობილების აღწერა რომანში „საუკუნის მტაცებლური ნივთები“ (1964).
„ვუყურებდი, როგორ მივიდა თავის გრძელ ავტომობილთან, სავარძელზე დაეშვა, მართვის პანელს დააჭირა, საზურგე უკან გადასწია და მგონი ჩათვლიმა. ავტომობილი მოედანზე ფრთხილად შემოვიდა, სიჩქარეს მოუმატა და გვერდითა ქუჩის სიმწვანეში გაქრა“.
რეივ–წვეულებები
სტრუგაცკებმა არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ 21-ე საუკუნის მრავალი ყოველდღიური მოვლენა იწინასწარმეტყველეს. რომანში „საუკუნის მტაცებლური ნივთები“ ჩაფიქრებული იყო, როგორც კაპიტალისტური კეთილდღეობის სამყაროზე სატირული პაროდია. ყურადღებიანი მკითხველი მასში თანამედროვე ცხოვრების სურათებს ადვილად იპოვის.
„წითელი – ლურჯი – მწვანე, წითელი – ლურჯი – მწვანე. გაშეშებული, უკან გადაწეული სახეები, შავი დაღებული პირები, უმოძრაო თვალები. ჩრდილებს შორის არც ახამხამებდნენ. უკვე საკმაოდ სიჩუმე ჩამოწვა და შევხტი, როცა ქალის მკივანა ხმამ იყვარა: „ძაგძაგი“.
და მას ათობით ხმამ უპასუხა: „ძაგძაგი, ძაგძაგი“. ხალხმა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოციმციმე შუქების ფონზე რიტმულად ტაშის კვრა დაიწყო და თანაბარი ხმით გაყვიროდნენ: „ძაგ–ძაგი! ძაგ–ძაგი! ძაგ–ძაგი!“
ვიღაც მახვილი იდაყვით უკნიდან დამეყრდნო. ხალხი მაწვებოდა და მოედნის ცენტრისკენ, ციმციმების ქვეშ მიბიძგეს. ნაბიჯი გადავდგი, მეორე, შემდეგ ბრბოს, გაშეშებულ ხალხს გავეცალე. ორი მოზარდი, ყინულივით გაყინული, მოულოდნელად გაბრაზდა, ერთმანეთს ყელში სწვდნენ, გაწევ–გამოწევა დაიწყეს და მუშტები დასცხეს, მაგრამ მათი უმოძრაო სახე კვლავ მოციმციმე ცისკენ იყო მიმართული“.
ხორცი სინჯარიდან
3D პრინტერებს უკვე თითქმის ყველაფრის დაბეჭდვა შეუძლიათ. მათ შორის ნიღბების. საკვების 3D ბეჭდვა ფანტასტიკას სულ არ წარმოადგენს. მით უმეტეს მისი შედეგები გემოთი ნამდვილ პროდუქტს არაფრით ჩამოუვარდება. სტრუგაცკიმ ამის წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ 1962 წელს შეძლო, როცა მისი მოთხრობა „შორეული ცისარტყელა“ გამოქვეყნდა.
„და როგორი უსიამოვნოა, ორწლიანი სიჭარბის შემდეგ კვლავ დავუბრუნდე სინთეტიკურ, ხელოვნურ სტეიკს, კბილის პასტის გემოს მქონე მსხალს, ქლორილებულ „სოფლის წვნიანებს“, კვაზიბიოტიკურ ცხვრის კოტლეტებს და სხვა სინთეზურ სასწაულებს..“
პეინტბოლი
ლიაპნიკი, პეინტბოლის იარაღი, აღწერილია სტრუგაცკის რომანტში „საუკუნის მტაცებლური ნივთები“. ეს პირველი პეინტბოლის იარაღის გამოგონებებამდე 17 წლით ადრე მოხდა.
„ეს იყო რაღაც სათამაშო ავტომატის მსგავსი – კომფორტული სახელურით და ბრტყელი მართკუთხა ქილით, რომელიც ქვემოდან ედგემობოდა.
– რა ნივთია? – ვკითხე მე.
– ლიაპნიკი, – მითხრა მან მკვახედ, – აქ მომეცი. სათამაშო მომცა.
– ლიაპნიკი, – მითხა მან, – რომლითაც, გამოდის ისვრიან. რომ მომხვედროდა?“
ვიდეოკავშირი
Skype, Zoom, Discord, WeChat… ვიდეოკავშირის პროგრამები ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. სტრუგაცკის წიგნებში მას კარგად აღწერს ახალგაზრდა კაცი ჩამორჩენილი პლანეტიდან („ბიჭი იმქვეყნიდან“ 1974).
„ის თავისი ეკრანის წინ ზის, თითოეულ ეკრანზე – თითო არსება და მათთან საუბრობს. თითქოს დანა ჩამარტყეს. წარმოვიდგინე, რომ ვბრაზობ იქ, მთაზე, ისტერიკას ვმართავ, ის კი ზის და ამ ყველაფერს ეკრანიდან უყურებს და იცინის“.