საქმე იმაშია, რომ ედუარდ VII ცნობილი იყო საკუთარი არაგულგრილი დამოკიდებულებით ლამაზი სქესის წარმომადგენელთა მიმართ. ამ უჩვეულო სავარძელს კი ის კომფორტულ პოზაში ქალბატონებთან ინტიმური კავშირის დასამყარებლად იყენებდა.
ვიქტორიას უფროსი შვილი ჭარბწონიანობისგან იტანჯებოდა, ხოლო ეს სავარძელი მას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სასურველ პოზაში ინტიმური ურთიერთობის დამყარებაში ეხმარებოდა. გარდა ამისა, ამ უჩვეულო ავეჯის დახმარებით ედუარდს თავისუფლად შეეძლო ინტიმური კავშირის დამყარება ერთდროულად ორ ქალბატონთან.
მონარქი საკუთარ სავარძელს პარიზის ერთ-ერთ პრორდელში, ''Le Chabanais''-ში ინახავდა. მეტიც, მას ბორდელში საკუთარი ოთახი ჰქონდა მოწყობილი, რომელსაც გარდა ამ უჩვეულო სავარძლისა, მდიდრული ვანა ამშვენებდა.
მეფის მოთხოვნები ყოველთვის ძალზედ უჩვეულო და უცნაური იყო. როგორც წესი, ამ ვანას მონარქისთვის შამპანიურით ავსებდნენ. 1964 წელს, ბორდელის დახურვის შემდეგ ეს უჩვეულო ნივთი ცნობილმა მხატვარმა, სალვადორ დალიმ შეისყიდა.
მიუხედავათ ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, ედუარდ VII თავი ისტორიას ბრძენ მეფედ დაამახსოვრა.