როგორ გამოვიყენოთ კურკუმა სამკურნალო მიზნებისთვის
კურკუმას სასმელი ართრიტს ამარცხებს! ”ოქროს რძე” - ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დაზიანებული სახზრებისთვის. სასმელის მომზადება იოლია: საჭიროა 2 ს.კ. კურკუმა, 1 ჭიქა რძე და 1 ჭიქა წყალი.
დაასხით კურკუმას წყალი და მოადუღეთ 10 წუთით. შედეგად მიიღებთ პასტას, რომლის შენახვაც 1 თვის განმავლობაში შეგიძლიათ მაცივარში. გააცხელეთ რძე, დაამატეთ 1 ს.კ. პასტა და დალიეთ.
კურკუმას აბები - შესანიშნავი მეთოდია ფსორიაზის სიმპტომებთან ბრძოლაში. დარწმუნდით, რომ წამალს რაიმე დანამატები არ აქვს. ფსორიაზს მხოლოდ კურკუმას 95%-იანი ექსტრაქტი მოგაცილებთ. მიიღეთ ყოველდღიურად 1,5-3 გრამი სამკურნალო წამალი.
ფერად კომბოსტოსთან ტანდემში კურკუმა პროსტატის კიბოს შესანიშნავი პროფილაქტიკაა. გამოაცხვეთ ცოტაოდენი კომბოსტო, დაამატეთ 1 ს.კ. კურკუმა.
კურკუმა ძალზედ ეფექტურია ანემიის დროს. ამისათვის შეურიეთ 1 ჩ.კ. თაფლი და ¼ ჩ.კ. კურკუმა. მიიღეთ ყოველ დილას უზმოზე.
კურკუმა ნამდვილი ხსნაა მათთვის, ვისაც შაქრის დიაბეტი აწუხებს. იგი ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას და ეფექტურად ებრძვის ჭარბწონიანობას. მიიღეთ ¼ ჩ.კ. კურკუმა დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.
კურკუმა - შესანიშნავი ანტიბაქტერიალური საშუალებაა. საკმარისია უბრალოდ წაისვათ პატარა ჭრილობაზე ეს სუნელი, რათა დააჩქაროთ შეხორცების პროცესი.
საკვებში ყოველდღე 1 ჩ.კ. კურკუმას გამოყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს შესანიშნავი პროფილაქტიკაა.
კურკუმა დაგეხმარებათ ორგანიზმის გაწმენდაში შლაკებისა და ტოქსინებისგან. დალიეთ ყოველ ღამე ჭიქა რძე 1 მწიკვი კურკუმასა და 1 ჩ,კ, თაფლის დამატებით.
ყელის ტკივილის დროს შეურიეთ 1 ჩ.კ. მარილი, ½ ჩ.კ. კურკუმა და 1 ჭიქა თბილი წყალი. ამ ხსნარით რეგულარულად უნდა გამოივლოთ პირის ღრუ.
კურკუმა შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი საშუალებაა. მას ხშირად იყენებენ დამწვრობისას. ამისათვის მოამზადეთ ნარევი თანაბარი რაოდენობის ალოეს წვენისა და კურკუმისგან. მიღებული მასა წაისვით დამწვრობაზე და გაიჩერეთ რამდენიმე საათით.
მუწუკუების მოსაცილებლად შეურიეთ თანაბარი რაოდენობის კარაქი და კურკუმა, წაისვით პრობლემურ ადგილებზე.
ასევე, კურკუმას იყენებენ კოსმეტოლოგიაში, ამ სპეციისგან დამზადებული ნიღბები ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენას, პატარა ნაოჭების მოცილებას და ფორების შევიწროვებას.
მოამზადეთ კანის ნიღაბი: შეურიეთ ½ ჩ.კ. კურკუმა, 1 ს.კ. შვრიის ფქვილი და წოტაოდენი წყალი. წაისვით ნიღაბი სუფთა კანზე 10 წუთით. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
კლასტერული თავის ტკივილის მოსაცილებლად, დალიეთ თბილი რძე, რომელშიც ცოტაოდენი კურკუმა არის გახსნილი.
კურკუმა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა წონაში დაკლების მსურველებისთვის. აადუღეთ 0,5 ლიტრი წყალი. გადმოდგით გაზქურიდან, დაამატეთ 3 ს.კ. შავი ჩაი, ცოტაოდენი დარიჩინი, 3 ნაჭერი ჯანჯაფილი, 1 ს.კ. კურკუმა და 1 ჩ.კ. თაფლი. როდესაც ნაყენი გაცივდება, დაწურეთ და დაამატეთ 0,5 ლიტრი უცხიმო კეფირი. ჩაანაცვლეთ მიღებული მასით საუზმე ან ვახშამი.