» » » მიირთვით კურკუმას ჩაი ღვიძლის ფუნქციის გასააქტიურებლად და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად

მიირთვით კურკუმას ჩაი ღვიძლის ფუნქციის გასააქტიურებლად და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად

ვინ იფიქრებდა, რომ ჩვენთვის ისეთი ცნობილი სანელებელი, როგორიც კურკუმაა, სასარგებლო ნივთიერებების მთელი საგანძური იქნებოდა. კურკუმას მოხმარება დადებითად მოქმედებს ჩვენს სხეულზე: მას სისხლძარღვებისა და კაპილარების ქსელის აღდგენა შეუძლია, გეხმარებათ პოდაგრასთან, ართრიტთან ბრძოლაში, აუმჯობესებს სახის ფერს და აახალგაზრდავებს მთელ ორგანიზმს.

ეს სანელებელი ძალიან სასარგებლო საშუალებაა მათთვის, ვისაც წონის კლება სურს. საქმე ისაა, რომ პოლიფენოლი კურკუმინი, რომელიც კურკუმას შემადგენლობაშია, ხელს უშლის ცხიმოვანი ფენების გაჩენას და გამოდევნის ჭარბ წყალს ორგანიზმიდან.
იგი, ასევე, უხდება ადამიანებს, რომლებსაც საჭმლის მონელების პრობლემები აქვთ. კურკუმა ააქტიურებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას. ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ კურკუმას ჩაის რეცეპტს, რომელიც ამ ყველა თვისებას შეიცავს.

მიირთვით კურკუმას ჩაი ღვიძლის ფუნქციის გასააქტიურებლად და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად

კურკუმა გასახდომად
ინგრედიენტები
  • 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1/2 ჩ.კ. ჯანჯაფილი
  • 2 ს.კ. თხევადი თაფლი
  • 1/2 ჩ.კ. შავი პილპილი
  • 1/2 ჩ.კ. კურკუმა
  • 350 მლ მდუღარე წყალი
მომზადება
  1. შეურიეთ თასში ჯანჯაფილი, კურკუმა და 1 ს.კ. წყალი, მიიღეთ პასტა. შემდეგ ჩაასხით დარჩენილი წყალიც.
  2. გააჩერეთ მასა 15 წუთით, რათა ჯანჯაფილი და კურკუმა ფსკერზე დაილექოს.
  3. გაგრილების შემდეგ დაუმატეთ თაფლი, პილპილი და დარიჩინი.
  4. მოურიეთ კარგად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიირთვით ეს სასმელი დღეში სამჯერ, 75გ ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. გაიარეთ ასეთი კურსი სამი კვირის მანძილზე. შედეგი აუცილებლად დაგაკმაყოფილებთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.