თუ ჩვენს დროულად არ მივიღებთ შესაბამის ზომებს, პრობლემა გამწვავდება და გაცილებით რთულ სახეს შეიძენს. ასეთ შემთხვევაში გარდაუვალი ხდება ბზარების წარმოქმნა, რაც ძლიერ ტკივილებთან და უდიდეს დისკომფორტთანაა დაკავშირებული.
საბედნიეროდ, არსებობს ერთი ძალიან იაფი და საკმაოდ ეფექტური საშუალება, რომელიც მოცემულ პრობლემას ხანმოკლე დროში უმკლავდება. დღეს რჩევები-ს რედაქცია სწორედ ამ საშუალების შესახებ მოგითხრობთ.
შინაური მალამო ბზარების წინააღმდეგ
თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 კვერცხი;
- 70%-იანი ძმრის ესენცია;
- 200 გრამი ცხიმიანი კარაქი.
ინსტრუქცია:
- კარგად გარეცხეთ კვერცხი და მოათავსეთ ჭიქაში. დაასხით იმ რაოდენობით ძმრის ესენცია, რომ მოცემული პროდუქტი მთლიანად დაიფაროს. დააყოვნეთ ბნელ ადგილზე 5 დღით.
- მოცემული დორის გასვლის შემდეგ შენიშნავთ ნაჭუჭის გაქრობას (ის დაილექება ჭიქის ფსკერზე). კვერცხი გადაიქცევა ბლანტი კონსისტენციის მქონე მასად.
- ფრთხილად ამოიღეთ კვერცხი კოვზის გამოყენებით და გადაიტანეთ ის სუფთა ჭურჭელში. მოაცალეთ თხელი აპკისებრი ფენა (გადააგდეთ ის), რომელიც კვერცხზე წარმოიქმნება, ხოლო შიგთავსი დასრისეთ კოვზის გამოყენებით.
- წარმოქმნილ ფაფისებრ მასაში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით კარაქი და ძმრის ესენცია თავისი ლექით, რომელიც ძველ ჭიქაში დარჩა. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მალამო მზად არის.
გამოიყენეთ მალამო ყოველდღიურად ან 2 დღეში ერთხელ. მის წასმამდე ჩაალბეთ ფეხები მარილიან აბაზანაში და შემდეგ კარგად გაიმშრალეთ. მომზადებული მალამო წაისვით ქუსლებზე თხელ ფენად, ამოიცვით პოლიეთილენის პარკი და შემდეგ წინდა. დაწექით დასაძინებლად. დილით, გაღვიძებისთანავე კარგად დაიბანეთ ფეხები. ხანმოკლე დროში მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.