» » » გულის შეტევამდე 1 თვით ადრე პაციენტს ეს 6 სიმპტომი აღენიშნება. ყურადღებით!

გულის შეტევამდე 1 თვით ადრე პაციენტს ეს 6 სიმპტომი აღენიშნება. ყურადღებით!

გულის იშემიური დაავადება წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ყველაზე გავრცელებულ ტიპს. გულის შეტევით გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი რამდენჯერმე აღემატება ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვს.

დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის მსოფლიო ცენტრის მონაცემების მიხედვით, სისხლის მაღალი წნევა, მოწევა და ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში წარმოადგენს გულის შეტევის გამომწვევ ძირითად მიზეზებს. ჭარბმა წონამ, არასწორმა კვებამ, არასაკმარისმა ფიზიკურმა აქტივობამ და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება რამდენჯერმე გაამწვავოს და დააჩქაროს მოვლენები.

ადრეული სიმპტომების ცოდნას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა გულის შეტევის პროფილაქტიკისთვის. დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებმა გვიჩვენა, რომ პაციენტების 92%, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, განიცდიდა დისკომფორტსა და ტკივილს გულ-მკერდის არეში. ამ ადამიანების მხოლოდ 27% ფლობდა ინფორმაციას, რომ მათ ეს სიმპტომი მოსალოდნელ გულის შეტევაზე მიუთითებდა.

მოსალოდნელუ გულის შეტევის ადრეული სიმპტომები

დღეს ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ 6 ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს, რომელიც გულის შეტევისთვისაა დამახასიათებელი. ექვსივე სიმტპომის არსებობა მიგვითითებს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გულის შეტევის მიღების მაღალ რისკზე.
  1. დისკომფორტი მკერდის არეში
    მკერდის არეში განცდილი დისკომფორტი, წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება მიგვითითებს მოსალოდნელ გულის შეტევაზე. ამ სიმპტომებმა შეიძლება თავი იჩინოს როგორც ფიზიკური აქტივობის, ასევე დასვენების დროსაც. თუ თქვენ რეგულარულად გაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნებები გულ-მკერდის არეში, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.

  2. ქრონიკული დაღლილობა
    აუხსნელი, უმიზეზო დაღლილობა მოსალოდნელი გულის შეტევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. გამომდინარე იქიდან, რომ არტერიების იწყებს შეკუმშვას, რთულდება, ფერხდება გულის მუშაობა, რის შედეგადაც ადამიანი მუდმივად განციდის დაღლილობას. ასეთ დროს ჩვენი ძილი საგრძნობლად ხანგრძლივდება და ხშირად გვიჩნდება დღე გამოძინების სურვილი.

  3. მუდმივი ხველა
    მუდმივი ხველა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოსვენებას არ გვაძლევს, შეიძლება მიგვითითებდეს გულის უკმარისობაზე. ეს სიმპტომი განპირობებულია ფილტვებში სისხლის დაგროვებით. მოვარდისფრო ფერის ლორწო წარმოადგენს სისხლის გაჟონვის შედეგს, რის გამოც არ ღირს ამ სიმპტომის დაიგნორება.

  4. თავბრუსხვევა
    გულის ფუნქციონირების დარღვევის დროს იზღუდება ორგანიზმის სისხლით მომარაგების პროცესი, რის შედეგადაც განვიცდით ჟანგბადის დეფიციტს. ყოველივე ამას მივყავართ თავბრუსხვევამდე და გონების დაკარგვამდე. თუ თქვენთვის ეს სიმპტომები კარგად არის ცნობილი, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი!

  5. სუნთქვის გართულება
    როდესაც ორგანიზმში დარღვეულია სისხლის მიმოქცევის პროცესი და ფილტვები ვეღარ იღებს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს, პაციენტს უჩნდება სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები.

  6. შეშუპება
    როდესაც ირღვევა გულის ფუნქციონირება და ეს უმნიშვნელოვანესი ორგანო უწინდებურად ვერ ახერხებს სისხლის გადატუმბვას, ხშირად გვაწუხებს მუცლის შებერილობა და კიდურების შეშუპება.

გახსოვდეთ, ცოდნა ყველაზე დიდი იარაღია. თუ პაციენტი დროულად შეძლებს სიმპოტმებზე დაკვირვებით დაავადების დიაგნოსტიკას და დროულად მიმართავს სპეციალისტს დახმარებისთვის, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება. სწორედ ამიტომ, აუცილებლად გაუზიარეთ ეს ინფორმაცია საკუთარ მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.