» » » სიმსივნის 10 ადრეული ნიშანი ქალბატონებში. შეიმოწმეთ თავი ახლავე.

სიმსივნის 10 ადრეული ნიშანი ქალბატონებში. შეიმოწმეთ თავი ახლავე.

ონკოლოგიური დაავადებები ყველაზე საშიში, სახიფათო და მომაკვდინებელი დაავადებების სიაში ლიდერობს. საშვილოსნოს ყელისა და სარძევე ჯირკვლების სიმსივნე - ორი საშინელი დაავადება, რომლისგანაც არცერთი ქალატონი არ არის დაზღვეული.

დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში სიმსივნე განკურნებადია - თანამედროვე მედიცინამ ეს არაერთხელ დაამტკიცა. სამწუხაროდ, ქალბატონების უმრავლესობისთვის ექიმთან მისვლა და საკუთარი სხეულის გამოკვლევა დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. მეტიც, მათ არაფერი სმენიათ იმ საგანგაშო სიგნალების შესახებ, რომელთაც ჩვენი ორგანიზმი გვიგზავნის და ასე ჩვენს გაფრთხილებას ცდილობს.

1. სისხლდენა
სისხლდენა მენოპაუზის შემდეგ - ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო, სახიფათო სიგნალი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი გვიგზავნის. ქალბატონების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა, თუმცა ისინი სასტკიად ცდებიან.

უცნაური გამონადენი სქესობრივი აქტის დროს, სისხლდენა მენსტრუაციული პერიოდის ფარგლებს გარეთ ან გახანგრძლივებული მენსტრუაციული პერიოდი (10 - 12 დღე) - ჰორმონალური ბალანსის დარღვევის ან საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ადრეული სიმპტომები.

თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც აღგენიშნებათ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის.

2. უცნაური გამონადენი
ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიდა კედლები) სიმსივნის ადრეულ სიმპტომად ითვლება უცნაური წყალნარევი გამონადენი. არავითარ შემთხვევაში დააიგნოროთ ეს სიმპტომი!

3. მკერდის ცვლილებები
თითოეულ ქალბატონს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად საკუთარი მკერდის გამოკვლევა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ რაიმე სახის ცვლილებებს შენიშნავთ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

საგანგაშო სიგნალები, რომელთა იგნორირება არ შეიძლება:
  • სისხლძარღვოვანი ბადეების ან პიგმენტური ლაქების გაჩენა მკერდზე.
  • მკერდის ან სარძევე ჯირკვლების ფორმის ცვლილება.
  • სიმაგრის წარმოქმნა მკერდზე.
  • ძუძუს თავების ფერის ცვლილება (თუ არ ხართ ორსულად ან არ კვებავთ შვილს მკერდით).
  • სისხლნარევი გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან.

4. დისკომფორტი
ონკოლოგიური სიმსივნის ერთ-ერთი გავრცელებული და ადრეული სიმპტომებია: ქავილის და დისკომფორტის განცდა, კანის ცვლილება (თუ, რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ინფექციით ან ალერგიით არ არის გამოწვეული). ეს ცვლილებები, როგორც წესი, ხანგრძლივი და პროგრესირებადია, რის გამოც გირჩევთ, დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს დახმარებისთვის.

5. ტკივილი მუცლის არეში
ითვლება, რომ საკვერცხეების სიმსივნის დიაგნოსტიკა ძალიან რთულია, რადგან მისთვის, როგორც წესი, სპეციფიკური სიმპტომები არ არის დამახასიათებელი. სწირედ ამიტომ, აუცილებელია რეგულარულად გინეკოლოგთან მისვლა და თავის დაზღვევის მიზნით სხვადასხვა გამოკვლევების ჩატარება. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული ნიშნები და სიმპტომები, რომელთა იგნორირება არ შეიძლება: ტკივილის განცდა მუცლის ქვედა ან შუა ნაწილში, გახშირებული შარდვა. რა თქმა უნდა, ეს ნიშნები არასპეციფიკურია და ისინი შეიძლება უამრავი მიზეზით იყოს გამოწვეული, თუმცა დაიზღვიეთ თავი და აუცილებლად მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.