მრავალი გამოკვლევის, სკანირებისა და სხვა სამედიცინო ტესტების ჩატარების მიუხედავად, ოფთამოლოგებმა ვერ შეძლეს ამ უცნაური მოვლენის ახსნა და მისი გამომწვევი რეალური მიზეზის დადგენა. სწორედ ამიტომ, ექიმებმა გადაწყვიტეს პაციენტების ისტორიის შესწავლა.
ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგად ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თანამედროვე მსოფლიოში მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მატება და დროებითი სიბრმავე, რომელიც სულ რაღაც 15 წუთს გრძელდება, ძილის წინ სმარტფონების გამოყენების დამსახურებაა.
მობილური ტელეფონის გამოყენება ღამით, ოთახის განათების გარეშე, ჩვენი თვალების პირველი მტერია. ამ მავნე ჩვევამ პაციენტი შეიძლება აბსოლიტურ ან დროებით სიბრმავემდე მიიყვანოს.
როდესაც საწოლზე დასაძინებლად მოკალათებულები ტელეფონს ვამოწმებთ, ცალი თვალი ადაპტირდება სმარტფონის ეკრანის შუქზე, ხოლო მეორე თვალი ხედავს სიბნელეს. სწორედ ამ დროს ჩვენი ტვინი იბნევა და უჩნდება კითხვა, თუ რატომ ხედავს ცალი თვალი დღეს, ხოლო მეორე - ღამეს.
სწორედ ეს მოვლენა წარმოადგენს დროებითი სიბრმავის გამომწვევ უმთავრესს მიზეზს, რამაც მომავალში შეიძლება გაცილებით სერიოზულ პრობლემებამდე მიგვიყვანოს.
ლურჯი სინათლე, რომელსაც ტელეფონის ეკრანი ასხივებს, გაცილებით საზიანოა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
ბოლო ათწლეულში, როდესაც სმარტფონებმა წარმოუდგენლად დიდი პოპულარობა მოიპოვა, იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან იტანჯებიან, კოლოსალურ მაჩვენებელს მიაღწია.
სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად მოერიდეთ მობილური ტელეფონების ეკრანებს, განსაკუთრებით კი ჩაბნელებულ სივრცეში.