სამწუხაროდ, კუჭის პრობლემებს შეუძლია, მნიშვნელოვნად მოგიშხამოთ ნებისმიერი საღამო. რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა დატკბეთ გასტრონომიულად ისე, რომ არ ავნოთ საკუთარ ჯანმრთელობას და არ გაიფუჭოთ განწყობა წვეულებაზე.
რა არის სასარგებლო კუჭისთვის
რა თქმა უნდა, კონკრეტული დაავადებისთვის, რომელიც საჭმლის მონელებასთანაა დაკავშირებული, არსებობს ცალკეული ინდივიდუალური დიეტა, რომელიც ექიმმა უნდა დაგინიშნოთ და მკაცრად უნდა დაიცვათ.
როორც კი მიხვდებით, რომ რაღაც პერმანენტულ დისკომფორტს ან ტკივილს გრძნობთ მუცელში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ ყველა აუცილებელი გამოკვლევა. არ დააყოვნოთ მსგავსი შემოწმება, უმჯობესი იქნება, თუ დროდადრო პროფილაქტიკისთვისაც შემოწმდებით. ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ასპექტია ჩვენი ცხოვრებისა, რომელიც მუდმივად პირველხარისხოვანი უნდა იყოს.
გთავაზობთ რამდენიმე საერთო რეკომენდაციას იმის შესახებ, თუ რომელ პროდუქტს უნდა მოერიდოთ დღესასწაულებსა და ყოველდღიურ სუფრაზე და რითი უნდა ჩაანაცვლოთ ისინი. ეს რჩევები დაგეხმარებათ, არ გააუარესოთ არსებული მდგომარეობა.
საერთო რეკომენდაციები
- ცხიმიანი და შემწვარი საკვები
ეცადეთ, მოერიდოთ ისეთ კერძებს, რომლებიც შეიცავს მაიონეზს, კარაქს ან მარგარინს. გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტი აუარესებს უკვე არსებულ დაავადებას, ისინი ტრანსცხიმებსაც შეიცავს. მათი მოხმარება დამღუპველად მოქმედებს გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობაზე, იწვევს სიმსუქნესაც.
იმისათვის, რომ მარგარინი ან კარაქი/ზეთი არ გამოიყენოთ, ეცადეთ, საკვები შეწვის ნაცვლად მოთუშოთ. მაიონეზი სალათში არაჟნით ან მაწვნით ჩაანაცვლეთ. ცხიმიანი ხორცი ან თევზი ჩაანაცვლეთ უფრო დიეტური ვარიანტებით. ყველაზე რეკომენდებული ვარიანტებია - ინდაურის, ქათმის ან ხბოს ხორცები, ვინაიდან ეს პროდუქტი კუჭისთვისაც სასარგებლოა. - ცხარე კერძები
გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ცხარე საკვებთან. სანელებლები და სუნელები იწვევს კუჭის წვენის ჭარბად გამომუშავებას, რაც გულძმარვას გამოიწვევს. - ბოსტნელი
მიუხედავად ბოსტნეულის საყოველთაოდ ცნობილი სარგებლობისა, ყველა მათგანი არაა დასაშვები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს. სრულად აკრძალულია ყველა დაკონსერვებული და მარინირებული ბოსტნეული. გახსოვდეთ, რომ კომბოსტოც, ნებისმიერი სახით, მავნეა კუჭისთვის. - რძის პროდუქტი
შეზღუდეთ ნატურალური რძის მოხმარება, ვინაიდან მისი მონელება რთულია. ამასთან, მისი სარგებელი გაზვიადებულია. აი ყველის მაგარი სახეობის მოყვარულთათვის კი კარგი ამბავი გვაქვს: მისი მირთმევა თავისუფლად შეგიძლიათ - იგი ძალიან სასარგებლოა კუჭქვეშა ჯირკვლისთვის. გახსოვდეთ, რომ არ ღირს ისეთ ეგზოტიკურ სახეობებზე გაგიჟება, როგორებიცაა ბრი ან კამამბერი: ეს ორგანიზმისთვის სასარგებლო არაა!
თუ სუფრის ტრადიციების გაგებას ოდნავ გადაუხვევთ და ზოგიერთ ინგრედიენტს უფრო დიეტური ვარიანტით ჩანააცვლეთ, სიამოვნებას ნებისმიერ წვეულებაზე მიიღებთ არამხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი მეგობრები და ახლობლები, რომლებსაც საჭმლის მონელების პრობლემები აქვთ. საკვების სწორად შერჩევით, ჯანმრთელობას დიდ სამსახურს გაუწევთ და დღესასწაულები მხოლოდ კარგ მოგონებებს დაგიტოვებთ.