» » » ჩინგიზხანის წერტილი: როგორ დავარეგულირობ ნაღვლის გადინება დამოუკიდებლად

ჩინგიზხანის წერტილი: როგორ დავარეგულირობ ნაღვლის გადინება დამოუკიდებლად

არსებობს ერთი უძველესი ისტორია ჩინგიზხანსა და მის ჯართან დაკავშირებით. იგი მოგვითხრობს, რომ ერთხელ, დიდებულმა ჩინგიზხანმა, თავისი ჯარის გარშემოვლის დროს, შენიშნა მეომარი, რომელიც ტკივილისგან იკრუნჩხებოდა. ოცმეთაურმა ექიმს მოუხმო და ჰკითხა, იყო თუ არა ეს ჭირი. ექიმმა იგი დაამშვიდა და უთხრა, რომ მამაკაცს უბრალოდ ნაღვლის გადინების პრობლემა ჰქონდა. როცა ჩინგიზხანმა ექიმს შენიშვნა მისცა იმის შესახებ, რომ იგი ავადმყოფს არ ეხმარებოდა, ექიმმა თქვა, რომ აკეთებდა იმას, რაც საჭირო იყო.
ხანი დაინტერესდა - მაინც რა გაუკეთა ექიმმა ავადმყოფს? ექიმმა უპასუხა, რომ უბრალოდ დააჭირა განსაკუთრებულ წერტილს მაჯაზე, რომელიც ასეთ დარღვევას არეგულირებს. ხანი გაოცდა ასეთი მეთოდით და თქვა, რომ მის შესახებ ყველაფერი უნდა გაეგო. მას შემდეგ, როგორც ისტორია ირწმუნება, ამ წერტილს "ჩინგისხანის წერტილს" უწოდებენ. გასაგებია, რომ ისტორია ძალიან დამარწმუნებლად არ ჟღერს, თუმცა ეს წერტილი ნამდვილად არსებობს!

რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა წერტილია ეს, რომელიც აღადგენს ნაღვლის გადინებას და არეგულირებს ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას.

როგორ ვუმკურნალოთ ნაღვლის ბუშტს
ნაღველი - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სითხეა ორგანიზმში, იგი შეუცვლელია საჭმლის მონელების პროცესში. ნაღველი შედგება წყლის, ცხიმოვანი მჟავების, არაორგანული კომპონენტებისა და ქოლესტერინისგან. თუ მისი გადინება დაირღვევა, იწყება პრობლემები საკვები ნივთიერებების ათვისებისას, ასევე, უარესდება ადამიანის საერთო ჯანმრთელობა. ნაღველი შეუჩერებლად უნდა გადამუშავდებოდეს.

ჭამის დროს ნაღველი ცხიმებს ერევა და ხსნის მათ, რითაც ხელს უწყობს ორგანიზმს ამინომჟავებისა და ვიტამინების ათვისებასი. ამასთან, ნაღველი დაგეხმარებათ ორგანიზმის გაწმენდაში ტოქსიკური ელემენტებისგან. როგორც ხედავთ, ნაღველს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს და თუ მისი დინება შეწყდება, მთელი ორგანიზმი ზიანდება.


ნაღვლის გადინების დარღვევა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს უამრავი მიზეზით, თუმცა ყველაზე გავრცელებული და მთავარია - ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების უუნარობა, აქტიურად იკუმშებოდნენ. უხეშად რომ ვთქვათ, ორგანოები უბრალოდ ვერ გამოდევნიან ნაღველს, ეს თავის მხრივ, გამოწვეულია ნერვული სისტემის დარღვევით.

ყველაზე ხშირად, ნაღვლის გადინების დარღვევას თან ახლავს ღებინება, გულძმარვა, ბოყინი, უსიამოვნო შეგრძნებები მუცლის არეში და საერთო დისკომფორტი. თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ მექანიკური დარღვევაა, შეგიძლიათ მისი გამოსწორება დამოუკიდებლად. თუმცა, თუ სიმპტომები მუდმივად ჩნდება და ჯანმრთელობა არ უმჯობესდება, შეწყვიტეთ თვითმკურნალობა და მიმართეთ ექიმს.


თუ უბრალოდ დისკომფორტს გრძნობთ, რომელიც კუჭ-ნაწლავთანაა დაკავშირებული, ან ერთ-ერთი ზემოხსენებული სიმპტომი გაწუხებთ, დაგეხმარებათ ჩინგისხანის წერტილი. იგი განლაგებულია მაჯასა და დიდ თითს შორის. რეალურად, ეს ერთი თითით ზემოთაა იმ ადგილიდან, სადაც თქვენს პულსს გრძნობთ.
ეს განსაკუთრებული ადგილია - ერთ-ერთი წერტილთაგანი ადამიანის სხეულზე, რომლის დახმარებითაც იმოქმედებთ შინაგან ორგანოებზე. ჩინგისხანის წერტილი პასუხს აგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და ნაღვლის ბუშტზე. უსიამოვნო სიმპტომების მოსაშორებლად, საჩვენებელი თითით იპოვეთ წერტილი და კარგად დაიმუშავეთ წრიული მოძრაობებით საათის ისრის მიმართულებით.


დაახლოებით 2 წუთის შემდეგ დისკომფორტმა უნდა გაგიაროთ. წერტილის გამოყენება შეგიძლიათ გულძმარვის, მუცლის ტკივილის, ბოყინისა და სტრესული სიტუაციის დროს, როცა კუჭი ვერ ფუნქციონირებს სწორად. ნებისმიერ ამ სიტუაციათაგანში უბრალოდ შეჩერდით ორი წუთით და დაიზილეთ წერტილი. ეს ორგანიზმისთვის გადაუდებელი დახმარებაა.
ასეთი მასაჟი საჭიროა დღეში 2-3ჯერ, 10 დღის მანძილზე, ასე ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირება თავისთავად დარეგულირდება.


და მაინც, ნუ მიენდობით მხოლოდ ამ მეთოდს, თუ თქვენი სიმპტომები და პრობლემები დიდხანს გრძელდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.