ასეთი დაბინძურების მიზეზი სხვადასხვაგვარია. აი, რამდენიმე მათგანი:
- სიგარეტის კვამლი; ორთქლი, რომელიც ნავთის წვის შედეგად ჩნდება.
ნავთი საავიაციო, გასანათებელი და გასათბობი მოწყობილობების საწვავად გამოიყენება და მისი ორთქლი იწვევს ბრონქიტს, ემფიზემასა და გულის დაავადებებს. - ჭარბი ტენიანობა
სადაც ტენი გროვდება, ჩნდება ობი და მტვრის ტკიპები, რომლებთან კონტაქტის შემდეგაც ადამიანში თავს იჩენს ასთმა და ალერგია. ჭარბი ტენიანობა არამხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ სახლში არსებულ, განსკაუთრებით ხის ნივთებს აზიანებს. - გაზის მოწყობილობები და ქურები
შესაფერისი ვენტილაციის არარსებობის შემთხვევაში, ნივთიერებები, რომლებიც გაზის წვის შედეგად გამოთავისუფლდება, მთელ სახლში გავრცელდება. გადამუშავებული გაზის მაღალი შემცველობა ოთახში ლეტალური შედეგით შეიძლება დასრულდეს. - მფრინავი ორგანული ნაერთები(მონ)
მონ - ესაა ქიმიური ნაერთების ჯგუფი, რომელსაც საფუძვლად კარბონი უდებს. მათ გამოყოფს წებო, საღებავი, ხის, დსპ-ს, ფანერის ნაკეთობები, ჰაერის ოდორანტები, კოსმეტიკა და ჰიგიენის საშუალებები, საწვავი და სხვ.
ასევე, მონ-ი, შეიძლება, გაჩნდეს საკვების მომზადების, ქიმ-წმენდის, მოწევის, არაელექტრონული გამათბობლებისა და ქსეროქსის აპარატების გამოყენების დროს.
როგორ გავაუმჯობესოთ ჰაერის ხარისხი სახლში?
- გამოიყენეთ მცენარეები, რომლებიც ჰაერს ფორმალდეჰიდებისა და მონ-ისგან წმენდს
ასეთი მცენარეები, ნასას კვლევების მიხედვით, სულ ჩვიდმეტია: რობელენის ფინიკის პალმა, ქლოროფიტი ქოჩორა, ეპიპრემნუმი ოქროსფერი, ლირიოპე მჩხვლეტავი და სხვ. მორთეთ ამ მცენარეებით მთელი საძინებელი და სახლის სხვა ოთახები. - არ მოწიოთ ოთახში
ბოლოდროინდელი მონაცემების თანახმად, 1964 წლიდან 2.5 მილიონი არამწეველი ადამიანი დაიღუპა ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების გამო, რომელსაც პასიური მწევლობა იწვევს. აქციეთ თქვენი სახლი არამწეველთა ზონად. გაუფრთხილდით თქვენსა და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობას. - შეარჩიეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი
ყურადღებით მოეკიდეთ საკვები პროდუქტების შერჩევას. გაამახვილეთ ყურადღება ინგრედიენტების სიაზეც. ეცადეთ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები შეარჩიოთ. ეს საწმენდ საშუალებებსაც ეხება. ისინი არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს. - შეამოწმეთ სახლი ობის არსებობაზე
გამოიძახეთ სპეციალისტი, რომელიც გულმოდგინედ შეამოწმებს სახლს ობსა და სოკოებზე. ყველაზე დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ ჭერს, მილებს, ონკანებსა და სხვა მოწყობილობებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ექვემდებარება ტენის გავლენას. - რეგულარულად დაალაგეთ სახლი
გადაწმინდეთ მტვერი ზედაპირებიდან მაქსიმალურად ხშირად, დარწმუნდით, რომ გამოგავეთ არამხოლოდ დივნის ქვეშ, არამედ სხვა რთულადმისაწვდომ ადგილებშიც. ასევე, უფრო ხშირად გარეცხეთ ბალიშები და მატრასები, განსაკუთრებით ბუმბულის ნაკეთობები.